ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. იგი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს. ინფორმაცია "რუსთავი 2" -ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაუდასტურეს. მედიასაშუალებას უწყებაში განუცხადეს, რომ საკითხის განხილვა უკვე დაწყებულია და კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე მაისში დასრულდება.