მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთის CDC-ის დირექტორის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მან აღიარა, რომ "კოვიდის" საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტიანია, "სრული გაუგებრობაა"
ჩინეთის CDC-ის დირექტორის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მან აღიარა, რომ "კოვიდის" საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტიანია, "სრული გაუგებრობაა"

ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბი­სა და უცხო­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს მან აღი­ა­რა, რომ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნას დაც­ვის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს, უარ­ყოფს.

მისი თქმით, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა იყო.

"გლო­ბალ თა­იმსთან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გაო ფუ ამ­ბობს, რომ მსოფ­ლი­ო­ში მეც­ნი­ე­რე­ბი ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ და მან მეც­ნი­ე­რებს შეს­თა­ვა­ზა სა­მეც­ნი­ე­რო ხედ­ვა, რომ ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა და სხვა­დას­ხვა ტი­პის ვაქ­ცი­ნე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი კვლე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთ-ერთი გა­მო­სა­ვა­ლი.

"მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ვაქ­ცი­ნის დაც­ვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ზოგ­ჯერ მა­ღა­ლია და ზოგ­ჯერ და­ბა­ლი. რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ მათი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, ეს არის ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც უნდა გა­ნი­ხი­ლონ მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რებ­მა. ამ თვალ­საზ­რი­სით, მე ვფიქ­რობ, რომ შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის კო­რექ­ტი­რე­ბა, რო­გო­რიც არის დო­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ინ­ტერ­ვა­ლე­ბი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი მი­ღე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა.

გაო ფუმ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ რად­გან პირ­ვე­ლად ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნი COVID-19-ს, როცა საქ­მე ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ეხე­ბა, ბევ­რი სა­მეც­ნი­ე­რო პრობ­ლე­მაა შე­სას­წავ­ლი.

"ასე­ვე პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი აიცრ­ნენ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნით. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც დღემ­დე მი­ვი­ღეთ, ეფუძ­ნე­ბო­და სხვა ვირუ­სის ვაქ­ცი­ნე­ბის ინო­კუ­ლა­ცი­ის წინა ექ­სტრა­პო­ლა­ცი­ებს და ამ ექ­სტრა­პო­ლა­ცი­ამ საკ­მა­ოდ კარ­გად იმუ­შა­ვა, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში, თუ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა, შეგ­ვიძ­ლია კო­რექ­ტი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გაო ფუმ.

"თუ ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბის ტრა­დი­ცი­ულ გზას გავ­ყვე­ბო­დით, ვაქ­ცი­ნა ერთ წე­ლი­წად­ში არ გვექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მთელ მსოფ­ლი­ო­ში მეც­ნი­ე­რებ­მა COVID-19-ის ვაქ­ცი­ნე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად ხდე­ბა. არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კი­თხვა, რო­მელ­თა გა­დაჭ­რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია”, - აღ­ნიშ­ნა გაო ფუმ.

"ჯან­მო-ს მო­თხოვ­ნა COVID-19 ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე 50 პრო­ცენ­ტი ან მე­ტია, მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ბა­რი­ე­რი კი, რომ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 70 პრო­ცენ­ტია. ჩი­ნეთ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა COVID-19-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ და ამ­ჟა­მად ეს სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დია“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
28

ეს იქნება ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინა, თუ გავითვალისწინებთ, როგორაა შექმნილი....

beso
27

ჩინელები მაგრები არიან, მე მათ ვენდობი, რადგან სხვა თუ არაფერი, გამოსული არ იქნებოდა სხვა(სხვისი) ვაქცინები, ჩინელებს ის უკვე მოპარული და კოპირებული, ამოხნილი ექნებათ. ჩინელებმა მუშაობა იციან, ჩინეთი მსოფლიო მანუფაქტურა და ლაბორატორიაა. აბა რატომ დაიწყეს ჩინეთიდან? რომ გინდა დედამიწაზე, იყო მილიარდ ნახევარი და წყნარი ოკენეთიც არსებითად შენა ხარ, ე მიდი პირველად გამოცდაზეო. ეს ფილოსოფია დევს აქ!>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>ნეტა რას აბობს ფხაკაძე მაზოხისტი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ჩინეთის CDC-ის დირექტორის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მან აღიარა, რომ "კოვიდის" საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტიანია, "სრული გაუგებრობაა"

ჩინეთის CDC-ის დირექტორის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მან აღიარა, რომ "კოვიდის" საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტიანია, "სრული გაუგებრობაა"

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ზოგიერთი მედიასაშუალებისა და უცხოური სოციალური მედიაპლატფორმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან აღიარა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინას დაცვის დაბალი მაჩვენებელი აქვს, უარყოფს.

მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული გაუგებრობა იყო.

"გლობალ თაიმსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი გაო ფუ ამბობს, რომ მსოფლიოში მეცნიერები ვაქცინის ეფექტიანობაზე მსჯელობენ და მან მეცნიერებს შესთავაზა სამეცნიერო ხედვა, რომ ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ვაქცინაციის პროცედურების კორექტირება და სხვადასხვა ტიპის ვაქცინების თანმიმდევრული კვლევა შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი.

"მსოფლიოში ყველა ვაქცინის დაცვის მაჩვენებლები ზოგჯერ მაღალია და ზოგჯერ დაბალი. როგორ გავაუმჯობესოთ მათი ეფექტიანობა, ეს არის ის საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ მსოფლიოს მეცნიერებმა. ამ თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია განვიხილოთ ვაქცინაციის პროცესის კორექტირება, როგორიც არის დოზების რაოდენობა, ინტერვალები და თანმიმდევრული მიღება“, - განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

გაო ფუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადგან პირველად ხვდება ადამიანი COVID-19-ს, როცა საქმე ვაქცინაციას ეხება, ბევრი სამეცნიერო პრობლემაა შესასწავლი.

"ასევე პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანები აიცრნენ ახალი კორონავირუსის ვაქცინით. ვაქცინაციის ყველა პროცედურა, რომელიც დღემდე მივიღეთ, ეფუძნებოდა სხვა ვირუსის ვაქცინების ინოკულაციის წინა ექსტრაპოლაციებს და ამ ექსტრაპოლაციამ საკმაოდ კარგად იმუშავა, მაგრამ მომავალში, თუ გაუმჯობესება დაგვჭირდება, შეგვიძლია კორექტირება მოვახდინოთ ახალი კორონავირუსის მახასიათებლებზე და ვაქცინაციის მდგომარეობაზე“, - განაცხადა გაო ფუმ.

"თუ ვაქცინის შემუშავების ტრადიციულ გზას გავყვებოდით, ვაქცინა ერთ წელიწადში არ გვექნებოდა, მაგრამ მთელ მსოფლიოში მეცნიერებმა COVID-19-ის ვაქცინები შეიმუშავეს რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოში პირველად ხდება. არსებობს მრავალი სამეცნიერო კითხვა, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია”, - აღნიშნა გაო ფუმ.

"ჯანმო-ს მოთხოვნა COVID-19 ვაქცინის ეფექტურობაზე 50 პროცენტი ან მეტია, მსოფლიოში ვაქცინების უმეტესობისთვის კვალიფიციური ბარიერი კი, რომლის დაახლოებით 70 პროცენტია. ჩინეთმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო პრინციპების პირველი გამოცემა COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ და ამჟამად ეს საუკეთესო მეთოდია“, - განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

თუ აშშ და ნატო რეალურად ჩაერევიან უკრაინისა და ტაივანის კონფლიქტებში, შესაძლოა მსოფლიო მესამე ომის ზღვარზე აღმოჩნდეს - გადაიქცევა თუ არა 2021 წელი ორუელურ "1984“-ად?"

"იმუქრებიან, რომ მას ძალით აჭმევენ" - ნავალნის თანაგუნდელების თქმით, პოლიტიკოსმა შიმშილობით 15 კილოგრამი დაიკლო

სომეხი ჯარისკაცების ცვილის ფიგურები, დაზიანებული სომხური სამხედრო ტექნიკა, ჩაფხუტები - აზერბაიჯანში ყარაბაღის ომის ნადავლის პარკი გახსნეს (ფოტოები)