მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ"- ნიდერლანდების პრემიერის მილოცვა ღარიბაშვილს
"თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ"- ნიდერლანდების პრემიერის მილოცვა ღარიბაშვილს

ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მარკ რუტე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას ულო­ცავს.

ოფი­ცი­ა­ლურ მი­ლოც­ვა­ში ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბი­სად­მი და მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის პრო­ცე­სი­სად­მი. მარკ რუტე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სად­მი ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას ადას­ტუ­რებს.

"თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ! ნება მი­ბო­ძეთ, მო­გი­ლო­ცოთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა. მო­უთ­მენ­ლად ველი თქვენ­თან მუ­შა­ო­ბას ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბის მიზ­ნით. ნი­დერ­ლან­დე­ბი მი­ე­სალ­მე­ბა თქვე­ნი მთავ­რო­ბის მიერ ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბი­სად­მი და მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის პრო­ცე­სი­სად­მი.

იმ ქვეყ­ნის რან­გში, რო­მელ­საც მტკი­ცედ სწამს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბის, ნი­დერ­ლან­დე­ბი გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სფე­რო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ას, სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და თა­ნას­წო­რო­ბას.

ვაც­ნო­ბი­ე­რებ რე­გი­ონ­ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე რთულ მოვ­ლე­ნებს და მინ­და, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მსურს და­გარ­წმუ­ნოთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩვე­ნი მხრი­დან ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა აქვს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში.

მო­უთ­მენ­ლად ველი თქვენ­თან მუ­შა­ო­ბას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ერ­თად ჩვენ კი­დევ უფრო გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ჩვენს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბულ მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბას”, - ნათ­ქვა­მია მარკ რუ­ტეს ოფი­ცი­ა­ლურ მი­ლოც­ვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თქვენო აღმატებულებავ!
8

თქვენო აღმატებულებავ! ტრი ტრი - ანტონი

$$$
0

ეხლა გაახსენდა??? თუ თქვენ გაგახსენეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ"- ნიდერლანდების პრემიერის მილოცვა ღარიბაშვილს

"თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ"- ნიდერლანდების პრემიერის მილოცვა ღარიბაშვილს

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვაში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და მიმდინარე რეფორმების პროცესისადმი. მარკ რუტე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისადმი ნიდერლანდების სამეფოს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს.

"თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. ნიდერლანდები მიესალმება თქვენი მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და მიმდინარე რეფორმების პროცესისადმი.

იმ ქვეყნის რანგში, რომელსაც მტკიცედ სწამს დემოკრატიისა და კარგი მმართველობის პრინციპების, ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც მოიცავს ქვეყნის დემოკრატიზაციას, სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას.

ვაცნობიერებ რეგიონში ამჟამად მიმდინარე რთულ მოვლენებს და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, მსურს დაგარწმუნოთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ჩვენი მხრიდან ურყევი მხარდაჭერა აქვს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხებში.

მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას”, - ნათქვამია მარკ რუტეს ოფიციალურ მილოცვაში.