27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიოში ვაქცინების ომია - საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა" - დავით სერგეენკო
"მსოფლიოში ვაქცინების ომია - საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა" - დავით სერგეენკო

"ვაქ­ცი­ნე­ბის ომია, დიდი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თა ხდე­ბა. ვაქ­ცი­ნე­ბის სა­კი­თხი ჯან­დაც­ვის სფე­როს გაც­და და უკვე გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი, შე­იძ­ლე­ბა, ნა­ხევ­რად კრი­მი­ნა­ლუ­რი სფე­როს მოქ­მე­დე­ბის ქვეშ", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, და­ვით სერ­გე­ენ­კომ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩი­ნეთ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

მისი თქმით, შე­საძ­ლოა, კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო, კონ­კუ­რენ­ტი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან ერ­თმა­ნე­თის პრო­დუქ­ცი­ის შავ პი­არ­თან გვქონ­დეს საქ­მე.

“დღეს, მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნე­ბი არის ტოპ სა­კი­თხი, რა­ზეც მი­დის მსჯე­ლო­ბა და არც თუ ისე მშვი­დო­ბი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შეგ­ვიძ­ლია, ამას ვაქ­ცი­ნე­ბის ომიც და­ვარ­ქვათ. არ­ცერ­თი სხვა სფე­რო - ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი და ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ისე­თი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ არ არის, რო­გორც ვაქ­ცი­ნე­ბი.

ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლომ აირ­ჩია ის გზა, რომ უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და შე­დე­გი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ და­ი­წყოს ამა თუ იმ სა­ხის ვაქ­ცი­ნით მო­სახ­ლე­ო­ბის აცრა. ჯან­მო-ს პო­ზი­ცი­აა, რომ მან და­დას­ტუ­რე­ბა მხო­ლოდ ორ ვაქ­ცი­ნას მის­ცა, ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე კი გან­ცხა­დე­ბა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია აპ­რი­ლის ბო­ლოს­კენ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს და წი­ნას­წა­რი მო­ცე­მუ­ლო­ბით შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ეს პო­ზი­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, სა­ბო­ლოო ვერ­დიქტს უნდა და­ვე­ლო­დოთ.

ჩემი აზ­რით, ეს ვაქ­ცი­ნე­ბის ომია, რად­გან “ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზეც” ასე იყო. დიდი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თა ხდე­ბა. ვაქ­ცი­ნე­ბის სა­კი­თხი ჯან­დაც­ვის სა­კითხს გას­ცდა და უკვე გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი, შე­იძ­ლე­ბა, ნა­ხევ­რად კრი­მი­ნა­ლუ­რი სფე­როს მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. ყვე­ლა­ზე რბი­ლი ნათ­ქვა­მი ალ­ბათ, ეს არის, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო შე­იძ­ლე­ბა მი­დი­ო­დეს კონ­კუ­რენ­ტი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ ერ­თმა­ნე­თის პრო­დუქ­ცი­ის დაკ­ნი­ნე­ბა და შავი პი­ა­რი,” - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
6

ყოფილ მინისტრს არ ეკადრება ასეთი საუბარი ყველამ იცის რომ ჩინური აქცინა არ არის რეგისტრირებული ჯანმოს მიერ

ნოე
0

 ესაა მოჩვენებითი მსოფლიო - ვითომ ღარიბები და ლტოლცილები აღელვებთ და როცა საქმე მათ ჯანმრთელობას შეეხო, ვიღას ახსოვთ ისინი; მდიდადმა ქვეყნებმა ლამის 50% აცრეს და ღარიბებში 500 მოსახლიდან ერთია აცრილი! 

როგორც ადრე, მშივრებზე გული შეგვტკივაო და სტატისტიკით მარტომ ევროპა კანის მოვლაში იმდენს ხარჯავდა, მთელი აფრიკის მშივრებს რომ ეყოფოდა გამოსაკვებად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"მსოფლიოში ვაქცინების ომია - საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა" - დავით სერგეენკო

"მსოფლიოში ვაქცინების ომია - საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა" - დავით სერგეენკო

"ვაქცინების ომია, დიდი ინტერესების გადაკვეთა ხდება. ვაქცინების საკითხი ჯანდაცვის სფეროს გაცდა და უკვე გახდა პოლიტიკური, ფინანსური, შეიძლება, ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ჩინური ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ჩინეთში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, შესაძლოა, კონკურენციის გამო, კონკურენტი კომპანიების მხრიდან ერთმანეთის პროდუქციის შავ პიართან გვქონდეს საქმე.

“დღეს, მსოფლიოში ვაქცინები არის ტოპ საკითხი, რაზეც მიდის მსჯელობა და არც თუ ისე მშვიდობიანი ურთიერთობები. შეგვიძლია, ამას ვაქცინების ომიც დავარქვათ. არცერთი სხვა სფერო - ენერგომატარებლებიდან დაწყებული და ძვირფასი მეტალებით დასრულებული, ისეთი ყურადღების ქვეშ არ არის, როგორც ვაქცინები.

ამიტომ საქართველომ აირჩია ის გზა, რომ უსაფრთხოებისა და შედეგიანობის ყველაზე მაღალი დადასტურების შემდეგ დაიწყოს ამა თუ იმ სახის ვაქცინით მოსახლეობის აცრა. ჯანმო-ს პოზიციაა, რომ მან დადასტურება მხოლოდ ორ ვაქცინას მისცა, ჩინურ ვაქცინაზე კი განცხადება აქვს გაკეთებული, რომ მოსალოდნელია აპრილის ბოლოსკენ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და წინასწარი მოცემულობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, ჩემი აზრით, საბოლოო ვერდიქტს უნდა დაველოდოთ.

ჩემი აზრით, ეს ვაქცინების ომია, რადგან “ასტრაზენეკაზეც” ასე იყო. დიდი ინტერესების გადაკვეთა ხდება. ვაქცინების საკითხი ჯანდაცვის საკითხს გასცდა და უკვე გახდა პოლიტიკური, ფინანსური, შეიძლება, ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ. ყველაზე რბილი ნათქვამი ალბათ, ეს არის, რომ კონკურენციის გამო შეიძლება მიდიოდეს კონკურენტი კომპანიების მიერ ერთმანეთის პროდუქციის დაკნინება და შავი პიარი,” - განაცხადა სერგეენკომ.

live: ეთერშია "პოლიტნიუსი"

"მელიამ ალბათ, გულწრფელად გადაწყვიტა, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა" - გურამ მაჭარაშვილი

სომხეთის პრეზიდენტმა თბილისში ყოფნისას, ქართველი კოლეგის საპატიო სტუმართა წიგნში არარატის მთა დახატა - რა უპასუხა მას თურქეთის ელჩმა?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"