მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი იქნება ანაზღაურება ისრაელში ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის
რამდენი იქნება ანაზღაურება ისრაელში ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ის­რა­ელ­ში ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბით, კვი­რა­ში 42-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კით მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში თვე­ში შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით სულ მცი­რე 5300 შე­კელს მი­ი­ღე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა 2021 წლის 11 აპ­რი­ლის კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად, 1610 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენტს შე­ად­გენს. ხოლო კვი­რა­ში 58-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კით მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 8023 შე­კე­ლია, რაც და­ახ­ლო­ბით 2440 აშშ დო­ლა­რია თვე­ში.

12 აპ­რი­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ის­რა­ელ­ში ლე­გა­ლურ და­საქ­მე­ბა­ზე რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყო. რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პორ­ტალ­ზე: workabroad.moh.gov.ge .

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში ხან­გრძლი­ვი მოვ­ლის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში დამ­ხმა­რე მუ­შა­კის პო­ზი­ცი­ა­ზე და­საქ­მე­ბას შეძ­ლე­ბენ.

"და­საქ­მე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა: 1 წე­ლია (ის­რა­ელ­ში ჩა­სუ­ლი და­საქ­მე­ბუ­ლი მი­ი­ღებს ერ­თწ­ლი­ან ვი­ზას, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ­წლი­უ­რად, მაქ­სი­მუმ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში). კან­დი­დატს უნდა ეს­მო­დეს და ეთან­ხმე­ბო­დეს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ტო­ვოს ის­რა­ე­ლი სა­მუ­შაო ვი­ზის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ. ასე­ვე აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს, რომ იგი ვერ შეძ­ლებს მო­მა­ვალ­ში ის­რა­ელ­ში მუ­შა­ო­ბას.

სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის კვო­ტა: 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­გეგ­მი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 1000 მო­ქა­ლა­ქის და­საქ­მე­ბა ის­რა­ელ­ში.

დამ­ხმა­რე მუ­შა­კე­ბი ხან­გრძლი­ვი მოვ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქმდე­ბი­ან. მათ ევა­ლე­ბათ ხან­დაზ­მუ­ლე­ბის/შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მოვ­ლა.

დამ­ხმა­რე მუ­შა­კის ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი: პა­ცი­ენ­ტის მოვ­ლა და გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა; პა­ცი­ენ­ტის ჰი­გი­ე­ნა­ზე ზრუნ­ვა (მათ შო­რის, და­ბა­ნა, მო­წეს­რი­გე­ბა, თეთ­რე­უ­ლის გა­მოც­ვლა); პა­ცი­ენ­ტის კვე­ბა/კვე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა; პა­ცი­ენ­ტთან კო­მუ­ნი­კა­ცია; პა­ლა­ტის სი­სუფ­თა­ვის დაც­ვა; ექთ­ნის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და მი­თი­თე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სხვა დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა.

სა­მუ­შაო დრო: და­საქ­მე­ბა გუ­ლის­ხმობს მუ­შა­ო­ბას სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თით - კვი­რა­ში 6 სა­მუ­შაო დღე, 42 სა­ა­თი კვი­რა­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი მუ­შა­ო­ბა (კვი­რა­ში და­მა­ტე­ბით 16 სა­ა­თი ან მეტი), რო­მე­ლიც ანა­ზღა­ურ­დე­ბა გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფით.

და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შემ­დეგ მო­თხოვ­ნებს: გა­ნათ­ლე­ბა: მი­ნი­მუმ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი; უნდა ჰქონ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი "სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­სა­წე­ვი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა/მოვ­ლის“ ტრე­ნინ­გის გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დიპ­ლო­მი/სერ­ტი­ფი­კა­ტი, ან ექთ­ნის/ექთ­ნის თა­ნა­შემ­წის დიპ­ლო­მი; ინ­გლი­სუ­რი და/ან რუ­სუ­ლი ენის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო დო­ნე­ზე ფლო­ბა. უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე; ასა­კი: 25-დან 45 წლამ­დე; ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი; ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის არმ­ქო­ნე; ის­რა­ელ­ში მუ­შა­ო­ბის ის­ტო­რი­ის არმ­ქო­ნე; არას­დროს უცხოვ­რია ის­რა­ელ­ში უნე­ბარ­თვოდ; არ უნდა ჰყავ­დეს მშობ­ლე­ბი, მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ან ცხოვ­რო­ბენ ის­რა­ელ­ში; კან­დი­დატ­მა უნდა გა­ნა­ცხა­დოს თან­ხმო­ბა რომ ის­რა­ელ­ში შეს­ვლამ­დე გა­ი­ა­როს COVID-19-ის ტეს­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში; კან­დი­და­ტი თა­ნახ­მა უნდა იყოს ის­რა­ელ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ COVID-19-ის და სხვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხან­გრძლი­ვი მოვ­ლის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­მუ­შა­ოდ ის­რა­ე­ლის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. (აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ი­ცავს COVID-19 ვაქ­ცი­ნა­ცი­ის 2 დო­ზის ჩა­ტა­რე­ბას, 3 კვი­რის შუ­ა­ლე­დით).

შერ­ჩე­ვის და და­საქ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი: ის­რა­ელ­ში დამ­ხმა­რე მუ­შა­კად და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვა მო­ი­ცავს შემ­დეგ პრო­ცე­დუ­რებს: ონ­ლა­ინ რე­გის­ტრა­ცია პორ­ტალ­ზე: www.workabroad.moh.gov.ge;

მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა და კან­დი­დატ­თა პირ­ვე­ლა­დი შერ­ჩე­ვა; გა­სა­უბ­რე­ბა (*გა­სა­უბ­რე­ბი­სას მოხ­დე­ბა რუ­სუ­ლი/ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის დო­ნის შე­ფა­სე­ბა); წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ნამ­დვი­ლო­ბის დად­გე­ნა; შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბის მიერ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის გავ­ლა და ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის ცნო­ბის წარ­მოდ­გე­ნა (*სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას გა­უ­წევს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო); ის­რა­ე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის მიერ კან­დი­და­ტე­ბის სა­ბო­ლოო შერ­ჩე­ვა; შერ­ჩე­ულ კან­დი­და­ტებ­თან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტის მიერ გამ­გზავ­რე­ბამ­დე გა­სა­წე­ვი ხარ­ჯე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის აღე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა (მოქ­მე­დი ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის არ ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში); ის­რა­ელ­ში გამ­გზავ­რე­ბის ბი­ლე­თის სა­ფა­სუ­რი; სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვის სა­ფა­სუ­რი; COVID-19-ზე PCR ტეს­ტის სა­ფა­სუ­რი.

გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხარ­ჯე­ბი­სა, ის­რა­ელ­ში და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შერ­ჩე­ვი­სა და და­საქ­მე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე, განმცხა­დე­ბე­ლი არ გა­და­იხ­დის არა­ნა­ირ სა­ფა­სურს.

შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა: კვი­რა­ში 42 სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კით მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში თვე­ში და­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სი შე­ად­გენს სულ მცი­რე 5300 შე­კელს (2021 წლის 11 აპ­რი­ლის კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად, 1610 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი), ხოლო კვი­რა­ში 58 სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კით მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 8023 შე­კე­ლი (დაახ. 2440 აშშ დო­ლა­რი თვე­ში).

ხელ­ფა­სის და­ბეგ­ვრა: სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი: და­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სი 6330 შე­კე­ლამ­დე - იბეგ­რე­ბა 10%-ით, ხოლო 6631-დან 9080-მდე - 14%-ით; სო­ცი­ა­ლუ­რი და­ზღვე­ვის გა­და­სა­ხა­დი: ხელ­ფა­სის 0.04%, თუ და­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა არ აღე­მა­ტე­ბა 6330 შე­კელს, ხოლო თუ და­რი­ცხუ­ლი თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 6330 შე­კელ­ზე მე­ტია, გა­და­სა­ხა­დის გა­ნაკ­ვე­თია 0.87 % ყო­ველ და­მა­ტე­ბი­თი შე­კელ­ზე. სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვა: 125 შე­კე­ლი; სა­ცხოვ­რებ­ლის ხარ­ჯი: 264-დან 485 შე­კე­ლამ­დე; კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი: და­ახ­ლო­ე­ბით 93 შე­კე­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა და გა­და­სახ­დე­ლე­ბის გა­დახ­დის შემ­დეგ ე.წ. „ხელ­ზე ასა­ღე­ბი“ ხელ­ფა­სი თვე­ში იქ­ნე­ბა სულ ცოტა 1100 აშშ დო­ლა­რი (კვი­რა­ში 42 სა­ა­თის მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში), ან 1800 აშშ დო­ლა­რი (კვი­რა­ში 58 სა­ა­თის მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში).

გარ­და ამი­სა, დამ­საქ­მე­ბე­ლი მიგ­რან­ტი მუ­შა­კის სა­დე­პო­ზი­ტო ფონდში ყო­ველ­თვი­უ­რად რი­ცხავს და­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სის სულ მცი­რე 12.5%-ს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბის დროს უბ­რუნ­დე­ბა და­საქ­მე­ბულს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­სახ­დე­ლის (15%) გა­მოკ­ლე­ბით. სა­დე­პო­ზი­ტო თან­ხა და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 ათა­სი აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა­ზე.

სრუ­ლი ერ­თწ­ლი­ა­ნი და­საქ­მე­ბის შემ­დეგ მუ­შაკს აქვს ასე­ვე ერთჯე­რა­დი წლი­უ­რი პრე­მი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბაც.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის მი­მარ­თეთ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge ან და­უ­კავ­შირ­დით ჯან­დაც­ვის ცხელ ხაზს - 1505“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცარიელი საქართველო
2

აქ არაფერი შეიქმნას, ხო გაყარეთ ხალხი საქართველოდან. არ დაბლოკოთ კომენტარი

აფსუს
1

მოკლედ ქართველები მომსახურე პერსონალი გავხდით სხვა ერებისათვის......(არადა ქვეყანაში არნახული აღმშენებლობა გვაქვს)..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

რამდენი იქნება ანაზღაურება ისრაელში ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის

რამდენი იქნება ანაზღაურება ისრაელში ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალური დასაქმებით, კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში შრომითი ანაზღაურების სახით სულ მცირე 5300 შეკელს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანხა 2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1610 აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს. ხოლო კვირაში 58-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში - 8023 შეკელია, რაც დაახლობით 2440 აშშ დოლარია თვეში.

12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: workabroad.moh.gov.ge .

სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

"დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელია (ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში). კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას.

სამუშაო ადგილების კვოტა: 2021 წლის განმავლობაში, დაგეგმილია საქართველოს 1000 მოქალაქის დასაქმება ისრაელში.

დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დასაქმდებიან. მათ ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა.

დამხმარე მუშაკის ფუნქცია-მოვალეობები: პაციენტის მოვლა და გადაადგილებაში დახმარება; პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა (მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა); პაციენტის კვება/კვებაში დახმარება; პაციენტთან კომუნიკაცია; პალატის სისუფთავის დაცვა; ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა.

სამუშაო დრო: დასაქმება გულისხმობს მუშაობას სრული განაკვეთით - კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი კვირაში. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა (კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი), რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: განათლება: მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული; უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული "სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი; ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 25-დან 45 წლამდე; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლეობის არმქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში; კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში; კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. (აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).

შერჩევის და დასაქმების პროცედურები: ისრაელში დამხმარე მუშაკად დასაქმების მსურველი კანდიდატების შერჩევა მოიცავს შემდეგ პროცედურებს: ონლაინ რეგისტრაცია პორტალზე: www.workabroad.moh.gov.ge;

მონაცემების გადამოწმება და კანდიდატთა პირველადი შერჩევა; გასაუბრება (*გასაუბრებისას მოხდება რუსული/ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება); წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა; შერჩეული კანდიდატების მიერ სამედიცინო შემოწმების გავლა და ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა (*სამედიცინო შემოწმების ჩატარებას ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო); ისრაელის მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურის მიერ კანდიდატების საბოლოო შერჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

შერჩეული კანდიდატის მიერ გამგზავრებამდე გასაწევი ხარჯები: საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ღირებულება (მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის არ ქონის შემთხვევაში); ისრაელში გამგზავრების ბილეთის საფასური; სამედიცინო გამოკვლევის საფასური; COVID-19-ზე PCR ტესტის საფასური.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისა, ისრაელში დასაქმებასთან დაკავშირებით, შერჩევისა და დასაქმების არც ერთ ეტაპზე, განმცხადებელი არ გადაიხდის არანაირ საფასურს.

შრომის ანაზღაურება: კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში დარიცხული ხელფასი შეადგენს სულ მცირე 5300 შეკელს (2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1610 აშშ დოლარის ექვივალენტი), ხოლო კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში - 8023 შეკელი (დაახ. 2440 აშშ დოლარი თვეში).

ხელფასის დაბეგვრა: საშემოსავლო გადასახადი: დარიცხული ხელფასი 6330 შეკელამდე - იბეგრება 10%-ით, ხოლო 6631-დან 9080-მდე - 14%-ით; სოციალური დაზღვევის გადასახადი: ხელფასის 0.04%, თუ დარიცხული ხელფასის ოდენობა არ აღემატება 6330 შეკელს, ხოლო თუ დარიცხული თვიური ხელფასი 6330 შეკელზე მეტია, გადასახადის განაკვეთია 0.87 % ყოველ დამატებითი შეკელზე. სამედიცინო დაზღვევა: 125 შეკელი; საცხოვრებლის ხარჯი: 264-დან 485 შეკელამდე; კომუნალური გადასახადი: დაახლოებით 93 შეკელი. აღნიშნული გადასახადებისა და გადასახდელების გადახდის შემდეგ ე.წ. „ხელზე ასაღები“ ხელფასი თვეში იქნება სულ ცოტა 1100 აშშ დოლარი (კვირაში 42 საათის მუშაობის შემთხვევაში), ან 1800 აშშ დოლარი (კვირაში 58 საათის მუშაობის შემთხვევაში).

გარდა ამისა, დამსაქმებელი მიგრანტი მუშაკის სადეპოზიტო ფონდში ყოველთვიურად რიცხავს დარიცხული ხელფასის სულ მცირე 12.5%-ს, რომელიც საქართველოში გამომგზავრების დროს უბრუნდება დასაქმებულს შესაბამისი გადასახდელის (15%) გამოკლებით. სადეპოზიტო თანხა დაახლოებით 2-3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტია და დამოკიდებულია დარიცხული ხელფასის ოდენობაზე.

სრული ერთწლიანი დასაქმების შემდეგ მუშაკს აქვს ასევე ერთჯერადი წლიური პრემიის მიღების უფლებაც.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge ან დაუკავშირდით ჯანდაცვის ცხელ ხაზს - 1505“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

"მულმა მითხრა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე, მაგრამ როცა ბავშვები შემოცვივდნენ ოთახში, იმ დღიდან ქვა და რკინა გავხდი" - მექა ხანგოშვილი პირად ცხოვრებასა და ქართულ-ქისტურ ურთიერთობებზე

სიმსივნის ასაკობრივი კატეგორიები და ეფექტიანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში

კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?