ავტორი:

რა გავლენას მოახდენს 12 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე და რას უნდა ველოდოთ პოლიტიკური ცხოვრების ჭრილში - ასტროლოგ რამაზ გიგაურის განმარტება

რა გავლენას მოახდენს 12 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე და რას უნდა ველოდოთ პოლიტიკური ცხოვრების ჭრილში - ასტროლოგ რამაზ გიგაურის განმარტება

დღეს ახალმთვარეობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ასტროლოგი რამაზ გიგაური ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ზოდიაქოს ნიშნებზე, ასევე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ყოველივემ პოლიტიკაზე. ასტროლოგის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"12 აპრილის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი

ხვალ, 12 აპრილს (თბილისის დროით) 6:31 საათზე ახალმთვარეობა იქნება. ასტროლოგიური თვალსაზრისით, 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე "ძლიერი“ ახალმთვარეობაა, რადგან მზე და მთვარე განთავსებულები იქნებიან ვერძის ზოდიაქოში, რაც უკვე მიანიშნებს ენერგიის იმპულსურ, დაუფიქრებელ, წინდაუხედავ გამოვლენაზე.

გარდა ამისა, ეს ახალმთვარეობა ხდება ვერძის ზოდიაქოს 23-ე (დამანგრეველ) გრადუსში.მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოიმატებს აგრესიის ალბათობა და ეს საგრძნობი იქნება როგორც ინდივიდუალური, ისე სახელმწიფოებრივი მასშტაბით. განსაკუთრებით რთული იქნება ისეთი ტერიტორიები, სადაც შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეები არსებობს.

მოსალოდნელია ამ სივრცეში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების მომსწრე გავხდეთ. თუ თბილისის გრძედსა და განედს ავიღებთ, ვნახავთ, რომ ეს ახალმთვარეობა ასცენდენტთან ზუსტ შეერთებაშია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ზემოთ ხსენებულ იმპულსურობასა და აგრესიას. ამას "კლასიკური“ წყობა ეწოდება, როდესაც ერთი და იგივე ნიშანში განთავსებულია ჰოროსკოპის სამი ძირითადი პარამეტრი - მზე, მთვარე და ასცენდენტი. აქედან გამომდინარე, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მოიმატებს კონფლიქტები და დაპირისპირები. გაიზრდება ტექნიკური ავარიების ალბათობა (მათ შორის ავტოკატასტროფების რიცხვიც).

აქედან გამომდინარე, საჭიროა დაფიქრებული და წინდახედული მოქმედებები. ტექნიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობისას, მანქანის მართვისას, ასევე ბასრ და მსხვრევად ნივთებთან ურთიერთობისას საჭირო იქნება სიფრთხილის გამოვლენა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არა იმპულსურად, არამედ კარგად გააზრების შემდეგ უნდა იქნას მიღებული. ეს რამდენად შეამცირებს ნეგატიური შედეგის მიღებას.საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-10 სახლშია, ამიტომ უახლესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამძაფრდეს ხელისუფლებისთვის ბრძოლა.

არ არის გამორიცხული ზოგი პოლიტიკოსი დაუფიქრებელი და წინდაუხედავი საუბრის გამო, სერიოზულ სკანდალშიც აღმოჩნდეს ჩათრეული. არ გამოირიცხება გამჟღავნდეს აქამდე დაფარული პოლიტიკური თუ ეკონომიკური საიდუმლოება, რაც ხალხში აგრესიის დონეს კიდევ უფრო გაზრდის.

ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის 22-ე, 23-ე და 24-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება.

ვერძებისთვის დაიწყება საშუალოდ ერთთვიანი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მათ ცხოვრებაში ახალ იმპულსებს, ახალ ენერგიას შემოიტანს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის - ლომისთვის და მშვილდოსნისთვის. მათთვისაც ეს პერიოდი მნიშვნელოვანი საკითხების დალაგების საშუალებას მოიტანს.

მოსალოდნელია ის ნეგატიური ცვლილებებიც კი, რომელიც ამ პერიოდში მოხდება, მთლიანობაში პოზიტიურად შემოუტრიალდეთ. ტყუპისთვის და მერწყულისთვის ეს ახალმთვარეობა ახალი შესაძლებლობების შანსს გააჩენს. განსხვავებით სასწორისგან, რომელსაც მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

მცირედით დისჰარმონიული იქნება წყლის სტიქიის ნიშნებისთვის - კირჩხიბისთვის, მორიელისთვის და თევზებისთვის. მათთვის მთავარი იქნება ემოციური ბალანსის შენარჩუნება, ასევე ძველი ვალების გასტუმრება და წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლება.

ყველაზე რთული იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის - კუროსთვის, ქალწულისთვის და თხის რქისთვის, რადგან ეზოთერულ ასტროლოგიაში ცეცხლის სტიქია მტრული დამოკიდებულების გამოირჩევა მიწის სტიქიის მიმართ (ცეცხლი წვავს მიწას და მას ნაცრად, ანუ უნაყოფო მიწად აქცევს და მიწა აქრობს ცეცხლს, ანუ ანადგურებს). აქედან გამომდინარე, მიწის სტიქიის ნიშნებმა მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების დაზოგვით კუთხით. უპირველესად ეს ეხება საკუთარი ფინანსების, ენერგიის და დროის მართვას. მათ კონცენტრაცია პრიორიტეტულ საკითხებზე მოახდინონ და არ აყვნენ მათ წინააღმდეგ მოწყობილ პირდაპირ თუ ირიბ პროვოკაციებს.

იზოლაციაში მყოფი ჰარი უილიამს ტელეფონით ესაუბრა - როგორ ცდილობს ქეით მიდლტონი ერთმანეთზე განაწყენებული ძმების შერიგებას

რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს? - გია მურღულიას "ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის"

"ის დარჩება ბაბუად, რომელიც ბარბექიუს სპეციალისტი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა...მე და მეგანს მუდამ გვემახსოვრება" - როგორ ემშვიდობებიან ჰარი და უილიამი პრინც ფილიპს