ავტორი:

"ეს ბირთვული ტერორიზმია" - რა მოხდა ირანის ნატანცის ბირთვულ ობიექტზე და რას აცხადებს ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი?

"ეს ბირთვული ტერორიზმია" - რა მოხდა ირანის ნატანცის ბირთვულ ობიექტზე და რას აცხადებს ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი?

ირანის ნატანცის ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ინციდენტი "ბირთვული ტერორიზმის" ქმედებით იყო გამოწვეული, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თეირანი იტოვებს უფლებას, დამნაშავეების წინააღმდეგ იმოქმედოს.

"გმობს რა ამ საზიზღარ ნაბიჯს, ირანი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, საერთაშორისო საზოგადოებამ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ეს ბირთვული ტერორიზმი განიხილონ და ასევე, იტოვებს უფლებას, დამნაშავეების წინააღმდეგ იმოქმედოს,”- აღნიშნა სალეჰიმ.

მისი თქმით, ნატანცის ობიექტის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები აჩვენებს ირანის ინდუსტრიული და პოლიტიკური პროგრესის მოწინააღმდეგეების მარცხს, რომელთა მიზანი ირანის ბირთვული ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელის შეშლაა.

"მათი მიზნების ჩასაშლელად, რომლებიც ამ ტერორისტულ აქტს ხელმძღვანელობდნენ, ირანი განაგრძობს საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიის გაუმჯობესებას ერთი მხრივ და აშშ-ის მჩაგვრელი სანქციების მოხსნას, მეორე მხრივ,” - აღნიშნა სალეჰიმ.

კვირას ცნობილი გახდა, რომ ირანის ნატანცის ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია. "ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ პრესსპიკერის ბეჰრუზ კამალვანდის თქმით, "ინციდენტს მსხვერპლი და დაბინძურება არ მოჰყოლია”.

ბირთვული ობიექტი, რომელიც ისპაჰანში, უდაბნოში მდებარეობს, არის ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრი და მას გაეროს ბირთვული მაკონტროლებელი ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ინსპექტორები აკონტროლებენ.

აღნიშნულ ობიექტზე გასული წლის ივლისში ხანძარი მოხდა, რაც ირანის მთავრობამ საბოტაჟად შეაფასა.

ჩინეთის CDC-ის დირექტორის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მან აღიარა, რომ "კოვიდის" საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტიანია, "სრული გაუგებრობაა"

"ქვეყნის "რადიკალი მყვირალები“ ამ საკითხს გაურკვევლობას მატებენ" - რას აცხადებს კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

"კოვიდ 19-ის წარმოშობის დასადგენად ფსკერამდე უნდა ჩავიდეთ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მუქარანარევი განცხადება