ავტორი:

"კოვიდ 19-ის წარმოშობის დასადგენად ფსკერამდე უნდა ჩავიდეთ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მუქარანარევი განცხადება

"კოვიდ 19-ის წარმოშობის დასადგენად ფსკერამდე უნდა ჩავიდეთ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მუქარანარევი განცხადება

ჩინეთის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტებისთვის წვდომის შეზღუდვამ კოვიდ -19-ის პანდემია გააუარესა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"ჩინეთმა არ მისცა საერთაშორისო ექსპერტებს წვდომის საშუალება და არ გაუზიარა ინფორმაცია რეალურ დროში, იმისთვის, რომ ჭეშმარიტი გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო. შედეგად, ვირუსი უფრო სწრაფად გახდა უკონტროლო და ვფიქრობ, ბევრად უფრო უარესი შედეგები მივიღეთ,“- განაცხადა ბლინკენმა NBC– სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უფრო დამაჯერებელი ანგარიშის მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო პანდემია.

"ჩვენ სრულად უნდა გავიგოთ, რა მოხდა, იმისთვის, რომ რაც შეიძლება საუკეთესო სურათი გვქონდეს, რათა ეს აღარასდროს განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის ფსკერამდე ჩასვლა“, - განაცხადა ბლინკენმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ჩინელ მეცნიერებთან ერთად არის დაწერილი, ნათქვამია, რომ ვირუსი ადამიანებს, სავარაუდოდ, ღამურებისგან სხვა ცხოველის საშუალებით გადაეცათ და ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია "უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა“.

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან