მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტის მიღება, მკურნალობის ხარჯებს მთავრობა არ აფინანსებს" - 5 თვის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება
"ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტის მიღება, მკურნალობის ხარჯებს მთავრობა არ აფინანსებს" - 5 თვის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„სპი­ნა­ლუ­რი კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფია იშ­ვი­ა­თი და პროგ­რე­სუ­ლი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველს მო­ტო­რუ­ლი ნე­ი­რო­ნე­ბის დე­გე­ნე­რა­ცია წარ­მო­ად­გენს. ამის შე­დე­გად ხდე­ბა მოძ­რა­ო­ბის უნა­რე­ბის თან­და­თა­ნო­ბი­თი კარ­გვა... გო­ნებ­რი­ვად სრუ­ლი­ად საღი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მოძ­რა­ო­ბა ნელ-ნელა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა,“ - ასე ხსნის ამ და­ა­ვა­დე­ბას იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნანა ტა­ტიშ­ვი­ლი. მის პა­ცი­ენ­ტებს შო­რის ამ და­ა­ვა­დე­ბით არა­ერ­თი პა­ტა­რა იტან­ჯე­ბა.

სპი­ნა­ლურ კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მე­დი­კა­მენ­ტი "რის­დიპ­ლა­მი" არ­სე­ბობს, ის ცოტა ხის წინ სა­ქარ­თვე­ლო­შიც პირ­ვე­ლად და­რე­გის­ტრირ­და და სკა-თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის მშობ­ლებს იმე­დი გა­უ­ჩი­ნა, თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, მათ­თვის "რის­დიპ­ლა­მის" შე­ძე­ნა ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია, რად­გან მე­დი­კა­მენ­ტი საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი წა­მა­ლი უკვე გა­მოს­ცა­და 5 თვის ნი­კო­ლოზ ბე­რა­ძემ, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ ეს და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­და. ჩვილს საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გი აქვს. ოღონდ, წამ­ლის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ოჯახს აღარ აქვს.

ნინო ლობ­ჟა­ნი­ძე, ნი­კო­ლო­ზის დედა გვიყ­ვე­ბა თა­ვი­სი პა­ტა­რის ამ­ბავს:

- ორი შვი­ლი მყავს - უფ­რო­სი გო­გო­ნა 6 წლის არის, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია. ნი­კო­ლო­ზი გა­სუ­ლი წლის 15 ოქ­ტომ­ბერს ჩვე­უ­ლებ­რივ, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბით გაჩ­ნდა. სამ­შო­ბი­ა­რო­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი, 10-ქუ­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბით გა­მო­მა­ტა­ნეს. 11 ნო­ემ­ბერს მთელ­მა ოჯახ­მა კო­ვი­დი გა­და­ვი­ტა­ნეთ და მა­საც შეხ­ვდა.

ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ - ყვე­ლა­ფერს ვუკ­ვირ­დე­ბი, თან, უფ­რო­სი შვი­ლის და ნი­კო­ლო­ზის ჩვი­ლო­ბას ვა­და­რებ­დი. შევ­ნიშ­ნე, რომ ბავ­შვი ფე­ხებს ცოტა შე­ზღუ­დუ­ლად ამოძ­რა­ვებ­და. თვე-ნა­ხევ­რის რომ გახ­და, მარ­ცე­ნა ხე­ლის მტე­ვა­ნი ოდ­ნავ მო­ე­ხა­რა, დე­ფორ­მირ­და. ამან ძა­ლი­ან შე­მა­ში­ნა. თუმ­ცა ვი­ფიქ­რე, ტან­საც­მელს რომ ვაც­მევ­დი, ალ­ბათ ცოტა უხე­შად მოვ­კი­დე ხელი, ან ბა­ნა­ო­ბი­სას ამო­უ­ვარ­და-მეთ­ქი. ქო­ბუ­ლეთ­ში ვცხოვ­რობთ, ამი­ტომ ექიმ­თან ბა­თუმ­ში წა­ვიყ­ვა­ნე. ნევ­რო­ლო­გის და ქი­რურ­გის კონ­სულ­ტა­ცია იყო სა­ჭი­რო.

ნევ­რო­ლოგ­მა ფეხ­ზე რომ და­ა­ყე­ნა, გრძნო­ბა არ ჰქონ­და, - ძა­ლი­ან მო­დუ­ნე­ბუ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ღაც აქვს გა­და­ტა­ნი­ლიო. ვუ­თხა­რი, რომ კო­ვი­დი ყვე­ლას შეგ­ვხდა. კო­ვი­დის ყვე­ლა სიმპტო­მი ჰქონ­და მა­საც და ჩვენც. ანა­ლი­ზი ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე გა­ვა­კე­თეთ და 99% და­დას­ტურ­და, რომ კო­ვი­დი გა­და­ტა­ნი­ლი აქვს.

- ნევ­რო­ლოგ­თან სა­კონ­სულ­ტა­ცი­ოდ თბი­ლის­ში არ გა­მო­გიშ­ვათ?

- არა, რე­ა­ლუ­რად ვერ მიხ­ვდა, რის­გან იყო ბავ­შვი ასე­თი მო­დუ­ნე­ბუ­ლი. მარ­ცხე­ნა ხელ­ზე თქვა, - შე­იძ­ლე­ბა სამ­შო­ბი­ა­რო ტრავ­მა­აო. არა­და, ვი­მე­ო­რებ, სამ­შო­ბი­ა­რო­ში მსგავ­სი არა­ფე­რი ჰქო­ნია. მა­სა­ჟე­ბი და­უ­ნიშ­ნა - და­ვაკ­ვირ­დეთ, გა­უ­უმ­ჯო­ბე­სებს თუ არა მდგო­მა­რე­ო­ბა­სო.

7 მა­სა­ჟი გა­ვუ­კე­თეთ. ცოტა წინსვლა კი ჰქონ­და, მაგ­რამ ასე ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, გა­რან­ტია მჭირ­დე­ბო­და, უნდა მცოდ­ნო­და მი­ზე­ზიც, რამ გა­მო­იწ­ვია ნი­კო­ლო­ზის ეს მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­მო­მავ­ლოდ რო­გორ უნდა გვე­მოქ­მე­და. ბა­თუმ­ში - ვე­რაფ­რის გა­რან­ტი­ას მოგ­ცემთ, არ ვი­ცით, რისი ბრა­ლი­აო.

- ე.ი. ეჭ­ვიც არ გა­უჩ­ნდათ, რომ ეს შე­იძ­ლე­ბო­და სპი­ნაკ­ლურ კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფია ყო­ფი­ლი­ყო?

- ერ­თდერ­თი, პე­დი­ატრმა მკი­თხა - თქვენ­თან გე­ნე­ტი­კუ­რად კუნ­თე­ბის პრობ­ლე­მა ვინ­მეს ხომ არ ჰქონ­დაო? მსგავ­სი რამ ჩვენ­თან არა­ვის ჰქო­ნია. პე­დი­ატრს ეს კი­თხვა იმი­ტომ გა­უჩ­ნდა, რომ ბავ­შვი ისე­თი მო­დუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ კო­ვი­დის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბებ­ში ასე­თი რამ არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

7 მა­სა­ჟის შემ­დეგ, 2 თვის ხდე­ბო­და, როცა თურ­ქეთ­ში „მე­დი­კალ პარკში“ წა­ვიყ­ვა­ნეთ. იქ ცნო­ბილ­მა ნევ­რო­ლოგ­მა გა­სინ­ჯა. პირ­და­პირ კვლე­ვის გა­რე­შე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ვერ თქვა, მაგ­რამ სპი­ნა­ლურ-კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფი­ა­აო, რა­საც არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, ეს გა­ნა­ჩე­ნია და მხო­ლოდ ილო­ცე­თო.

ჩემ­მა მე­უღ­ლემ ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძია და იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ნევ­რო­ლოგ ნანა ტა­ტიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ამ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. ნი­კო­ლო­ზი ქალ­ბა­ტონ ნა­ნას­თან მი­ვიყ­ვა­ნეთ.

- ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­თან მი­სა­უბ­რია და ვიცი, რომ იმ ასაკ­ში, რა ასაკ­შიც თქვენ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ის თქვენს პა­ტა­რა­ში, იშ­ვი­ა­თია, ის უფრო გვი­ან გა­მო­უვ­ლე­ნი­ათ მათ...

- კი, არც ნი­კო­ლოზს ეტყო­ბა, ერთი შე­ხედ­ვით რა­ი­მე. მე მარ­თლაც ძა­ლი­ან მალე აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ეს ქალ­ბა­ტონ ნა­ნა­საც გა­უკ­ვირ­და. თა­ვი­დან გვი­თხრა, - რა­ტომ მოხ­ვე­დი­თო? და­ა­ვა­დე­ბა უმე­ტე­სად თავს მა­შინ ავ­ლენს, როცა პა­ტა­რა ჯდო­მას და სი­ა­რულს სწავ­ლობს.

ალ­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბაა... შემ­დეგ გა­ვუ­კე­თეთ გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, რა­შიც 2.500 ლარი გა­და­ვი­ხა­დეთ. სკრი­ნინ­გიც გა­კეთ­და, სა­დაც 19 და­ა­ვა­დე­ბა შე­დის და ამ კვლე­ვებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნი­კო­ლოზს მარ­თლაც აქვს იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა - სპი­ნა­ლურ-კუნ­თვა­ნი ატრო­ფია.

- ბავ­შვი ამ ეტაპ­ზე რო­გორ გრძნობს თავს?

- სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ამ და­ავ­დე­ბას შვე­ლის, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ნო­ემ­ბერ­ში და­რე­გის­ტრირ­და და ღირს 4.000 დო­ლა­რი. მისი მი­ღე­ბა ყო­ველ თვე არის სა­ჭი­რო. ამ მე­დი­კა­მენ­ტთან ერ­თად, ასე­ვე მუდ­მი­ვად - წყლის თე­რა­პია, ვარ­ჯი­შე­ბი სჭირ­დე­ბა. ეს თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... აქამ­დე მე­ზობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი მოგ­ვეხ­მარ­ნენ და ერ­თობ­ლი­ვად შევ­ძე­ლით, რომ ბავ­შვმა ეს მე­დი­კა­მენ­ტი მი­ი­ღო. იშ­ვი­ათ და­ა­ვა­დე­ბებ­ში ამ წამ­ლის და­ფი­ნან­სე­ბას სა­ხელ­მწი­ფო არ ახ­დენს.

- კი, ვიცი, რომ ეს წა­მა­ლი ჩვენ­თან უკვე არ­სე­ბობს, მაგ­რამ სპი­ნა­ლურ-კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი მისი ფა­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ყი­დუ­ლო­ბენ. არა­და, რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ მათ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დეთ.

- მოკ­ლედ, ჩვენ ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით მისი შე­ძე­ნა, აუ­ცი­ლე­ბალდ უნდა მი­ე­ღო და მი­ი­ღო 25 იან­ვარს. მე­დი­კა­მენ­ტი ფხვნი­ლია, რო­მე­ლიც 80 მლ წყალ­ში იხ­სნე­ბა. ნი­კო­ლო­ზის ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 40 დღის სამ­ყოფს ყო­ველ­დღი­უ­რად 1,9 მლ-ს სვამ­და.

- შე­დე­გი ჰქონ­და?

- თავს ვერ იჭერ­და, ვერ აბ­რუ­ნებ­და, გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თქვა ჰქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­რე­გუ­ლირ­და. ხე­ლე­ბიც უფრო აქ­ტი­უ­რი გა­უხ­და - კუნ­თებ­მა და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

- სა­ზო­გა­დე­ბას რას სთხოვთ ახლა?

- ბავ­შვის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დი­კა­მენ­ტის უწყვე­ტად მი­ღე­ბა, ვი­ნი­დან, მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს მთავ­რო­ბა არ აფი­ნან­სებს. ამი­ტომ, ჩვე­ნი მი­სი­აა 3 970$-ის შეგ­რო­ვე­ბა მე­დი­კა­მენ­ტის შე­სა­ძე­ნად. წა­მა­ლი აჩე­რებს ამ და­ა­ვა­დე­ბას და ნუ­ლამ­დე და­ყავს ნი­კო­ლო­ზის და­კარ­გვის რის­კი.

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი

#GE83BG0000000839628600

თი­ბი­სი ბან­კი

#GE47TB7103245061100018

თან­ხის მიმ­ღე­ბი პირი მამა,

ზუ­რაბ ბე­რა­ძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

როგორ შეიძლება რომ ბავშვის მშობელს დავეკონტაქტო. ძალიან მნიშვნელოვანია.

ise
0

მაინტერესებს თუ ვინმემ იცით ის საქველმოქმედო ფონდი მილიარდები რომელსაც გადაეცა როდის იწყებს ქველმოქმედებას ან ამაზე უფრო საჭირო რა უნდა იყოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტის მიღება, მკურნალობის ხარჯებს მთავრობა არ აფინანსებს" - 5 თვის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტის მიღება, მკურნალობის ხარჯებს მთავრობა არ აფინანსებს" - 5 თვის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„სპინალური კუნთოვანი ატროფია იშვიათი და პროგრესული ნევროლოგიური დაავადება, რომლის საფუძველს მოტორული ნეირონების დეგენერაცია წარმოადგენს. ამის შედეგად ხდება მოძრაობის უნარების თანდათანობითი კარგვა... გონებრივად სრულიად საღი ადამიანებისთვის მოძრაობა ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება,“ - ასე ხსნის ამ დაავადებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ნანა ტატიშვილი. მის პაციენტებს შორის ამ დაავადებით არაერთი პატარა იტანჯება.

სპინალურ კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ მსოფლიო ბაზარზე მედიკამენტი ''რისდიპლამი'' არსებობს, ის ცოტა ხის წინ საქართველოშიც პირველად დარეგისტრირდა და სკა-თი დაავადებული ბავშვის მშობლებს იმედი გაუჩინა, თუმცა, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მათთვის "რისდიპლამის" შეძენა ხელმიუწვდომელია, რადგან მედიკამენტი საკმაოდ ძვირი ღირს.

აღნიშნული წამალი უკვე გამოსცადა 5 თვის ნიკოლოზ ბერაძემ, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეს დაავადება დაუდგინდა. ჩვილს საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. ოღონდ, წამლის შეძენის საშუალება ოჯახს აღარ აქვს.

ნინო ლობჟანიძე, ნიკოლოზის დედა გვიყვება თავისი პატარის ამბავს:

- ორი შვილი მყავს - უფროსი გოგონა 6 წლის არის, რომელიც სრულიად ჯანმრთელია. ნიკოლოზი გასული წლის 15 ოქტომბერს ჩვეულებრივ, ფიზიოლოგიური მშობიარობით გაჩნდა. სამშობიაროდან აბსოლუტურად ჯანმრთელი, 10-ქულიანი შეფასებით გამომატანეს. 11 ნოემბერს მთელმა ოჯახმა კოვიდი გადავიტანეთ და მასაც შეხვდა.

ემოციური ადამიანი ვარ - ყველაფერს ვუკვირდები, თან, უფროსი შვილის და ნიკოლოზის ჩვილობას ვადარებდი. შევნიშნე, რომ ბავშვი ფეხებს ცოტა შეზღუდულად ამოძრავებდა. თვე-ნახევრის რომ გახდა, მარცენა ხელის მტევანი ოდნავ მოეხარა, დეფორმირდა. ამან ძალიან შემაშინა. თუმცა ვიფიქრე, ტანსაცმელს რომ ვაცმევდი, ალბათ ცოტა უხეშად მოვკიდე ხელი, ან ბანაობისას ამოუვარდა-მეთქი. ქობულეთში ვცხოვრობთ, ამიტომ ექიმთან ბათუმში წავიყვანე. ნევროლოგის და ქირურგის კონსულტაცია იყო საჭირო.

ნევროლოგმა ფეხზე რომ დააყენა, გრძნობა არ ჰქონდა, - ძალიან მოდუნებულია, სავარაუდოდ, რაღაც აქვს გადატანილიო. ვუთხარი, რომ კოვიდი ყველას შეგვხდა. კოვიდის ყველა სიმპტომი ჰქონდა მასაც და ჩვენც. ანალიზი ანტისხეულებზე გავაკეთეთ და 99% დადასტურდა, რომ კოვიდი გადატანილი აქვს.

- ნევროლოგთან საკონსულტაციოდ თბილისში არ გამოგიშვათ?

- არა, რეალურად ვერ მიხვდა, რისგან იყო ბავშვი ასეთი მოდუნებული. მარცხენა ხელზე თქვა, - შეიძლება სამშობიარო ტრავმააო. არადა, ვიმეორებ, სამშობიაროში მსგავსი არაფერი ჰქონია. მასაჟები დაუნიშნა - დავაკვირდეთ, გაუუმჯობესებს თუ არა მდგომარეობასო.

7 მასაჟი გავუკეთეთ. ცოტა წინსვლა კი ჰქონდა, მაგრამ ასე ვერ ვიქნებოდი, გარანტია მჭირდებოდა, უნდა მცოდნოდა მიზეზიც, რამ გამოიწვია ნიკოლოზის ეს მდგომარეობა და სამომავლოდ როგორ უნდა გვემოქმედა. ბათუმში - ვერაფრის გარანტიას მოგცემთ, არ ვიცით, რისი ბრალიაო.

- ე.ი. ეჭვიც არ გაუჩნდათ, რომ ეს შეიძლებოდა სპინაკლურ კუნთოვანი ატროფია ყოფილიყო?

- ერთდერთი, პედიატრმა მკითხა - თქვენთან გენეტიკურად კუნთების პრობლემა ვინმეს ხომ არ ჰქონდაო? მსგავსი რამ ჩვენთან არავის ჰქონია. პედიატრს ეს კითხვა იმიტომ გაუჩნდა, რომ ბავშვი ისეთი მოდუნებული იყო, რომ კოვიდის შემდგომ გართულებებში ასეთი რამ არ არის დაფიქსირებული.

7 მასაჟის შემდეგ, 2 თვის ხდებოდა, როცა თურქეთში „მედიკალ პარკში“ წავიყვანეთ. იქ ცნობილმა ნევროლოგმა გასინჯა. პირდაპირ კვლევის გარეშე დადასტურებულად ვერ თქვა, მაგრამ სპინალურ-კუნთოვანი ატროფიააო, რასაც არაფერი ეშველება, ეს განაჩენია და მხოლოდ ილოცეთო.

ჩემმა მეუღლემ ინფორმაცია მოიძია და იაშვილის კლინიკაში ნევროლოგ ნანა ტატიშვილის შესახებ შეიტყო, ამ იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებთან სწორედ ეს ადამიანი მუშაობს. ნიკოლოზი ქალბატონ ნანასთან მივიყვანეთ.

- ამ დაავადების მქონე ბავშვების მშობლებთან მისაუბრია და ვიცი, რომ იმ ასაკში, რა ასაკშიც თქვენ აღმოაჩინეთ ის თქვენს პატარაში, იშვიათია, ის უფრო გვიან გამოუვლენიათ მათ...

- კი, არც ნიკოლოზს ეტყობა, ერთი შეხედვით რაიმე. მე მართლაც ძალიან მალე აღმოვაჩინე. ეს ქალბატონ ნანასაც გაუკვირდა. თავიდან გვითხრა, - რატომ მოხვედითო? დაავადება უმეტესად თავს მაშინ ავლენს, როცა პატარა ჯდომას და სიარულს სწავლობს.

ალბათ ეს ყველაფერი უფლის ნებაა... შემდეგ გავუკეთეთ გენეტიკური ანალიზი, რაშიც 2.500 ლარი გადავიხადეთ. სკრინინგიც გაკეთდა, სადაც 19 დაავადება შედის და ამ კვლევებმა დაადასტურა, რომ ნიკოლოზს მართლაც აქვს იშვიათი დაავადება - სპინალურ-კუნთვანი ატროფია.

- ბავშვი ამ ეტაპზე როგორ გრძნობს თავს?

- სპეციალური მედიკამენტი, რომელიც უშუალოდ ამ დაავდებას შველის, საქართველოში პირველად ნოემბერში დარეგისტრირდა და ღირს 4.000 დოლარი. მისი მიღება ყოველ თვე არის საჭირო. ამ მედიკამენტთან ერთად, ასევე მუდმივად - წყლის თერაპია, ვარჯიშები სჭირდება. ეს თანხებთან არის დაკავშირებული... აქამდე მეზობლები, ახლობლები მოგვეხმარნენ და ერთობლივად შევძელით, რომ ბავშვმა ეს მედიკამენტი მიიღო. იშვიათ დაავადებებში ამ წამლის დაფინანსებას სახელმწიფო არ ახდენს.

- კი, ვიცი, რომ ეს წამალი ჩვენთან უკვე არსებობს, მაგრამ სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტები მისი ფასიდან გამომდინარე, ვერ ყიდულობენ. არადა, როგორც ექიმები ამბობენ, ერთადერთი საშუალებაა, რომ მათ მდგომარეობა გაუუმჯობესდეთ.

- მოკლედ, ჩვენ ხალხის დახმარებით შევძელით მისი შეძენა, აუცილებალდ უნდა მიეღო და მიიღო 25 იანვარს. მედიკამენტი ფხვნილია, რომელიც 80 მლ წყალში იხსნება. ნიკოლოზის ასაკიდან გამომდინარე, 40 დღის სამყოფს ყოველდღიურად 1,9 მლ-ს სვამდა.

- შედეგი ჰქონდა?

- თავს ვერ იჭერდა, ვერ აბრუნებდა, გახშირებული სუნთქვა ჰქონდა. ეს ყველაფერი დაურეგულირდა. ხელებიც უფრო აქტიური გაუხდა - კუნთებმა დაიწყო მუშაობა.

- საზოგადებას რას სთხოვთ ახლა?

- ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტის უწყვეტად მიღება, ვინიდან, მკურნალობის ხარჯებს მთავრობა არ აფინანსებს. ამიტომ, ჩვენი მისიაა 3 970$-ის შეგროვება მედიკამენტის შესაძენად. წამალი აჩერებს ამ დაავადებას და ნულამდე დაყავს ნიკოლოზის დაკარგვის რისკი.

საქართველოს ბანკი

#GE83BG0000000839628600

თიბისი ბანკი

#GE47TB7103245061100018

თანხის მიმღები პირი მამა,

ზურაბ ბერაძე