მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის საკმაოდ სერიოზული ძიება, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული" - რაზე ისაუბრეს "ლელოს" ლიდერებმა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან
"არის საკმაოდ სერიოზული ძიება, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული" - რაზე ისაუბრეს "ლელოს" ლიდერებმა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან

ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, დიდი მცდე­ლო­ბაა, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დატ­ვირ­თვა მოხ­დეს - ეს არის ამო­ცა­ნა ახლა, რომ ქვე­ყა­ნა გა­და­იტ­ვირ­თოს და გა­დატ­ვირ­თვა არ არის ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა, - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს" ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ აშშ-ს ელჩთან კელი დეგ­ნან­თან და ევ­რო­კავ­ში­რის ელჩთან კარლ ჰარ­ცელ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, არის საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ძი­ე­ბა იმი­სა, რომ სა­კი­თხი ისე გა­და­წყდეს, რომ ის სა­კი­თხე­ბი, რაც ოპო­ზი­ცი­ას ჰქონ­და და­ყე­ნე­ბუ­ლი, მიღ­წე­უ­ლი იქ­ნას.

"შეხ­ვედ­რა გვქონ­და ბა­ტონ ჰარ­ცელ­თან და ქალ­ბა­ტონ კელი დეგ­ნან­თან, ელ­ჩებ­თან კი­დევ ერთხელ გა­ვი­ა­რეთ ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ხდე­ბა ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის, პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის გარ­შე­მო. კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რეთ "ლე­ლოს" პო­ზი­ცია, რომ 5 პუნ­ქტი­დან 3 პუნ­ქტს ეთან­ხმე­ბა "ლელო", ისე­ვე რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის სხვა პარ­ტი­ე­ბი, მსჯე­ლო­ბა გვქონ­და დარ­ჩე­ნილ 2 პუნ­ქტზე. სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ, დე­ტა­ლებ­ში ვერ შე­ვალთ, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო, რომ ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, დიდი მცდე­ლო­ბაა, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დატ­ვირ­თვა მოხ­დეს - ეს არის ამო­ცა­ნა ახლა, რომ ქვე­ყა­ნა გა­და­იტ­ვირ­თოს და გა­დატ­ვირ­თვა არ არის ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას უნდა მოჰ­ყვეს სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ე­ტყო­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბას და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვამ­თავ­რებთ იმ არა­ნორ­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ას, რაც არის სა­სა­მარ­თლო­ში, რაც არის სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ში და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში.

ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი არის იმ ორი სა­კი­თხი­დან ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ამ სა­კი­თხსაც შე­ვე­ხეთ, დე­ტა­ლებს ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ კი­დევ ვი­მე­ო­რებ არის საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ძი­ე­ბა იმი­სა, რომ სა­კი­თხი ისე გა­და­წყდეს, რომ ის სა­კი­თხე­ბი, რაც ოპო­ზი­ცი­ას ჰქონ­და და­ყე­ნე­ბუ­ლი, იქ­ნას მიღ­წე­უ­ლი. იმი­ტომ, რომ სხვა კუ­თხით მე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს სხვა თემა და მი­მარ­თუ­ლე­ბა არ გან­გვი­ხი­ლავს.

მმარ­თველ გუნდთან ჩვენ შეხ­ვედ­რა არ გვქო­ნია. მე ვიცი, რომ ჩვე­ნამ­დე იყო შეხ­ვედ­რა", - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი და ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დგომ რა­ი­მე გარ­ღვე­ვის მო­ლო­დი­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში არას­წო­რია - ეს არის რთუ­ლი პრო­ცე­სი, მო­ი­თხოვს მოთ­მი­ნე­ბას, ძა­ლის­ხმე­ვას ყვე­ლას მხრი­დან, - ამის შე­სა­ხებ

"ლე­ლოს" კი­დევ ერთი ლი­დე­რის, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის თქმით კი, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მო­ვა შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი, მა­შინ გა­მოჩ­ნდე­ბა.

"ჩვენ გვაქვს სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი ელ­ჩებ­თან და ეს არის სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი­დან ერთ-ერთი შეხ­ვედ­რა, სა­დაც ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში და ეს არის ნორ­მა­ლუ­რი, უკვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა. ყვე­ლა შეხ­ვედ­რა ეძღვნე­ბა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გან­ხილ­ვას, კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზე­ბის გან­ხილ­ვას და ეს იყო მო­რი­გი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა. ჩვენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვხვდე­ბით და არ ვა­კე­თებთ კო­ორ­დი­ნი­რე­ბას ყო­ველ­თვის. ჩვენ მო­მა­ვალ­შიც გვექ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი. "ლელო" ხვდე­ბა ელ­ჩებს რო­გორც მარ­ტო, ასე­ვე სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად.

სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე რა­ი­მე ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა. აქ გა­ნი­ხი­ლე­ბა ვი­თა­რე­ბა, ვახ­დენთ ანა­ლიზს შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის, ვე­ძებთ გა­მო­სავ­ლის გზებს, ამი­ტომ კი­დევ იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი და ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დგომ რა­ი­მე გარ­ღვე­ვის მო­ლო­დი­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში არას­წო­რია და მე მინ­და, რომ ეს მო­ლო­დი­ნი არ არ­სე­ბობ­დეს იმი­ტომ, რომ ეს არის რთუ­ლი პრო­ცე­სი, მო­ი­თხოვს მოთ­მი­ნე­ბას, ძა­ლის­ხმე­ვას ყვე­ლას მხრი­დან და რაც მთა­ვა­რია და კარ­გი ამ­ბა­ვი არის ის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის, ისე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და ეს არის სწო­რედ იმ ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ­ლი­თაც ჩვენ გან­მსჭვა­ლუ­ლი ვართ, რომ ადრე თუ გვი­ან ჩვენ მი­ვალთ პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბამ­დე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას გა­მო­იყ­ვანს კრი­ზი­სი­დან.

"ლე­ლოს" პო­ზი­ცი­ა­ში არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ არის. ჩვე­ნი პო­ზი­ცია არის იგი­ვე, რაც იყო, რაც სა­ჯა­როდ გა­ცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს.

ჩვე­ნი პე­სი­მიზ­მი ეყ­რდნო­ბო­და იმ სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბას, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ და­ე­თან­ხმა იმ სამ პუნ­ქტსაც, რო­მელ­საც და­ე­თან­ხმა ოპო­ზი­ცია, ჩვე­ნი პე­სი­მიზ­მი აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობ­და. თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­და­ხე­დავს თა­ვის მიდ­გო­მებს და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მო­ვა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მო­ვა და ჩვენ ამას და­ვი­ნა­ხავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ და­ვი­ნა­ხავთ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ამას­თან, "ლე­ლოს" ლი­დერ­მა ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათი ჩა­მოს­ვლა სწო­რედ იმ კრი­ზისს ეძღვნე­ბა, რო­მელ­შიც არის ქვე­ყა­ნა.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ლე­გა­ცია უნდა ეწ­ვი­ოს ჩვენ ქვე­ყა­ნას, ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს შეხ­ვედ­რა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან. კარ­გია, რომ ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი ჩა­მო­დი­ან, რო­მელ­თა ჩა­მოს­ვლა სწო­რედ ეძღვნე­ბა ამ კრი­ზისს, რა­შიც ქვე­ყა­ნა იმ­ყო­ფე­ბა, ამი­ტომ მე იმე­დი მაქვს, რომ ეს ჩა­მოს­ვლაც ხელს შე­უ­წყობს კრი­ზი­სის გა­დაჭ­რის გზებ­ზე შე­თან­ხმე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აღსდექ საქართველოვ!
72

ქვეყნის საქმე როდემდე უნდა იყოს ამ მევახშე კომსომოლოვიჩის გასარჩევი ჰაა?!

Giusha3232
73

სამშობლოს სიყვარულში რომ ისეთი ყოჩაღები იყოთ როგორც ჩაშვებაში, აყვავდებოდა თქვენნაირი წურბელებისაგან დაქცეული ჩემი საქართველო! აფმინ არ დამიბლოკოთ გთხოვთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"არის საკმაოდ სერიოზული ძიება, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული" - რაზე ისაუბრეს "ლელოს" ლიდერებმა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან

"არის საკმაოდ სერიოზული ძიება, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული" - რაზე ისაუბრეს "ლელოს" ლიდერებმა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან

ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ, დიდი მცდელობაა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში გადატვირთვა მოხდეს - ეს არის ამოცანა ახლა, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან და ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არის საკმაოდ სერიოზული ძიება იმისა, რომ საკითხი ისე გადაწყდეს, რომ ის საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, მიღწეული იქნას.

"შეხვედრა გვქონდა ბატონ ჰარცელთან და ქალბატონ კელი დეგნანთან, ელჩებთან კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება ამ მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ "ლელოს" პოზიცია, რომ 5 პუნქტიდან 3 პუნქტს ეთანხმება "ლელო", ისევე როგორც ოპოზიციის სხვა პარტიები, მსჯელობა გვქონდა დარჩენილ 2 პუნქტზე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ, დიდი მცდელობაა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში გადატვირთვა მოხდეს - ეს არის ამოცანა ახლა, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომლებიც დაეტყობა თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ იმ არანორმალურ სიტუაციას, რაც არის სასამართლოში, რაც არის საარჩევნო სისტემაში და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არის იმ ორი საკითხიდან ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც შევეხეთ, დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ არის საკმაოდ სერიოზული ძიება იმისა, რომ საკითხი ისე გადაწყდეს, რომ ის საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული. იმიტომ, რომ სხვა კუთხით მე და ბადრი ჯაფარიძეს სხვა თემა და მიმართულება არ განგვიხილავს.

მმართველ გუნდთან ჩვენ შეხვედრა არ გვქონია. მე ვიცი, რომ ჩვენამდე იყო შეხვედრა", - განაცხადა ხაზარაძემ.

იქნება შეხვედრები და ყოველი შეხვედრის შემდგომ რაიმე გარღვევის მოლოდინი მოლაპარაკებების პროცესში არასწორია - ეს არის რთული პროცესი, მოითხოვს მოთმინებას, ძალისხმევას ყველას მხრიდან, - ამის შესახებ

"ლელოს" კიდევ ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით კი, თუ "ქართული ოცნება" სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოვა შეთანხმების მიღწევის რეალური საფუძველი, მაშინ გამოჩნდება.

"ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრები ელჩებთან და ეს არის სამუშაო შეხვედრებიდან ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც ჩვენ განვიხილავთ შექმნილ ვითარებას ქვეყანაში და ეს არის ნორმალური, უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა. ყველა შეხვედრა ეძღვნება შექმნილი ვითარების განხილვას, კრიზისიდან გამოსვლის გზების განხილვას და ეს იყო მორიგი სამუშაო შეხვედრა. ჩვენ ინდივიდუალურად ვხვდებით და არ ვაკეთებთ კოორდინირებას ყოველთვის. ჩვენ მომავალშიც გვექნება ინდივიდუალური შეხვედრები. "ლელო" ხვდება ელჩებს როგორც მარტო, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.

სამუშაო შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე ახალი წინადადებები განიხილება. აქ განიხილება ვითარება, ვახდენთ ანალიზს შექმნილი სიტუაციის, ვეძებთ გამოსავლის გზებს, ამიტომ კიდევ იქნება შეხვედრები და ყოველი შეხვედრის შემდგომ რაიმე გარღვევის მოლოდინი მოლაპარაკებების პროცესში არასწორია და მე მინდა, რომ ეს მოლოდინი არ არსებობდეს იმიტომ, რომ ეს არის რთული პროცესი, მოითხოვს მოთმინებას, ძალისხმევას ყველას მხრიდან და რაც მთავარია და კარგი ამბავი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა არის ყურადღების ცენტრში როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების და ეს არის სწორედ იმ ოპტიმიზმის საფუძველი, რომლითაც ჩვენ განმსჭვალული ვართ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ მივალთ პოლიტიკურ შეთანხმებამდე, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან.

"ლელოს" პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენი პოზიცია არის იგივე, რაც იყო, რაც საჯაროდ გაცხადებული გვაქვს.

ჩვენი პესიმიზმი ეყრდნობოდა იმ სამწუხარო რეალობას, რომ "ქართული ოცნება" არ დაეთანხმა იმ სამ პუნქტსაც, რომელსაც დაეთანხმა ოპოზიცია, ჩვენი პესიმიზმი აქედან მომდინარეობდა. თუ "ქართული ოცნება" გადახედავს თავის მიდგომებს და ქვეყნის ინტერესებიდან გამოვა, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოვა და ჩვენ ამას დავინახავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახავთ შეთანხმების მიღწევის რეალურ საფუძველს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, "ლელოს" ლიდერმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი ჩამოსვლა სწორედ იმ კრიზისს ეძღვნება, რომელშიც არის ქვეყანა.

"ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია უნდა ეწვიოს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. კარგია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, რომელთა ჩამოსვლა სწორედ ეძღვნება ამ კრიზისს, რაშიც ქვეყანა იმყოფება, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩამოსვლაც ხელს შეუწყობს კრიზისის გადაჭრის გზებზე შეთანხმებას", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"...მხოლოდ ამიტომ ხართ გასაგდები ამ თანამდებობიდან" - მამუკა ხაზარაძის მიმართვა კობა გვენეტაძეს

"ყველა ეთერში ვაგინე ივანიშვილს, ამის შედეგი იყო თავდასხმა აეროპორტში" - გიგი უგულავა