საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერენ "ფეისბუქში" მმართველი გუნდის ლიდერები, ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ
რას წერენ "ფეისბუქში" მმართველი გუნდის ლიდერები, ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ

გი­ლო­ცავთ! ლაშა ტა­ლა­ხა­ძე (+109 კგ) ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნია!, - ამის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში" წერს.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­სან­თა ნაკ­რებს მო­მა­ვალ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს.

„გი­ლო­ცავთ! ლაშა ტა­ლა­ხა­ძე (+109 კგ) ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნია! ქარ­თველ­მა ძა­ლო­სან­მა მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ორ­ჭი­დის ჯამ­ში 485 კგ (ატა­ცი - 222, აკ­ვრა -263) დაძ­ლია და ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა!

ლა­შამ ატაც­ში 222 კი­ლოგ­რა­მის აწე­ვით ახა­ლი მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა და ოქ­როს მე­და­ლიც მო­ი­გო. მან­ვე და­ი­სა­კუთ­რა აკ­ვრა­ში გა­თა­მა­შე­ბუ­ლი ოქ­როს მე­და­ლი და ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს სამი ოქრო მო­უ­ტა­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­სან­თა ნაკ­რებს მო­მა­ვალ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ!", - აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

ქარ­თველ სპორ­ტსმენს გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე.

"ვუ­ლო­ცავ ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს ძა­ლოს­ნო­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მიღ­წე­ულ უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას! ატაც­ში 222 კი­ლოგ­რა­მის აწე­ვა მსოფ­ლი­ოს ახა­ლი რე­კორ­დია!", - წერს თა­ლაკ­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მი­ლოც­ვებს უერ­თდე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.

"გი­ლო­ცავთ, ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ 3 ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ძა­ლო­სან­მა თა­ვი­სი მსოფ­ლიო რე­კორ­დი მოხ­სნა და მე­ხუ­თედ გახ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი", - წერს კო­ბა­ხი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".

ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბას ულო­ცავს ასე­ვე თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე.

"ვუ­ლო­ცავ ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს ძა­ლოს­ნო­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მიღ­წე­ულ უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას. სამი ოქ­როს მე­და­ლი - ლაშა ტა­ლა­ხა­ძე ევ­რო­პის ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნია. ატაც­ში 222 კი­ლოგ­რა­მის აწე­ვით, მან მსოფ­ლი­ოს ახა­ლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს!", - წერს კა­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".

ქარ­თველ­მა ძა­ლო­სან­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ (+109 კგ) მოს­კოვ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ონტზე ატაც­ში 211/ 217/ 222 დას­ძლია და ევ­რო­პულ ოქ­როს­თან ერ­თად მსოფ­ლი­ო­სა და და ევ­რო­პის რე­კორ­დე­ბი, რო­მე­ლიც მას­ვე ეკუთ­ვნო­და, 2 კი­ლოგ­რა­მით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა.

ტა­ლა­ხა­ძე სა­უ­კე­თე­სო იყო აკ­ვრა­შიც და დაძ­ლე­უ­ლი 245/ 253/263 კი­ლოგ­რა­მით კვლავ ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ორ­ჭიდს - ძა­ლო­სან­მა დაგ­რო­ვი­ლი 485 კი­ლოგ­რა­მით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს ლო­გი­კუ­რი წერ­ტი­ლი და­უს­ვა და მოს­კო­ვის კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნით და­ი­ხუ­რა!

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა­ზე 8 ოქ­როს, 4 ვერ­ცხლი­სა და 1 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
49

მმართველი გუნდი რატომ ულოცავს? აბა გამოიცანით,.. ვითომ არ იცით, რომ ეშინიათ, ვაიდა წამოუაროს და ერთიანად დაგვერიოსო.. კი გადადგავდა მთავრობას ჩაილურს იქეთ, მარა უკეთესი ჩანს ვითამ? 

ჯალა
5
ტალახაძის გამარჯვება სასიხარულოა და მისალოციც, მაგრამ როცა 9 აპრილს შენი ქვეყნის დროშა აღიმართა რუსეთში, მგონი უფრო მეტად აღსანიშნავია
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რას წერენ "ფეისბუქში" მმართველი გუნდის ლიდერები, ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ

რას წერენ "ფეისბუქში" მმართველი გუნდის ლიდერები, ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ

გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია!, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.

მთავრობის მეთაური საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას უსურვებს.

„გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ორჭიდის ჯამში 485 კგ (ატაცი - 222, აკვრა -263) დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა!

ლაშამ ატაცში 222 კილოგრამის აწევით ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალიც მოიგო. მანვე დაისაკუთრა აკვრაში გათამაშებული ოქროს მედალი და ჯამში საქართველოს ნაკრებს სამი ოქრო მოუტანა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას ვუსურვებ!", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ქართველ სპორტსმენს გამარჯვებას ულოცავს ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

"ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას! ატაცში 222 კილოგრამის აწევა მსოფლიოს ახალი რეკორდია!", - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

მილოცვებს უერთდება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

"გილოცავთ, ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა თავისი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი", - წერს კობახიძე "ფეისბუქზე".

ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.

"ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას. სამი ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ატაცში 222 კილოგრამის აწევით, მან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ვულოცავ მთელ საქართველოს!", - წერს კალაძე "ფეისბუქზე".

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონტზე ატაცში 211/ 217/ 222 დასძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა.

ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"საბა ბუაძე მგონია იდიოტი. ეს როდესღაც უნდა მეთქვა... პოლიტიკაში ბუაძეობა, ჩარკვიანობა და ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს - ეს არის კლოუნადის აპოთეოზი" - ვახტანგ მეგრელიშვილი

ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "მათ დამსაჯეს, ეს მოსალოდნელი იყო... ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი"

"დავიტანჯე იმაზე ფიქრით, პარლამენტში ვინ შემოვა და ვინ არა - 2 კინკილა კაცი ვართ, 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებით მეტსაც" - ელისაშვილი