მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმართებოდა ფართომასშტაბიანი ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით - სამი პირი ჯამში 22 000 ლარით დააჯარიმეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბექა ფერაძე
"იმართებოდა ფართომასშტაბიანი ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით - სამი პირი ჯამში 22 000 ლარით დააჯარიმეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბექა ფერაძე

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვის­თვის ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი და­ა­ჯა­რი­მა.

რო­გორც შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ბექა ფე­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ღო­ნის­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ერთ სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თა.

"შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ შსს-ის სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე წლის 10-11 აპ­რილს გა­მო­ავ­ლი­ნა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის 322-ე დად­გე­ნი­ლე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი. კერ­ძოდ, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ფარ­თში სის­ტე­მა­ტუ­რად, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმარ­თე­ბო­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით. სა­ხე­ზე გვქონ­და ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ქმე­დე­ბა, ერ­თგვა­რი სქე­მა, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ვი ქმე­დე­ბე­ბით ქვე­ი­ჯა­რის და მო­ი­ჯა­რის სიმ­რავ­ლით ხდე­ბო­და ფაქ­ტობ­რი­ვად შე­ნიღბვა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის და მუდ­მი­ვად, ყო­ვე­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჯერ­ზე გვხვდე­ბო­და ახა­ლი ფი­ზი­კუ­რი პირი, რომ­ლის მი­მარ­თაც იწყე­ბო­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­იც­ვა­ლა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და დად­გე­ნი­ლე­ბით გახ­და აკ­რძა­ლუ­ლი ფარ­თის გა­და­ცე­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, როცა ჩვენ პრე­ცენ­დენ­ტუ­ლად გა­მო­ვავ­ლი­ნეთ მას შემ­დგომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი და გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აღ­ნიშ­ნულ ფარ­თზე იმარ­თე­ბო­და სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, პრე­ვენ­ცი­უ­ლად 10 აპ­რი­ლის დი­ლი­დან და­ი­წყო გაფრ­თხი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფარ­თის მე­სა­კუთ­რის, ისე­ვე რო­გორც მო­ი­ჯა­რის და ქვე­მო­ი­ჯა­რის მი­მართ, სა­დაც ვახ­დენ­დით მო­წო­დე­ბას, რომ ეს იყო კა­ნონ­დებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და შე­საბ­მი­სად, მოჰ­ყვე­ბო­და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, გუ­შინ გვი­ან ღა­მით და­ი­წყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა მას­შტა­ბი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის თუ რა­ო­დენ დიდი მას­შტა­ბით ხდე­ბო­და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვა.

ფაქ­ტობ­რი­ვად, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ერთ კონ­კრე­ტულ სივ­რცე­ში ახ­დენ­და ყო­ველ­გვა­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვით ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვას და რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში პრე­ცენ­დენ­ტუ­ლი არის, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა სან­ქცია და ერთი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის, ვი­ნა­ი­დან მი­ვიჩ­ნი­ეთ, რომ ეს არის წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი სა­მარ­თლა­დღვე­ვის სქე­მა, სა­დაც მე­ი­ჯა­რის, მო­ი­ჯა­რის და სუ­ბი­ექ­ტე­ბის სიმ­რავ­ლით ჰქონ­დათ მი­ზა­ნი, რომ შე­ე­ნიღ­ბათ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­მი­ვე მათ­გა­ნის მი­მართ იქნა სან­ქცია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ფი­ზი­კუ­რი პი­რის მი­მართ იყო 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რა­მაც ჯამ­ში შე­ად­გი­ნა 22 000 ლარი,“- გა­ნა­ცხა­და ფე­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის შემ­დგო­მი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის რისკს ქმნის.

"გარ­და ამი­სა, ვიმ­სჯე­ლეთ და რად­გან ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­შტა­ბი იყო საკ­მა­ოდ დიდი და არ არ­სე­ბობ­და არა­ვი­თა­რი რე­გუ­ლა­ცია, რომ­ლის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც ამა თუ იმ იუ­რი­დი­ულ თუ ფი­ზი­კურ პი­რებს ჰქონ­და, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ ობი­ექ­ტზე სა­მუ­შაო პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

შრო­მის ინ­სპექ­ცია მო­უ­წო­დებს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექტს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსგავს არა­ნე­ბა­დარ­თულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ვი­ნა­ი­დან, ზო­გა­დად ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა რთულ­დე­ბა, ეს ქმნის რისკს ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის შემ­დგო­მი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბი­სა, ამი­ტომ გა­ვუფრ­თხილ­დეთ ყვე­ლა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მე­წარ­მეს, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­ცი­ებს იცავს,“- გა­ნა­ცხა­და ფე­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
LUKA
3

მოუწოდეთ და გაიგეს? თავს რატომ იტყუილებთ ან ჩვენ რატომ გვატყუილებთ? ძალიან კარგად იცით რომ დიდი დაბადებიის დღეები ტარდება რესტორნებში (მათ შორის ბევრი ცნობილი სახეები დადიან, ძალიან კარგადად იცით), კლუბებში და ოჯახებში იკრიბებიან ახალგაზრდები და მთელი ღამე მიდის გუგუნი. ერთი ორი თვე კიდევ მოუწოდეთ და ნახავთ მეოთხე ტალღა რომ გადაგვივლის. არ ესმით!!!! არაა!!!! რით ვერ გაიგეთ?!

tsiko
17

ქაჯები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"იმართებოდა ფართომასშტაბიანი ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით - სამი პირი ჯამში 22 000 ლარით დააჯარიმეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბექა ფერაძე

"იმართებოდა ფართომასშტაბიანი ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით - სამი პირი ჯამში 22 000 ლარით დააჯარიმეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიების გამართვისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დააჯარიმა.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ღონისძიება რამდენიმე ასეული ადამიანის მონაწილეობით ერთ სივრცეში გაიმართა.

"შრომის ინსპექციამ შსს-ის საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, მიმდინარე წლის 10-11 აპრილს გამოავლინა სამართალდარღვევის 322-ე დადგენილების დარღვევის ფაქტი. კერძოდ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში სისტემატურად, ბოლო დღეების განმავლობაში იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით. სახეზე გვქონდა ფიზიკური და იურიდიული პირების ერთობლივი ქმედება, ერთგვარი სქემა, რომელთა ერთობლივი ქმედებებით ქვეიჯარის და მოიჯარის სიმრავლით ხდებოდა ფაქტობრივად შენიღბვა სამართალდარღვევის და მუდმივად, ყოველი ინსპექტირების ჯერზე გვხვდებოდა ახალი ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც იწყებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შეიცვალა კანონმდებლობა და დადგენილებით გახდა აკრძალული ფართის გადაცემა სოციალური ღონისძიების, ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, როცა ჩვენ პრეცენდენტულად გამოვავლინეთ მას შემდგომ აღნიშნული ფაქტი და გვქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფართზე იმართებოდა სოციალური ღონისძიება, პრევენციულად 10 აპრილის დილიდან დაიწყო გაფრთხილება აღნიშნული ფართის მესაკუთრის, ისევე როგორც მოიჯარის და ქვემოიჯარის მიმართ, სადაც ვახდენდით მოწოდებას, რომ ეს იყო კანონდებლობით აკრძალული საქმიანობა და შესაბმისად, მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება, ამის მიუხედავად, გუშინ გვიან ღამით დაიწყო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება და საზოგადოებამ ნახა მასშტაბი ამ ღონისძიების თუ რაოდენ დიდი მასშტაბით ხდებოდა რეგულაციების დარღვევა.

ფაქტობრივად, რამდენიმე ასეული ადამიანი ერთ კონკრეტულ სივრცეში ახდენდა ყოველგვარი რეგულაციების დარღვევით ღონისძიების გამართვას და რაც ამ შემთხვევაში პრეცენდენტული არის, შრომის ინსპექციამ გამოიყენა სანქცია და ერთი სამართალდარღვევისთვის, ვინაიდან მივიჩნიეთ, რომ ეს არის წინასწარ განზრახული სამართლადღვევის სქემა, სადაც მეიჯარის, მოიჯარის და სუბიექტების სიმრავლით ჰქონდათ მიზანი, რომ შეენიღბათ ეს ღონისძიება, სამივე მათგანის მიმართ იქნა სანქცია გამოყენებული. ფიზიკური პირის მიმართ იყო 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10 000 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 22 000 ლარი,“- განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, მგავსი ქმედებები ბიზნესსუბიექტებისთვის შემდგომი შეზღუდვების დაწესების რისკს ქმნის.

"გარდა ამისა, ვიმსჯელეთ და რადგან ღონისძიების მასშტაბი იყო საკმაოდ დიდი და არ არსებობდა არავითარი რეგულაცია, რომლის დაცვის ვალდებულებაც ამა თუ იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს ჰქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ ობიექტზე სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება იქნება გათვალისწინებული.

შრომის ინსპექცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესსუბიექტს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს არანებადართულ საქმიანობაში, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მაღალი რისკის შემცველია საზოგადოებისთვის და ვინაიდან, ზოგადად ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, ეს ქმნის რისკს ბიზნესსუბიექტებისთვის შემდგომი შეზღუდვების დაწესებისა, ამიტომ გავუფრთხილდეთ ყველა კეთილსინდისიერ მეწარმეს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც რეგულაციებს იცავს,“- განაცხადა ფერაძემ.

დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარედგინა - რას ედავებიან პოლიციის მაღალჩინოსანს

ერთი ვერსიით, გოგონას დანიშნულ მამაკაცზე გათხოვება არ სურდა - რას ამბობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკარგულ 18 წლის გოგონაზე ახლობლები?

"არ ვუცემივარ, სავარძელზე მივარტყი თვალი" - დავით კოდუას ცოლი ჩვენებას ცვლის