ავტორი:

"ქვეყანაში ეპიდვითარება სულ უფრო და უფრო დაძაბული ხდება" - როგორ აფასებს ამირან გამყრელიძე ამ დროისთვის არსებულ ვითარებას

"ქვეყანაში ეპიდვითარება სულ უფრო და უფრო დაძაბული ხდება" - როგორ აფასებს ამირან გამყრელიძე ამ დროისთვის არსებულ ვითარებას

"ქვეყანაში ეპიდვითარება სულ უფრო და უფრო დაძაბული ხდება - დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე თანდათან მატულობს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარების ყველა ინდიკატორი უარესდება.

“დღეს დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 2,85 პროცენტი, ჩატარებულია 25 000-მდე ტესტი და 707 ახალი შემთხვევაა. იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვი - 7000-ზე მეტია უკვე, ვინც ჰოსპიტლებში, აბულატორიულ თუ სასტუმროებში მკურნალობაზე არიან. ანუ დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე თანდათან მატულობს. ეპიდვითარების ყველა ინდიკატორი უარესდება, მაგრამ მას არ აქვს ე.წ. დიდი ნახტომისებური ხასიათი.

ყველანაირად უნდა შევძლოთ, რომ შევაკავოთ და დავიჭიროთ ეპიდსიტუაცია ამ ფარგლებში აპრილ-მაისში, რომ მას არ ჰქონდეს ე.წ. ნახტომისებური ზრდის ხასიათი, რამაც საყოველთაო გავრცელებით შეიძლება შეგვიყვანოს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში ქვეყანაში. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გავითავისოთ, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელსაც სამედიცინო სექტორი მოსახლეობა მუდმივად სთხოვს, ეს არის - პირბადის უნივერსალური ტარება, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა და რაც მთავარია დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება. ყველა კლასტერი, რომელიც დღეს არის დაიწყო სუფრებიდან, დაიწყო სხვადასხვა ტიპის თავშეყრებისგან, ამიტომ ამას უნდა მოვერიდოთ და რაც მთავარია, უფრო აქტიურად მივიდეთ და ავიცრათ”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი შეზღუდვების შემოღება ამ ეტაპზე საჭიროდ არ ჩათვალა.

“იყო მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე, არ ჩაითვალა ამ ეტაპზე საჭიროდ დამატებითი შეზღუდვების შემოღება. უფრო მეტი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ რაც არის დღეს იმის აღსრულებას მივაქციოთ ყურადღება მაქსიმალურად”, - აღნიშნა გამყრელიძემ.

პოლიციამ რიონის ხეობაში, "გუმათჰესთან" რკინის ბარიკადები აღმართა - "ახალი "გუმათ კედელი" აღიმართა, როგორც "ბერლინის კედელი" იყო"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

გუმათში, "ენკას" ბაზასთან დაპირისპირებაა