საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი 2.85 % -ს შეადგენს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
“10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50 %’, - ნათქვამია ინფორამციაში.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 945 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 707 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი. კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ტრანსპორტს მიხედეთ რაა, თუ რამე შეგიძლიათ!!!! გეგონება არ იცოდეთ, რომ ის სულ გადატვირთული დადის!!! აფერისტები და მატყუარები ხართ!!!
ერთჯერადი ნიღაბიო ერთჯერ უნდა გამოიყენოო, ანუო, თუ ავტობუსში, ან მაღაზიაში, ხაზს ვუსვამ ან , და არა ან და !! და ჩამოხვედი, ან გამოხვედი 15 წუთში , ნიღაბი უნდა გადააგდო დახურულ ურნაში და ახალ სივრცეში , მაგალითად სამსახურში , ან მეგობართან, უკვე ახალი ნიღბით უნდა შეხვიდე, თუნდაც ის "ნახმარი " ხუთი წუთით გეკეთა ! აი, მრავალჯერადი ნიღაბი კი არ ნიშნავს რომ მას მთელი დღე მრავალჯერ გაურეცხავად ატარებ, არა , ისის ერთჯერადია მაინც , ოღონდ არ გადააგდებ , გარეცხავ და რომ გაშრება, გააუთავებ და კიდევ გამოიყენებ ! ახლა დაფიქრდით რამდენს უკეთია ათ სივრცეში ნამყოფი ერთჯერადი ნიღაბი 3-4 საათი კი არა და სამი ოთხი დღე ? ისა , მრავალჯერადი !? და რამდენი ნიკაპყბა ამოხვეული დადის უცხვირპიროდ ? ავტობუსში გვერდით რომ ამოგიჯდება ჭადრაკულად რომ უნდა იჯდეს და არც თავზე რომ უნდა დაგადგეს და არც გვერდით ამოგიდგეს , რომ არ ესმის ? კიდევ კარგად გვიდგას სული ! მე ვერ ვიტან, როცა ვინმე პახმელიაზეა და გვერდზეა, ამოსდის სული, მაშინვე გამოსვლა მინდება ! დიახ ! ბევრი ლარის ნიღაბია საჭირო ! პახმელია მოიცდის , არადა, რა ტკბილია ეს სული ? !