კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი  მიზანია, რომ შავი ზღვა იყოს მშვიდობის ზღვა" - რას აცხადებს ერდოღანი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ
"ჩვენი  მიზანია, რომ შავი ზღვა იყოს მშვიდობის ზღვა" - რას აცხადებს ერდოღანი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ იმე­დი აქვს, დონ­ბას­ში მიმ­დი­ნა­რე ”შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი“ მოვ­ლე­ნე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად დას­რულ­დე­ბა.

”ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ეს­კა­ლა­ცია, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დას­რულ­დე­ბა, ცე­ცხლის შე­წყვე­ტა გაგ­რძელ­დე­ბა და კონ­ფლიქ­ტი მოგ­ვარ­დე­ბა დი­ა­ლო­გის გზით მინ­სკის შე­თან­ხმე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ჩვენ მზად ვართ უზ­რუნ­ველ­ვყოთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა.

მისი თქმით, თურ­ქეთს მშვი­დო­ბი­ა­ნი შავი ზღვა სურს.

”ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ შავი ზღვა კვლავ იყოს მშვი­დო­ბის, წეს­რი­გის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ზღვა”, - აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა.

მისი თქმით, თურ­ქე­თი მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

”შეხ­ვედ­რის დროს თურ­ქეთ­მა მტკი­ცედ და­იც­ვა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი", - აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას კი­დევ ერთხელ გა­ნუ­ცხა­და, რომ თურ­ქე­თის პო­ზი­ცია, ყი­რი­მის არა­ღი­ა­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, კვლავ მტკი­ცედ უც­ვლე­ლია

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ, მხა­რე­ებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს 20-პუნ­ქტი­ა­ნი ერ­თობ­ლი­ვი დეკ­ლა­რა­ცია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის "სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ".

”ან­კა­რამ და კი­ევ­მა გა­და­წყვი­ტეს, გა­აძ­ლი­ე­რონ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა მხა­რე­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბი­სათ­ვის ეკო­ნო­მი­კის, ვაჭ­რო­ბის, ტუ­რიზ­მის, უსაფრ­თხო­ე­ბის, თავ­დაც­ვის ინ­დუსტრი­ის, მეც­ნი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სფე­რო­ებ­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
31

მშვიდობის მტრედები აღუღუნდნენ! ვახმე, ლა ვუკო ლა?! დააბრუნე ტაო-კლარჯეთი შენ შეჩვენებულო, დააბრუნე თორემ ხომ იცი რაც დაგემართება?! 

ემიგრანტი
78

თურქებმს სრული უფლება აქვს ყირიმელი თათრების მეშვეობით ჩაატაროს რეფერენდუმი და შეიერთოს ყირიმი. გააკეთოს რაც რუსებმა დომბასში. ცხინვალში და აფხაზეთში. რეფერენდუმი და ვნახოთ რა დაემართება ღრუსეთს. თავისივე მოგონილი კანონით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ჩვენი  მიზანია, რომ შავი ზღვა იყოს მშვიდობის ზღვა" - რას აცხადებს ერდოღანი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

"ჩვენი  მიზანია, რომ შავი ზღვა იყოს მშვიდობის ზღვა" - რას აცხადებს ერდოღანი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგა ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმედი აქვს, დონბასში მიმდინარე ”შემაშფოთებელი“ მოვლენები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება.

”ვიმედოვნებთ, რომ შემაშფოთებელი ესკალაცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება, რაც შეიძლება მალე დასრულდება, ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება და კონფლიქტი მოგვარდება დიალოგის გზით მინსკის შეთანხმებების საფუძველზე. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთს მშვიდობიანი შავი ზღვა სურს.

”ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შავი ზღვა კვლავ იყოს მშვიდობის, წესრიგის და თანამშრომლობის ზღვა”, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

”შეხვედრის დროს თურქეთმა მტკიცედ დაიცვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი", - აღნიშნა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ თურქეთის პოზიცია, ყირიმის არაღიარებასთან მიმართებაში, კვლავ მტკიცედ უცვლელია

პრესკონფერენციის შემდეგ, მხარეებმა გამოაქვეყნეს 20-პუნქტიანი ერთობლივი დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის "სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებენ".

”ანკარამ და კიევმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავებისათვის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, უსაფრთხოების, თავდაცვის ინდუსტრიის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.