მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი, რამდენი სკოლაა დისტანციურ რეჟიმზე და რა ტიპის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობენ განათლების სამინისტროში
როგორია სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი, რამდენი სკოლაა დისტანციურ რეჟიმზე და რა ტიპის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობენ განათლების სამინისტროში

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ტე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს თხოვ­ნით, ზედ­მი­წევ­ნით და­იც­ვან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რათა მოს­წავ­ლე­ებ­მა სე­მესტრის დას­რუ­ლე­ბა, ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში, სას­კო­ლო სივ­რცე­ში შეძ­ლონ.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სწო­რედ ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, სკო­ლებ­ში კი­დევ უფრო გამ­კაცრ­და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი, ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სკო­ლებ­ში სრუ­ლად და­ცუ­ლე­ბი იყ­ვნენ. იმ სკო­ლებ­ში კი, სა­დაც ვირუ­სი ფიქ­სირ­დე­ბა, სკო­ლე­ბი პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბენ და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მყი­სი­ე­რად ხდე­ბა შე­ნო­ბის სრუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცია.

"გა­სულ კვი­რას­თან შე­და­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში სკო­ლებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მცი­რედ გაზ­რდი­ლია, თუმ­ცა შიდა გავ­რცე­ლე­ბა კვლავ არ ფიქ­სირ­დე­ბა.

კერ­ძოდ, 5-დან 10 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ვირუ­სი მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა 0,2%-ს და მოს­წავ­ლე­თა 0,4%-ს და­უ­დას­ტურ­და.

მშო­ბელ­თა თხოვ­ნით, ასე­ვე, ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის მი­ზე­ზით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ამ ეტაპ­ზე სრულ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე 43 სკო­ლა და 174 ცალ­კე­უ­ლი კლა­სი იმ­ყო­ფე­ბა.

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ი­ზარ­და რისკ ჯგუფ­ში მყო­ფი იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის თხოვ­ნით თა­ვად მი­მარ­თეს და სკო­ლის მხრი­დან შე­ღა­ვა­თი გა­ე­წი­ათ. ამ ეტაპ­ზე დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 98 პე­და­გო­გი იმ­ყო­ფე­ბა.

ამ ეტაპ­ზეც ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვებ­ში სკო­ლებ­ზე წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი გავ­რცელ­დე­ბა. ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სკო­ლე­ბი რო­გორც წესი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გე­ნი­ლი პრო­ტო­კო­ლით იმოქ­მე­დე­ბენ“ , - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
%%!
3

დაიცავით ბავშვები და მათი ახლობლები,უფრო ძლიერი ვირუსისაგან, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება.ერთ უსიპტომო ინფიცირებულ ბავშვს მთლიანად ოჯახის დაინფიცირება შეუძლია.დახურეთ სკოლებიც და ბაღებიც. ქვეყანა ჯერაც არაა მზად მესამე ტალღისთვის. დააჩქარეთ ხარისხიანი ვაქცინის შემოტანა,ისედაც ძალიან ჩამოვრჩით პროგრამას.

მშობელი
1

სასწრაფოდ გადაიყვანეთ სკოლები დისტანციურზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორია სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი, რამდენი სკოლაა დისტანციურ რეჟიმზე და რა ტიპის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობენ განათლების სამინისტროში

როგორია სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი, რამდენი სკოლაა დისტანციურ რეჟიმზე და რა ტიპის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობენ განათლების სამინისტროში

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება, ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.

როგორც განათლების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სწორედ ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი.

მათივე ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ როგორც მოსწავლეები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები სკოლებში სრულად დაცულები იყვნენ. იმ სკოლებში კი, სადაც ვირუსი ფიქსირდება, სკოლები პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ და სკოლის ადმინისტრაციის მიერ მყისიერად ხდება შენობის სრული დეზინფექცია.

"გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება კვლავ არ ფიქსირდება.

კერძოდ, 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,4%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.

ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 98 პედაგოგი იმყოფება.

ამ ეტაპზეც ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლები როგორც წესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით იმოქმედებენ“ , - ნათქვამია ინფორმაციში.

სტიქია ლაგოდეხში - სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

სოფელ გუგუთთან კლდის მასა ჩამოიშალა - ადგილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ