პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანმოში მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ დისბალანსს  "შოკისმომგვრელს" უწოდებენ - "ახლა პარტნიორობის დროა და არა - პრივილეგიების"
ჯანმოში მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ დისბალანსს  "შოკისმომგვრელს" უწოდებენ - "ახლა პარტნიორობის დროა და არა - პრივილეგიების"

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია (WHO) ქვეყ­ნებს მო­უ­წო­დებს მხა­რი და­უ­ჭი­რონ "კო­ვაქ­სის“ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებ­ზე თა­ნა­ბა­რი წვდო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით შე­იქ­მნა.

"მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის მხრივ დის­ბა­ლან­სი კვლავ შო­კის­მომ­გვრე­ლია. მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნის 700-მი­ლი­ონ­ზე მეტი დოზა გა­ი­ცა, მაგ­რამ მათი 87% წა­ვი­და მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის ან სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში, მა­შინ რო­დე­საც და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებ­მა მხო­ლოდ 0.2% მი­ი­ღეს. სა­შუ­ა­ლოდ, მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში, თით­ქმის ყო­ველ­მა მე­ო­თხე ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო ვაქ­ცი­ნა, და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში, კი 500-დან ერ­თმა“, -გა­ნა­ცხა­და ჯან­მო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჯან­მო-მ მა­ნამ­დე ყვე­ლას მო­უ­წო­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის მე-100 დღის­თვის უკვე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო ვაქ­ცი­ნა­ცია და­წყე­ბუ­ლი, თუმ­ცა 100 დღე გა­ვი­და და ვაქ­ცი­ნა­ცია 220-დან 194 ქვე­ყა­ნა­ში და­ი­წყო, 26-ში კი - არა. მსოფ­ლი­ო­ში ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი­დან ამ დრომ­დე აფ­რი­კამ 2%-ზე ნაკ­ლე­ბი მი­ი­ღო. ჯან­მოს დი­რექ­ტო­რი აცხა­დებს, რომ ახლა პარტნი­ო­რო­ბის დროა და არა - პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის.

მი­სი­ვე თქმით, ვაქ­ცი­ნე­ბის მი­წო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბე­ბი უთა­ნას­წო­რო­ბის გაღ­ვი­ვე­ბის საფრ­თხეს ქმნის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
12

ეშმაკის ორგანიზაცია!!!

italia 10
0

saertod am mafiozebs ratom ashvenebt roca eseni brdzoloben xalxis gasanadgureblad da vitom xalxi debilia da ver xvdebian rac xdeba xalxis risxva male dagatkdebat tavs jano xar tu vano xar

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ჯანმოში მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ დისბალანსს  "შოკისმომგვრელს" უწოდებენ - "ახლა პარტნიორობის დროა და არა - პრივილეგიების"

ჯანმოში მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ დისბალანსს  "შოკისმომგვრელს" უწოდებენ - "ახლა პარტნიორობის დროა და არა - პრივილეგიების"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ "კოვაქსის“ პროგრამას, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა.

"მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ დისბალანსი კვლავ შოკისმომგვრელია. მსოფლიოში ვაქცინის 700-მილიონზე მეტი დოზა გაიცა, მაგრამ მათი 87% წავიდა მაღალი შემოსავლის ან საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მაშინ როდესაც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მხოლოდ 0.2% მიიღეს. საშუალოდ, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, თითქმის ყოველმა მეოთხე ადამიანმა მიიღო ვაქცინა, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, კი 500-დან ერთმა“, -განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, ჯანმო-მ მანამდე ყველას მოუწოდა, რომ მიმდინარე წლის მე-100 დღისთვის უკვე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა ყოფილიყო ვაქცინაცია დაწყებული, თუმცა 100 დღე გავიდა და ვაქცინაცია 220-დან 194 ქვეყანაში დაიწყო, 26-ში კი - არა. მსოფლიოში ადმინისტრირებული ვაქცინებიდან ამ დრომდე აფრიკამ 2%-ზე ნაკლები მიიღო. ჯანმოს დირექტორი აცხადებს, რომ ახლა პარტნიორობის დროა და არა - პრივილეგიების.

მისივე თქმით, ვაქცინების მიწოდების თაობაზე ორმხრივი შეთანხმებები უთანასწორობის გაღვივების საფრთხეს ქმნის.

ახალი ჯორჯ ფლოიდი აშშ-ში? - ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციელს ბრალი დაუმტკიცდა - "საზგაო მოძრაობის მცირე დარღვევისთვის მოკლეს"

მედიის ინფორმაციით, აშშ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდებს აღარ განათავსებს

4 თეორია: როგორ გაჩნდა კორონავირუსი - რომელია მათგან ყველაზე სარწმუნო და რა ვიცით ამ დროისთვის ვირუსის წარმომავლობის შესახებ