ავტორი:

"ამბობენ, რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა და დეპრესია ჰქონდაო..." -  მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, ჰესის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა

"ამბობენ, რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა და დეპრესია ჰქონდაო..." -  მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, ჰესის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა

მდინარე რიონში მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები სოფელ ნამოხვანში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მდინარეში გადახტა და გაუჩინდარდა. როგორც ადგილზე ამბობენ, მამაკაცი ჰესის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა და მას კარგად არც იცნობდნენ.

როგორც ადგილზე ჰყვებიან, მამაკაცი ნასვამი არ იყო, ის სხვებთან ერთად ტრაპეზობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მოაწოდა, და წყალში შევიდა.

ადგილზე მყოფებმა გაუჩინარებულის შესახებ ბევრი არაფერი იციან. აქვთ ინფორმაცია, რომ მას რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა და შესაძლოა, დეპრესიაში იყო. ადგილზე სამშველო ჯგუფები მუშაობენ.

სოფელ ლამბალოდან დაკარგული 18 წლის გოგო პოლიციამ იპოვა - არსებული ინფორმაციით, მან უარი თქვა არასასურველ ნიშნობაზე და სხვას გაჰყვა ცოლად

"არარაობა მოსამართლე - თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა!" - გიგი უგულავა

რა წერია ბრალდებაში, რომელიც დავით კოდუას ოფიციალურად წარედგინა?