საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, მეუფე გრიგოლის სიტყვა ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა" - რა განცხადებას ავრცელებს  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო
"სამწუხაროდ, მეუფე გრიგოლის სიტყვა ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა" - რა განცხადებას ავრცელებს  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო

ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე გრი­გო­ლი ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში უნდა და­ი­წყონ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გი, რომ­ლის შე­დე­გებ­მაც ხელი უნდა შე­უ­წყოს კრი­ზი­სუ­ლი, ხში­რად, უაღ­რე­სად კონ­ფლიქ­ტუ­რი ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვას.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტის სამ­დივ­ნო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მიტ­რო­პო­ლი­ტის 4 აპ­რი­ლის ქა­და­გე­ბა „ზო­გი­ერ­თის­თვის გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა“.

„მიმ­დი­ნა­რე წლის 4 აპ­რილს ფო­თის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და აღ­ნიშ­ნა, რომ ის, რაც იქ ხდე­ბა, არ არის ერთი ეპარ­ქი­ის პრობ­ლე­მა, არა­მედ მთე­ლი ეკ­ლე­სი­ის სატ­კი­ვა­რია და რომ ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, თუნ­დაც მცი­რე­დი რე­სურ­სი იმის­თვის, რომ ქუ­ჩა­ში გა­სულ პრო­ცე­სებს არ მი­ე­ცეს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გაღ­რმა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და შე­მო­ტა­ნილ იქ­ნეს სა­ეკ­ლე­სიო (კა­ნო­ნი­კურ) სივ­რცე­ში. მე­უ­ფე გრი­გოლ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ დიდი და გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია რო­გორც ცოდ­ვე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვე­ბის მი­მართ წაყ­რუ­ე­ბა, ასე­ვე სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის იმე­დად ყოფ­ნა.

ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი იქვე დას­ძენს, რომ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში იგი ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობს ზო­გადსა­ეკ­ლე­სიო ჭრილ­ში რო­გორც წმი­და სი­ნო­დის წევ­რი, რაც არის მის მიერ სა­თა­ნა­დო სიფრ­თხი­ლით და კო­რექ­ტუ­ლად გა­მოთ­ქმუ­ლი შე­ფა­სე­ბის სა­გუ­ლის­ხმო დე­ტა­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მიტ­რო­პო­ლი­ტის ეს სი­ტყვა ზო­გი­ერ­თის­თვის გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სამ­დივ­ნოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია მე­უ­ფე გრი­გო­ლის პო­ზი­ცია ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ეკ­ლე­სი­ი­სა და მისი საქ­მე­ე­ბის გარ­შე­მო მრა­ვა­ლი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი პო­ზი­ცია და­ფიქ­სირ­და, ეკ­ლე­სი­ის მი­მართ გახ­შირ­და მწვა­ვე კრი­ტი­კა, გარ­და ამი­სა, გაჩ­ნდა ღია და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის, რა­მაც და­მა­ტე­ბით არა­ერ­თი პრობ­ლე­მა წარ­მოშ­ვა.

„თუ ვინ­მე თვლის, რომ უკვე გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და ამით პრობ­ლე­მა ამო­წუ­რუ­ლია, ეს მხო­ლოდ თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა იქ­ნე­ბო­და! ნე­ბის­მი­ე­რი მწვა­ვე პრობ­ლე­მა მრა­ვა­ლი წახ­ნა­გის­გან შედ­გე­ბა და მის არსში გა­სარ­კვე­ვად გან­ხი­ლუ­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს მთე­ლი მო­ცე­მუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მთლი­ა­ნო­ბა­ში. პრობ­ლე­მე­ბი არამც და არამც არ გაქ­რე­ბი­ან - მათი პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი - უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად, არა­მედ, მათ შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო მწვა­ვე და მძაფ­რი ხა­სი­ა­თი შე­ი­ძი­ნონ. თუკი ჩვენ დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ო­ბა­ზე წუ­ხილს გა­მოვ­თქვამთ, ამან კი არ უნდა შე­აკ­რთოს ან შე­ა­ში­ნოს ვინ­მე, არა­მედ უნდა და­ა­ფიქ­როს არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის ძი­რებ­ზე, რად­გან ჩვე­ნი (ანუ მწყემსთა) მი­სი­აა ცხვრე­ბის შეკ­რე­ბა და არა გაბ­ნე­ვა, შე­რი­გე­ბა და არა - და­პი­რის­პი­რე­ბა და და­ყო­ფა. აქ გან­გებ არ ვსა­უბ­რობთ პრობ­ლე­მის დე­ტა­ლებ­ზე, რად­გან დღეს არ­სე­ბულ­მა ემო­ცი­ურ­მა აღ­ქმებ­მა შე­საძ­ლოა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თოს ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა.

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი გახ­და. სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ეკ­ლე­სი­ი­სა და მისი საქ­მე­ე­ბის გარ­შე­მო მრა­ვა­ლი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი პო­ზი­ცია და­ფიქ­სირ­და, ეკ­ლე­სი­ის მი­მართ გახ­შირ­და მწვა­ვე კრი­ტი­კა, გარ­და ამი­სა, გაჩ­ნდა ღია და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის, რა­მაც და­მა­ტე­ბით არა­ერ­თი პრობ­ლე­მა წარ­მოშ­ვა“, - აღ­ნიშ­ნავს მე­უ­ფე გრი­გო­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ეკ­ლე­სი­ამ არ უნდა და­უშ­ვას, რომ არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დეს და ეკ­ლე­სი­ას, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ას, და­მა­ტე­ბით ახა­ლი მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდეს.

„ჩვენ არ უნდა და­ვუშ­ვათ, რომ ამ ვი­თა­რე­ბამ მორ­წმუ­ნე­ებ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბა ან სუ­ლაც იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვა­ლი მკვიდ­რი სწო­რედ ჩვენს ეკ­ლე­სი­ას შეჰ­ყუ­რებს იმე­დის თვა­ლით, თუმ­ცა არც ის უნდა და­ვუ­შათ, რომ არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დეს და ეკ­ლე­სი­ას, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ას, და­მა­ტე­ბით ახა­ლი მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდეს.

ეკ­ლე­სი­ამ ( მის­მა ინ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ერ­თო­ბამ) ჩვენს თავ­ში უნდა მოვ­ნა­ხოთ ძალა, რათა გა­მო­ვავ­ლი­ნოთ სუ­ლი­ე­რი ერ­თო­ბა და ისე­დაც მძი­მე კრი­ზის­ში მყოფ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნათ­ლად ვაჩ­ვე­ნოთ, რომ გაგ­ვაჩ­ნია ნება და შეგ­ვწევს ძალა იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე ურ­თუ­ლე­სი სა­კი­თხე­ბიც კი დედა ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის ჭრილ­ში შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ და თვით ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში გა­დავ­ჭრათ. ამის სა­უ­კე­თე­სო ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად კი მო­ცე­მუ­ლი გვაქვს ქრის­ტი­ა­ნებს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თა­ლი. ღრმად მწამს და მჯე­რა, რომ ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში არის საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი იმის­თვის, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბულ აქ­ტუ­ა­ლურ და უაღ­რე­სად მწვა­ვე პრობ­ლე­მებ­ზე და­ი­წყოს სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სია; ამის პრე­ცენ­დენ­ტი უნდა გახ­დეს თუნ­დაც ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ შე­მაშ­ფო­თე­ბელ მოვ­ლე­ნებ­ზე მსჯე­ლო­ბა, რის­თვი­საც კა­ნო­ნი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი მო­ამ­ზა­და და სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დაგ­ვა­კის­რა წმი­და სი­ნო­დის 2021 წლის 11 თე­ბერ­ვლის დად­გე­ნი­ლე­ბამ (დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე). შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­უ­დე­ბელ ამო­ცა­ნად გვე­სა­ხე­ბა არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მსჯე­ლო­ბის და­წყე­ბა და მისი კა­ნო­ნი­კურ ჩარ­ჩო­ებ­ში წარ­მარ­თვა. უტყუ­ა­რი ფაქ­ტია, რომ ხსე­ნე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მე­დი­ა­ში ფარ­თო დის­კუ­სი­აა გაშ­ლი­ლი, რის შე­დე­გა­დაც ის­მის არა­ერ­თი მწვა­ვე შე­კი­თხვა, რომ­ლებ­ზეც და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა ჩვე­ნი პი­რუთ­ვნე­ლი მო­ვა­ლე­ო­ბაა. ამ და სხვა პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­ა­ში უნდა და­ვი­წყოთ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და საქ­მი­ა­ნი დი­ა­ლო­გი, რომ­ლის შე­დე­გებ­მაც ხელი უნდა შე­უ­წყოს არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სუ­ლი (ხში­რად, უაღ­რე­სად კონ­ფლიქ­ტუ­რი) ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვას და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხი გას­ცეს ყვე­ლა იმ სირ­თუ­ლე­სა და გა­მოწ­ვე­ვას, რომ­ლის წი­ნა­შეც სწო­რედ რომ დღეს დგას ჩვე­ნი დედა ეკ­ლე­სია!

და­ბო­ლოს; კი­დევ ერთხელ დავ­ძენთ, რომ სწო­რედ ამ პა­თო­სით იყო ნა­საზ­რდო­ე­ბი ჩვენს ქა­და­გე­ბა­ში გა­მოთ­ქმუ­ლი წუ­ხი­ლი. დღეს, რო­გორც არას­დროს, გვჭირ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნი­სა და შე­წყნა­რე­ბის უნა­რი. ერ­თმა­ნე­თის აღი­ა­რე­ბით თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი არა თუ სუს­ტდე­ბა, არა­მედ ძლი­ერ­დე­ბა. და ამით, შე­სა­ბა­მი­სად, ძლი­ერ­დე­ბა ჩვე­ნი დედა ეკ­ლე­სია!“ - გან­მარ­ტავს ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
6

შენ (თქვენ მეუფეო) გაგახაროს ღმერთმა. დიდება უფალს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"სამწუხაროდ, მეუფე გრიგოლის სიტყვა ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა" - რა განცხადებას ავრცელებს  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო

"სამწუხაროდ, მეუფე გრიგოლის სიტყვა ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა" - რა განცხადებას ავრცელებს  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ პრობლემებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეკლესიაში უნდა დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი, რომლის შედეგებმაც ხელი უნდა შეუწყოს კრიზისული, ხშირად, უაღრესად კონფლიქტური ვითარების განმუხტვას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტის 4 აპრილის ქადაგება „ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა“.

„მიმდინარე წლის 4 აპრილს ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გამოეხმაურა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ ის, რაც იქ ხდება, არ არის ერთი ეპარქიის პრობლემა, არამედ მთელი ეკლესიის სატკივარია და რომ ჯერ კიდევ არსებობს, თუნდაც მცირედი რესურსი იმისთვის, რომ ქუჩაში გასულ პროცესებს არ მიეცეს განვითარებისა და გაღრმავების საშუალება და შემოტანილ იქნეს საეკლესიო (კანონიკურ) სივრცეში. მეუფე გრიგოლმა ასევე განაცხადა, რომ დიდი და გამოუსწორებელი შედეგების მომტანია როგორც ცოდვებისა და სხვადასხვა დარღვევების მიმართ წაყრუება, ასევე სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი იქვე დასძენს, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი ამ პრობლემაზე საუბრობს ზოგადსაეკლესიო ჭრილში როგორც წმიდა სინოდის წევრი, რაც არის მის მიერ სათანადო სიფრთხილით და კორექტულად გამოთქმული შეფასების საგულისხმო დეტალი. სამწუხაროდ, მიტროპოლიტის ეს სიტყვა ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა”, - აღნიშნულია სამდივნოს განცხადებაში.

ამავე განცხადებაში განმარტებულია მეუფე გრიგოლის პოზიცია ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ საჯარო სივრცეში ეკლესიისა და მისი საქმეების გარშემო მრავალი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია დაფიქსირდა, ეკლესიის მიმართ გახშირდა მწვავე კრიტიკა, გარდა ამისა, გაჩნდა ღია დაპირისპირებები სასულიერო პირებს შორის, რამაც დამატებით არაერთი პრობლემა წარმოშვა.

„თუ ვინმე თვლის, რომ უკვე გატარებული ღონისძიებების შედეგად დასახული ამოცანა შესრულებულია და ამით პრობლემა ამოწურულია, ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა! ნებისმიერი მწვავე პრობლემა მრავალი წახნაგისგან შედგება და მის არსში გასარკვევად განხილული და გაანალიზებული უნდა იქნეს მთელი მოცემული სიტუაცია მთლიანობაში. პრობლემები არამც და არამც არ გაქრებიან - მათი პირდაპირი თუ ირიბი - უგულებელყოფის შედეგად, არამედ, მათ შესაძლოა კიდევ უფრო მწვავე და მძაფრი ხასიათი შეიძინონ. თუკი ჩვენ დღეს ეკლესიაში არსებული პრობლემების თაობაზე წუხილს გამოვთქვამთ, ამან კი არ უნდა შეაკრთოს ან შეაშინოს ვინმე, არამედ უნდა დააფიქროს არსებული პრობლემის ძირებზე, რადგან ჩვენი (ანუ მწყემსთა) მისიაა ცხვრების შეკრება და არა გაბნევა, შერიგება და არა - დაპირისპირება და დაყოფა. აქ განგებ არ ვსაუბრობთ პრობლემის დეტალებზე, რადგან დღეს არსებულმა ემოციურმა აღქმებმა შესაძლოა სხვა მიმართულებით წარმართოს ადამიანის გონება.

ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრება ჩვენი საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა. საჯარო სივრცეში ეკლესიისა და მისი საქმეების გარშემო მრავალი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია დაფიქსირდა, ეკლესიის მიმართ გახშირდა მწვავე კრიტიკა, გარდა ამისა, გაჩნდა ღია დაპირისპირებები სასულიერო პირებს შორის, რამაც დამატებით არაერთი პრობლემა წარმოშვა“, - აღნიშნავს მეუფე გრიგოლი.

მისივე თქმით, ეკლესიამ არ უნდა დაუშვას, რომ არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს და ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, დამატებით ახალი მწვავე პრობლემები გაუჩნდეს.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ვითარებამ მორწმუნეებში დაბნეულობა ან სულაც იმედგაცრუება გამოიწვიოს, რადგან საქართველოს მრავალი მკვიდრი სწორედ ჩვენს ეკლესიას შეჰყურებს იმედის თვალით, თუმცა არც ის უნდა დავუშათ, რომ არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს და ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, დამატებით ახალი მწვავე პრობლემები გაუჩნდეს.

ეკლესიამ ( მისმა ინსტიტუციურმა ერთობამ) ჩვენს თავში უნდა მოვნახოთ ძალა, რათა გამოვავლინოთ სულიერი ერთობა და ისედაც მძიმე კრიზისში მყოფ ჩვენს საზოგადოებას ნათლად ვაჩვენოთ, რომ გაგვაჩნია ნება და შეგვწევს ძალა იმისა, რომ ყველაზე ურთულესი საკითხებიც კი დედა ეკლესიის ინტერესების ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ და თვით ეკლესიის წიაღში გადავჭრათ. ამის საუკეთესო ეფექტურ საშუალებად კი მოცემული გვაქვს ქრისტიანებს ქრისტიანული სიყვარული და კანონიკური სამართალი. ღრმად მწამს და მჯერა, რომ ჩვენი ეკლესიის წიაღში არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ეკლესიაში არსებულ აქტუალურ და უაღრესად მწვავე პრობლემებზე დაიწყოს სერიოზული დისკუსია; ამის პრეცენდენტი უნდა გახდეს თუნდაც ბოლო დროს განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებზე მსჯელობა, რისთვისაც კანონიკური საფუძველი მოამზადა და საკითხზე მსჯელობის ვალდებულება დაგვაკისრა წმიდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის დადგენილებამ (დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე). შესაბამისად, გადაუდებელ ამოცანად გვესახება არსებულ პრობლემებზე კვალიფიციური მსჯელობის დაწყება და მისი კანონიკურ ჩარჩოებში წარმართვა. უტყუარი ფაქტია, რომ ხსენებულ მოვლენებზე საზოგადოებასა და მედიაში ფართო დისკუსიაა გაშლილი, რის შედეგადაც ისმის არაერთი მწვავე შეკითხვა, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხების გაცემა ჩვენი პირუთვნელი მოვალეობაა. ამ და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ ეკლესიაში უნდა დავიწყოთ კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგი, რომლის შედეგებმაც ხელი უნდა შეუწყოს არსებული კრიზისული (ხშირად, უაღრესად კონფლიქტური) ვითარების განმუხტვას და დამაჯერებელი პასუხი გასცეს ყველა იმ სირთულესა და გამოწვევას, რომლის წინაშეც სწორედ რომ დღეს დგას ჩვენი დედა ეკლესია!

დაბოლოს; კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ სწორედ ამ პათოსით იყო ნასაზრდოები ჩვენს ქადაგებაში გამოთქმული წუხილი. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის მოსმენისა და შეწყნარების უნარი. ერთმანეთის აღიარებით თითოეული ჩვენგანი არა თუ სუსტდება, არამედ ძლიერდება. და ამით, შესაბამისად, ძლიერდება ჩვენი დედა ეკლესია!“ - განმარტავს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.

როგორ დააზიანა ხანძარმა რუსთავის ავტობაზრობა - ფოტოები ადგილიდან

"დაგანგრევთ ყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე

"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო