სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯონის მოხუცი დედა დარჩა დაობლებული ბავშვების იმედად, ყველაზე პატარას შიშები დასჩემდა" - ენგურზე გარდაცვლილები საკუთარ სახლებში გადაასვენეს
"ჯონის მოხუცი დედა დარჩა დაობლებული ბავშვების იმედად, ყველაზე პატარას შიშები დასჩემდა" - ენგურზე გარდაცვლილები საკუთარ სახლებში გადაასვენეს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გად­მოკ­ვე­თი­სას და­ღუ­პუ­ლი 4 მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რი გა­ლის რა­ი­ონ­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ტრა­გე­დია 7 აპ­რილს მოხ­და, რო­დე­საც ისი­ნი მდი­ნა­რის გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­ვედ­რას ცდი­ლობ­დნენ...

მაშ­ვე­ლებ­მა თა­ვი­დან სამი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს წყლი­დან, მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი... გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან სამი მათ­გა­ნი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან – ცოლ-ქმა­რი მაყ­ვა­ლა გა­მი­სო­ნია და ჯონი (ელ­გუ­ჯა) გვა­ლია, რო­მელ­თაც სამი შვი­ლი დარ­ჩათ. ასე­ვე, მათი რძა­ლი, 34 წლის თა­მუ­ნა ცა­ტა­ვა და მეგ­ზუ­რი, 62 წლის თა­მაზ ბას­ლან­ძე.

7 აპ­რილს მდი­ნა­რე ენ­გურ­ში და­ღუ­პუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად 10 აპ­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და. 10 აპ­რი­ლის 00:00 სა­ა­თი­დან 11 აპ­რი­ლის 00:00 სა­ა­თამ­დე, ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი და­ეშ­ვა. გან­კარ­გუ­ლე­ბას ხელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აწერს.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში და­ღუ­პუ­ლი ცოლ-ქმრის ახ­ლო­ბე­ლი ამ­ბობს, ცოლ-ქმრი­სა და კი­დევ ორი და­ღუ­პუ­ლის ცხე­და­რი სა­კუ­თარ სახ­ლში გუ­შინ გა­და­ას­ვე­ნეს...

- და­ღუ­პუ­ლე­ბი ახ­ლობ­ლებ­მა ენ­გუ­რის ხი­დამ­დე მი­ვა­ცი­ლეთ, მე­ო­რე მხა­რეს კი მთე­ლი სო­ფე­ლი და იქა­უ­რი სა­ახ­ლობ­ლო დახ­ვდათ. მაყ­ვა­ლას ძმაც ვერ გა­და­ვი­და... ამას ახლა გიყ­ვე­ბით ასე, უე­მო­ცი­ოდ, რად­გან ამ დღე­ებ­ში ნა­ნახ­მა და გა­და­ტა­ნილ­მა ადა­მი­ა­ნის სახე წა­მარ­თვა. ჩემი და იქ ცხოვ­რობს, მათ­თან ახ­ლოს. ბავ­შვე­ბის ყუ­რე­ბის სა­ცო­და­ო­ბით გული მის­კდე­ბა, ჩვენ აქეთ ამა­თი სა­ცო­და­ო­ბით ვიწ­ვით...

ჯო­ნის მო­ხუ­ცი დედა ჰყავს, ახლა ის დარ­ჩა და­ობ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის იმე­დად. არა­და, მო­ხუ­ცი ძლივს და­დის. სამი ბავ­შვი და­ობ­ლდა. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 6 წლის არის, ში­შე­ბი დას­ჩემ­და. კი­დევ ერთი ისე ცუ­დად გამ­ხდა­რა, ძლივს გა­მო­უყ­ვა­ნი­ათ ექი­მებს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან..

- ბავ­შვე­ბიც იქით ცხოვ­რო­ბენ?

- დიახ, სკო­ლა­შიც იქით და­დი­ან... ისე გან­ვიც­დი მათ უბე­დუ­რე­ბას, ჩემს შვი­ლებ­საც ვერ ვე­ფე­რე­ბი, თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ თით­ქოს. ალ­ბათ ყვე­ლა ვართ დამ­ნა­შა­ვე, რაც მოხ­და, რად­გან ვე­რა­ფე­რი შევ­ცვა­ლეთ. ქარ­თულ მხა­რეს 5-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი ვერ გა­ვა­უქ­მე­ბი­ნეთ, აფხა­ზურს გზის გახ­სნა... ისე­დაც ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში აქეთ მოჰ­ყვათ თა­ვი­ან­თი ავად­მყო­ფე­ბი და აქ თავს ევ­ლე­ბი­ან, ჩვენ კი სი­ცხის დამ­წე­ვი რომ ვი­ყი­დოთ, ბეწ­ვის ხიდ­ზე გვი­წევს გავ­ლა... არ ვიცი, მო­ხუ­ცი ბე­ბი­ის იმე­დად იქ რო­გორ იქ­ნე­ბან ბავ­შვე­ბი, მაგ­რამ რა ქნან, აქეთ და­სარ­ჩე­ნიც არ აქვთ.

- და­ღუ­პუ­ლე­ბი ერთ ეზო­ში ცხვრობ­დნენ, არა?

- დიახ, თა­მუ­ნას პა­ტა­რა ბი­ჭის ყუ­რე­ბა ცალ­კე გვიკ­ლავს გულს, დე­დის სით­ბოს ვე­რა­ვინ შე­უც­ვლის, მაგ­რამ იმას მამა მა­ინც დარ­ჩა, რო­მე­ლიც ჩა­ი­ხუ­ტებს და მო­ე­ფე­რე­ბა... სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ იმ უბე­დუ­რე­ბის აღას­წე­რად, რაც იქ ხდე­ბა.

- მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნი გამ­ცი­ლე­ბე­ლი იყო... უსაფრ­თხო გზე­ბი არ იცო­და?

- დიახ, მას შემ­დეგ, რაც რამ­დე­ნი­მე გა­და­სას­ვლე­ლი­დან აფხა­ზურ­მა მხა­რემ მხო­ლოდ ერთი, ენ­გუ­რის ხიდი და­ტო­ვა, მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გავ­ლით სა­ხი­ფა­თო გზის გავ­ლა გვი­წევს. გამ­ცი­ლებ­ლე­ბი ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვინც მგზავ­რებს ეხ­მა­რე­ბი­ან უსაფრ­თხოდ გა­დაკ­ვე­თონ "სა­ზღვა­რი". ისი­ნი არი­ან გა­ლის სოფ­ლებ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის სი­ახ­ლო­ვეს მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცე­ბი, ვინც კარ­გად იცის მდი­ნა­რე ენ­გუ­რი, მისი კა­ლა­პო­ტე­ბი, ადი­დე­ბის ად­გი­ლე­ბი, თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია.

ისი­ნი წი­ნას­წარ ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ პე­რი­მეტრს, არი­ან ტუ არა ახლო-მახ­ლოს რუსი ან აფხა­ზი მე­სა­ზღვრე­ე­ბი და მგზავ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან. შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო დროა გამ­თე­ნია ან გვი­ან ღამე. ზო­გი­ერ­თი მგზავ­რებს ბო­ლომ­დე, ზუგ­დი­დამ­დე მიჰვე­ბა, ზოგი უბ­რა­ლოდ მი­მარ­თუ­ლე­ბას აჩ­ვე­ნებს, სად შე­იძ­ლე­ბა მავ­თულხლარ­თე­ბი­დან და­უ­ზი­ა­ნებ­ლად გაძ­რო­მა და სად არის მდი­ნა­რის და­ბა­ლი კა­ლა­პო­ტი, რად­გან თუ რუ­სებ­მა შეგვნიშ­ნეს, მა­შინ­ვე გავ­რბი­ვართ და ამ დროს ძნე­ლია მიხ­ვდე, სად არის და­ბა­ლი ან მა­ღა­ლი კა­ლა­პო­ტი. ზოგ­ჯერ არის, რომ მე­ო­რე მხა­რეს ისევ ჩვე­ნე­ბი დგა­ნან და გვა­ნიშ­ნე­ბენ, აქეთ წა­მო­დიო, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა.

ტა­საც­მე­ლი ზურ­გით მოგ­ვაქვს, სა­ი­მე­დოდ შე­ფუ­თუ­ლი, რათა ნა­პირ­ზე მან­ქან­ში ან ტყე­ში გა­მო­ვიც­ვა­ლოთ, მაგ­რამ თუ ძაღ­ლი მოგ­ვიქ­სი­ეს, ვის აქვს ბარ­გის თავი, ვყვე­ლა­ფერს ვყრით და გავ­რბი­ვართ. ეს არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა...

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მაყ­ვა­ლა გა­მი­სო­ნია და ჯონი გვა­ლია, მათი ვაჟი და თა­მუ­ნა ცა­ტა­ვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიკი
26

მათი სიკვდილი ჩვენი მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგია. ,,პოზნერებს" პატრულის ესკორტით დავატარებთ, ჩვენს მოქალაქეებს კი ენგურს გაღმა კარანტინს ვუწესებთ..... 

////////////?
1

გული შემიწუხდააა. ნუტუ ეს ეხლანდელ დროში უნდა მოხდეს ?? გერმანიამ გახსნა საზღვრები და საქართველოს მოქალაქე თავის ქვეყანაში ვერ დადის თავისუფლად?? რომელი დემოკრატია და რომელი დამოუკიდებლობა გვინდა თუ თავის ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია?? იმ ევროპელ მეგობრებს ბოკერიას და მელიას პარლამენტში შესვლა არ შესვლა რომ აწუხებთ ეს საკიტხი უფრო მნიშვნელოვანი ვერ აიღენ თავის თავზე?? ეს უნდა მოვითხოვოთ და ამისთვის ღირს აქციაზე გასვლა ვაიძულოტ მთავრობა როგორც უნდა ისე მოაგვარონ რომ უბრალო ხალხს არ შეუზღუდონ მისვლა მოსვლა და პოლიტიკოსებს თავები უმტვრევიატ ერთმანეთზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჯონის მოხუცი დედა დარჩა დაობლებული ბავშვების იმედად, ყველაზე პატარას შიშები დასჩემდა" - ენგურზე გარდაცვლილები საკუთარ სახლებში გადაასვენეს

"ჯონის მოხუცი დედა დარჩა დაობლებული ბავშვების იმედად, ყველაზე პატარას შიშები დასჩემდა" - ენგურზე გარდაცვლილები საკუთარ სახლებში გადაასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპული 4 მოქალაქის ცხედარი გალის რაიონში გადაასვენეს. ტრაგედია 7 აპრილს მოხდა, როდესაც ისინი მდინარის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ...

მაშველებმა თავიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს წყლიდან, მეოთხე ადამიანის პოვნა მოგვიანებით გახდა შესაძლებელი... გარდაცვლილებიდან სამი მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან – ცოლ-ქმარი მაყვალა გამისონია და ჯონი (ელგუჯა) გვალია, რომელთაც სამი შვილი დარჩათ. ასევე, მათი რძალი, 34 წლის თამუნა ცატავა და მეგზური, 62 წლის თამაზ ბასლანძე.

7 აპრილს მდინარე ენგურში დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 10 აპრილის 00:00 საათიდან 11 აპრილის 00:00 საათამდე, ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაეშვა. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში დაღუპული ცოლ-ქმრის ახლობელი ამბობს, ცოლ-ქმრისა და კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს...

- დაღუპულები ახლობლებმა ენგურის ხიდამდე მივაცილეთ, მეორე მხარეს კი მთელი სოფელი და იქაური საახლობლო დახვდათ. მაყვალას ძმაც ვერ გადავიდა... ამას ახლა გიყვებით ასე, უემოციოდ, რადგან ამ დღეებში ნანახმა და გადატანილმა ადამიანის სახე წამართვა. ჩემი და იქ ცხოვრობს, მათთან ახლოს. ბავშვების ყურების საცოდაობით გული მისკდება, ჩვენ აქეთ ამათი საცოდაობით ვიწვით...

ჯონის მოხუცი დედა ჰყავს, ახლა ის დარჩა დაობლებული ბავშვების იმედად. არადა, მოხუცი ძლივს დადის. სამი ბავშვი დაობლდა. ყველაზე პატარა 6 წლის არის, შიშები დასჩემდა. კიდევ ერთი ისე ცუდად გამხდარა, ძლივს გამოუყვანიათ ექიმებს მდგომარეობიდან..

- ბავშვებიც იქით ცხოვრობენ?

- დიახ, სკოლაშიც იქით დადიან... ისე განვიცდი მათ უბედურებას, ჩემს შვილებსაც ვერ ვეფერები, თავს დამნაშავედ ვგრძნობ თითქოს. ალბათ ყველა ვართ დამნაშავე, რაც მოხდა, რადგან ვერაფერი შევცვალეთ. ქართულ მხარეს 5-დღიანი კარანტინი ვერ გავაუქმებინეთ, აფხაზურს გზის გახსნა... ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში აქეთ მოჰყვათ თავიანთი ავადმყოფები და აქ თავს ევლებიან, ჩვენ კი სიცხის დამწევი რომ ვიყიდოთ, ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა... არ ვიცი, მოხუცი ბებიის იმედად იქ როგორ იქნებან ბავშვები, მაგრამ რა ქნან, აქეთ დასარჩენიც არ აქვთ.

- დაღუპულები ერთ ეზოში ცხვრობდნენ, არა?

- დიახ, თამუნას პატარა ბიჭის ყურება ცალკე გვიკლავს გულს, დედის სითბოს ვერავინ შეუცვლის, მაგრამ იმას მამა მაინც დარჩა, რომელიც ჩაიხუტებს და მოეფერება... სიტყვებს ვერ ვპოულობ იმ უბედურების აღასწერად, რაც იქ ხდება.

- მეოთხე ადამიანი გამცილებელი იყო... უსაფრთხო გზები არ იცოდა?

- დიახ, მას შემდეგ, რაც რამდენიმე გადასასვლელიდან აფხაზურმა მხარემ მხოლოდ ერთი, ენგურის ხიდი დატოვა, მდინარე ენგურის გავლით სახიფათო გზის გავლა გვიწევს. გამცილებლები ის ადამიანები არიან, ვინც მგზავრებს ეხმარებიან უსაფრთხოდ გადაკვეთონ "საზღვარი". ისინი არიან გალის სოფლებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მამაკაცები, ვინც კარგად იცის მდინარე ენგური, მისი კალაპოტები, ადიდების ადგილები, თავისებურებები და მიმდებარე ტერიტორია.

ისინი წინასწარ ათვალიერებენ პერიმეტრს, არიან ტუ არა ახლო-მახლოს რუსი ან აფხაზი მესაზღვრეები და მგზავრებს ინფორმაციას აწვდიან. შედარებით უსაფრთხო დროა გამთენია ან გვიან ღამე. ზოგიერთი მგზავრებს ბოლომდე, ზუგდიდამდე მიჰვება, ზოგი უბრალოდ მიმართულებას აჩვენებს, სად შეიძლება მავთულხლართებიდან დაუზიანებლად გაძრომა და სად არის მდინარის დაბალი კალაპოტი, რადგან თუ რუსებმა შეგვნიშნეს, მაშინვე გავრბივართ და ამ დროს ძნელია მიხვდე, სად არის დაბალი ან მაღალი კალაპოტი. ზოგჯერ არის, რომ მეორე მხარეს ისევ ჩვენები დგანან და გვანიშნებენ, აქეთ წამოდიო, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება.

ტასაცმელი ზურგით მოგვაქვს, საიმედოდ შეფუთული, რათა ნაპირზე მანქანში ან ტყეში გამოვიცვალოთ, მაგრამ თუ ძაღლი მოგვიქსიეს, ვის აქვს ბარგის თავი, ვყველაფერს ვყრით და გავრბივართ. ეს არის ჩვენი ცხოვრება...

მთავარ ფოტოზე: მაყვალა გამისონია და ჯონი გვალია, მათი ვაჟი და თამუნა ცატავა

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია