ავტორი:

"მომხდარი, სავარაუდოდ, ქონების გაყოფას უკავშირდება" - ბათუმში 50 წლის ქალი, სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა

"მომხდარი, სავარაუდოდ, ქონების გაყოფას უკავშირდება" - ბათუმში 50 წლის ქალი, სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა

ბათუმში 50 წლის ქალი, სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დაშავებულის შვილმა ნათია კაკაბაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, ქონების გაყოფას უკავშირდება.

"დედაჩემი უკვე რამდენიმე წელია ლოგინად მყოფ დეიდაჩემს უვლის, როგორც გავიგე, პოლიცია ჩემს დეიდაშვილს ეძებს, სავარაუდოდ, დედაჩემი მან დაჭრა, დეტალები არ ვიცი",- განაცხადა მან.

შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულ ქალს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას გულ - მკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, სამართალდამცავები 23 წლის მამაკაცს ეძებენ.

"ამბობენ, რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა და დეპრესია ჰქონდაო..." -  მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, ჰესის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა

დაკავებულია დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

პოლიციამ რიონის ხეობის მცველი დააკავა - "წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, როცა გააჩერეს..."