ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა და კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა და კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა (37) კალიარის 250-ქულიანი ტურნირის 1/4 ფინალში მეხუთე ნომრად განთესილ გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41) 7:5, 4:6, 6:3 სძლია. მატჩი საათი და 34 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილი და შტრუფი აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქართველ ჩოგბურთელს ორი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. ასე რომ, ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა.

ბასილაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში სლოვაკი იოზეფ კოვალიკი (128) სამსაათიან მატჩში 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უნგრელ ლასლო დიერეს შეხვდება, რომელმაც სამ სეტში იტალიელ ლორენცო მუსეტის მოუგო.

წყარო: sportal.ge

დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

"ნიუ ჰოსპიტალსში” ჩატარებული პროცედურის შედეგად, იშემიური ინსულტის მქონე პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

"გვინდა, კრემაციის გარეშე შევძლოთ დედაჩემის გადმოსვენება" - საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს