რამდენიმე დღეა მოსკოვში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა, რომელიც მთელი დღე დარბაზში 9 აპრილის წარწერიანი სამკლაურით იმყოფებოდა.
ცნობისთვის, დღევანდელი დღე ქართველებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ეროვნული ნაკრების წევრი ანტონ პლესნოი ატაცის გამარჯვებული გახდა.
"პლესნოიმ გიორგი ასანიძის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, ატაცში სამივე ცდა 171/175/180 წარმატების გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა. პლესნოიმ უახლოეს მდევარს, მეორე და მესამე ადგილოსნებ ბულგარელ ძალოსანს 8, ხოლო რუსს 13 კილოგრამით აჯობა!" - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს ძალოსანთა ფედერაცია ავრცელებს.
ესაა სპორტი, ესაა კულტურა. ყველაფერზე მაღლა რომ უნდა იდგეს. ბედის ირონია ანტონ პლესნოი გამოდის საქართველოს სახელით გამარჯვებული. გილოცავთ!!! მრავალი, მრავალი სიხარული და წარმატება თქვენ. მადლობა ასანიძეს.
ეს ვაჟკაცი ბიჭი არის უკრაინული წარმომავლობის და მიშა ქართული? სად არის ღმერთო სამართალი სად?