პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება - კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღო უწყებათაშორისმა საბჭომ?
4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება - კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღო უწყებათაშორისმა საბჭომ?

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო დამ­საქ­მებ­ლებს თა­ნამ­შრო­მელ­თა დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში გა­დაყ­ვა­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს, 4-11 მა­ი­სი კი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით უქმე დღე­ე­ბად ცხად­დე­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დღეს ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თა.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც, მთელს მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც უა­რეს­დე­ბა.

აღი­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის დი­ნა­მი­კა სა­ყუ­რა­დღე­ბოა და რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მიდ­გო­მას მო­ი­თხოვს.

კი­დევ ერთხელ გა­ეს­ვა ხაზი დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რაც ქვე­ყა­ნას ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მე­სა­მე ტალ­ღას და, შე­სა­ბა­მი­სად, მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას აა­ცი­ლებს. სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს, სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნონ პირ­ბა­დე, და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და თავი აა­რი­დონ ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, რო­მელ­თა გა­მარ­თვა მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით აკ­რძა­ლუ­ლია.

ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით აიკ­რძა­ლა ფარ­თის გა­და­ცე­მა/დათ­მო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა (მაგ.: ქორ­წი­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი იუ­ბი­ლე, ქელე­ხი და ა.შ.) და მა­სობ­რი­ვი გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვის დარ­ღვე­ვა კი გა­მო­იწ­ვევს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი კი­დევ უფრო მკაც­რად გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ ყვე­ლა იმ რე­გუ­ლა­ცი­ის აღ­სრუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­კენ.

საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ამ ეტაპ­ზე ძა­ლა­ში რჩე­ბა ღა­მის 21:00-05:00 სა­ა­თამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვა.

სხდო­მა­ზე ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. აღი­ნიშ­ნა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ქვე­ყა­ნა ვაქ­ცი­ნე­ბის ახალ დო­ზებს მი­ი­ღებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბი­თა და უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით, გრძელ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლებ­სა და პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­და­ში მო­ბი­ლი­ზე­ბის მიზ­ნით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 287 183 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 276 426 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 3 858 ადა­მი­ა­ნი.ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 233 ადა­მი­ა­ნი, კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში - 285 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 2 129 პირი.პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭიჭე!
0

ხომ აგვისრულდა, წაგვართვა საზიზღარმა რუსეთმა, ქართულ ენა და ყაბალახიანი თოვლის ბაბუა. ჩვენი ძმები, ამერიკელები, როდის დაგვიბრუნებენ? ალბათ, ძველით ახალ წელს, უქმე დღეების შემდეგ.

ლია
116

მოხსენით კომენდანტის საათი ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება - კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღო უწყებათაშორისმა საბჭომ?

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება - კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღო უწყებათაშორისმა საბჭომ?

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 287 183 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 276 426 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი.ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 233 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 285 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 129 პირი.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.