მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში რაღაც მოხდა..." - პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად ოპოზიცია ღონისძიებაზე არ მივიდა
"პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში რაღაც მოხდა..." - პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად ოპოზიცია ღონისძიებაზე არ მივიდა

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ­დე­ნი ცა­რი­ე­ლი სკა­მი არის დღეს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში - კი­დევ უფრო სამ­წუ­ხა­რო არის, როცა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის წინ მო­დი­ო­და და ბოლო წუთ­ში, რა­ღაც მოხ­და, რაც ალ­ბათ აჩ­ვე­ნებს იმას, რომ ისე­თი და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არ არი­ან, რო­გორც ჩვენ ვი­სურ­ვებ­დით, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის 30 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მყოფ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს და აღ­ნიშ­ნა, რომ უთუ­ოდ უნდა დად­გეს დრო, როცა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და თვი­თონ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა მე­დი­ა­ტო­რი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის.

"მი­ვე­სალ­მე­ბი აქ მყოფ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ თქვენ, ვინც მობ­რძან­დით. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ­დე­ნი ცა­რი­ე­ლი სკა­მი არის დღეს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში, როცა ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ ერ­თი­ა­ნო­ბის, და­მო­კი­დებ­ლო­ბის დღეს და ის­ტო­რი­ულ დღეს. კი­დევ უფრო სამ­წუ­ხა­რო არის, როცა ნა­წი­ლი ამ პარ­ტი­ე­ბის მო­დი­ო­და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის წინ და ბოლო წუთ­ში, რა­ღაც მოხ­და, რაც ალ­ბათ აჩ­ვე­ნებს იმას, რომ ისე­თი და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არ არი­ან, რო­გორც ჩვენ ვი­სურ­ვებ­დით, რომ იყ­ვნენ ყვე­ლა და ყო­ვე­ლი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ამ ქვე­ყა­ნა­ში.

სამ­წუ­ხა­როა, ასე­ვე იმი­ტომ, რომ მე მეს­მის სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან წა­მო­ძა­ხი­ლე­ბი, რომ პრე­ზი­დენ­ტი რა­ტომ არ თა­მა­შობს მე­დი­ა­ტო­რის როლს, მეც ვე­თან­ხმე­ბი იმა­ში და ეს ნათ­ქვა­მიც მაქვს ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის, რომ უთუ­ოდ უნდა დად­გეს დრო, როცა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და თვი­თონ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა მე­დი­ა­ტო­რი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის და არ უნდა ვი­ყოთ მუდ­მი­ვად მიბ­მუ­ლი იმა­ზე, რომ ჩვენ­მა უცხო­ელ­მა პარტნი­ო­რებ­მა გა­და­წყვი­ტონ ჩვენ­თვის და დაგ­ვეხ­მა­რონ ამ პრო­ცე­სებ­ში. მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რო­გორ უნდა ითა­მა­შოს პრე­ზი­დენ­ტმა ეს მე­დი­ა­ტო­რის როლი, როცა ცა­რი­ე­ლი სკა­მე­ბია", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და დღე­საც არის.

„ამ 30 წლის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და რო­გორც ვხე­დავთ, დღე­საც ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვენ­თვის და ჩვე­ნი კი­დევ გვჭირ­დე­ბა ეს მხარ­და­ჭე­რა ბევ­რი სხვა­დას­ხვა კუ­თხით - პო­ლი­ტი­კუ­რად, სტრა­ტე­გი­უ­ლად, ეკო­ნო­მი­კუ­რად და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ერ­თად ვართ ამ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტმა ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ დღეს უმას­პინ­ძლებ­და ყვე­ლა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, "ვი­საც ხალ­ხის­გან პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის მან­და­ტი აქვს მი­ღე­ბუ­ლი".

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tbilisi
13

ჩვენ კი ვიცით ოპოზიცია რამდენად "თავისუფალია" და ვინ ხელმძღვანელობს მათ ბოიკოტს. იმედია ამას უცხოელებიც გაიაზრებენ და აღარ ექნებათ შეხედულება, თითქოს ოპოზიცია რეალურად რამეს აპროტესტებს. მათ უბრალოდ ქვეყანაში არეულობა და მორიგი სახელმწიფო გადატრიალება სურთ. 

საბერძნეთი
0

ეტყობა იზოლაციაში რომ იყო შეიტყვეს და აღარ მივიდნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში რაღაც მოხდა..." - პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად ოპოზიცია ღონისძიებაზე არ მივიდა

"პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში რაღაც მოხდა..." - პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად ოპოზიცია ღონისძიებაზე არ მივიდა

ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამი არის დღეს პრეზიდენტის სასახლეში - კიდევ უფრო სამწუხარო არის, როცა პოლიტიკური პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში, რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, - ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებს და აღნიშნა, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების.

"მივესალმები აქ მყოფ პოლიტიკურ პარტიებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ვინც მობრძანდით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამი არის დღეს პრეზიდენტის სასახლეში, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ერთიანობის, დამოკიდებლობის დღეს და ისტორიულ დღეს. კიდევ უფრო სამწუხარო არის, როცა ნაწილი ამ პარტიების მოდიოდა ნახევარი საათის წინ და ბოლო წუთში, რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, რომ იყვნენ ყველა და ყოველივე პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში.

სამწუხაროა, ასევე იმიტომ, რომ მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები, რომ პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს, მეც ვეთანხმები იმაში და ეს ნათქვამიც მაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ ჩვენთვის და დაგვეხმარონ ამ პროცესებში. მაგრამ ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა ეს მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღესაც არის.

„ამ 30 წლის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და როგორც ვხედავთ, დღესაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ჩვენი კიდევ გვჭირდება ეს მხარდაჭერა ბევრი სხვადასხვა კუთხით - პოლიტიკურად, სტრატეგიულად, ეკონომიკურად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ღონისძიების დაწყებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს უმასპინძლებდა ყველა პარტიის წარმომადგენელს, "ვისაც ხალხისგან პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს მიღებული".

"გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება" - კობა ნაყოფია

"დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს - 10-15 კაცს" - რას აპირებს ლევან ვასაძის "ერთობა, რაობა, იმედი"?

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა