ავტორი:

"ასლანს თავისი დასასრულის ჟამს ბევრად მეტი ხალხი ჰყავდა... ფარჩაკები უნდა ვიყოთ, ესენი რომ ვერ დავასრულოთ" - მიხეილ სააკაშვილი

"ასლანს თავისი დასასრულის ჟამს ბევრად მეტი ხალხი ჰყავდა... ფარჩაკები უნდა ვიყოთ, ესენი რომ ვერ დავასრულოთ" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") ორგანიზებით გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"აი ამდენი დარჩნენ ზუსტად ქოცები თავის სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, რაც დღეს იხილეთ. ასლანს თავისი დასასრულის ჟამს ბევრად მეტი ყავდა.

ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ სრული ფარჩაკები, ესენი რომ ვერ დავასრულოთ... ქართველ ხალხს ივანიშვილი ვერ გააფარჩაკებს!" - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძემ თანამოაზრეებთან ერთად დღეს აქცია გამართა და "მარადისობის დღე" დააფუძნა.

"აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ჩეხონ, რამდენიც არ უნდა ესროლონ და იცით, რატომ?!

იმიტომ, რომ ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა, ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აი ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ, - მიმართა მომღერალმა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

"თუკი ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები, თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს?" - შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა - რა განცხადებები გაკეთდა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"