რუსეთის თასის 1/4-ფინალში საფეხბურთო კლუბი "არსენალი", სადაც ქართველი ფეხბურთელი, გია გრიგალავა თამაშობს, საკუთარ მოედანზე დრამატულ მატჩში 1:2 დამარცხდა ცსკა-სთან და გათამაშებას გამოეთიშა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, სტადიონის გვირაბში კონფლიქტი მოხდა.
ყველაფერი ასე დაიწყო - 33-ე წუთზე "არსეალი" ევგენი ლუცენკომ დააწინაურა. 48-ე წუთზე არმიელებმა ანგარიში გაათანაბრეს. 55-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ლუცენკოს და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, ხოლო 86-ე წუთზე დედაქალაქელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.
გრიგალავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე მწვრთნელმა მის ნაცვლად შეცვლაზე შემტევი ვლადისლავ პანტელეევი შეუშვა.
championat-ის ცნობით, მატჩის შემდეგ არენის გვირაბში ინციდენტი მოხდა. კერძოდ, გრიგალავა და "არსენალის" თავდამსხმელი გურამ აჯოევი-უმცროსი (ამავე კლუბის პრეზიდენტის, გურამ აჯოევის შვილია), რომელიც სათადარიგო იყო, თავს დაესხნენ ცსკა-ს მწვრთნელებს და თავის გახვრეტით დაემუქრნენ. განაგრძეთ კითხვა
ჩამოდი! ხელში ორ მეტრიანი თოხი და შენს კუთხეს მიხედე.
ბიძია იქით არ გაგიჩვრიტონ ეგ თავი, მაგას ჯობია დაანებე იმ ოკუპანტებთან საქმიანობას, შენზე კიარა ისეთ ხალხზე გაუხვრეტიატ მაგათ თავი რომ რავიცი....