გია გაჩეჩილაძემ, მის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, სადაც "საქართველოს მარადისობის დღე" დააარსეს, ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წააწერა ფრაზა: "ღმერთი სიყვარულია".
ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება ვანდალიზმად მიიჩნევა, გაჩეჩილაძე ჯარიმის გადახდა მოუწევს, რასაც თბილისის მერიაში ადასტურებენ. მერიაში განაცხადეს, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთება კანონდარღვევაა, რომლის გამოც "უცნობი" დაჯარიმდება.
"ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, ზუსტი მუხლი და ჯარიმის ოდენობა გვეცოდინება, როცა ოქმი შედგება", - გვითხრეს მერიაში...
მუნიციპალური ინსპექცია გია გაჩეჩილაძეს, სავარაუდოდ, 1 000-ლარიან ჯარიმას გამოუწერს.