ავტორი:

"გვაინტერესებს, რა გავლენა აქვს სააკაშვილს ოპოზიციაში - ამას უახლოესი დღეები გვაჩვენებს" - არჩილ თალაკვაძე

"გვაინტერესებს, რა გავლენა აქვს სააკაშვილს ოპოზიციაში - ამას უახლოესი დღეები გვაჩვენებს" - არჩილ თალაკვაძე

ჩვენ გვაინტერესებს, რა გავლენა აქვს მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციაში - ამას უახლოესი დღეები, უახლოესი ორი-სამი კვირა გვაჩვენებს, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისივე თქმით, “პოლიტიკური პარტიები, ვინც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შანტაჟისგან თავის დაღწევას შესძლებს, ის პოლიტიკური ძალებია, ვისაც მომავალში შესაძლოა რეალური ოპოზიციის ფუნქციაზე ჰქონდეს პრეტენზია“.

“მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში უკანონოდ ერევა. ის არღვევს კანონს. წარსულში ჩადენილი არაერთი დანაშაულისათვის არის ნასამართლევი სასამართლო ინსტანციის ყველა დონეზე და ქართულ მართლმსაჯულებას ემალება. ეს პირდაპირ მიუთითებს რამხელა დესტრუქციული და ნეგატიური როლი აქვს სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში. ის ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და ზოგ შემთხვევაში, მასთან დაკავშირებულ მედია საშუალებებსაც არაფორმალურად მართვას. კითხვების დონეზე არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის პოლიტიკურ აქტივობებს უკანონოდ აფინანსებს, თუმცა ამას სათანადო მტკიცებულებები სჭირდება. ამ კითხვებს ოპოზიციიდან მისმა თანაგუნდელებმა უნდა უპასუხონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ძალიან საყურადღებოა მიხეილ სააკაშვილის მუშაობა უკრაინაში. “როგორი დაპირებებით წარსდგა ის უკრაინული საზოგადოების წინაშე. საკმარისი დრო გავიდა, რომ უკრაინის საზოგადოებამ შეაფასოს, რა გაუკეთა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას, თუმცა ეს არის უკრაინის სახელმწიფოს სუვერენული საქმე და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

"რაში ხარჯავენ პარლამენტში ბენზინს, ხომ არ ტაქსაობენ? მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ" - ალეკო ელისაშვილი

პრეზიდენტის თქმით, გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"