სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამწუხრებული ვარ გალის რაიონის 4 მკვიდრის გარდაცვალების გამო, ეს ტრაგედია ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იტანს" - ევროპარლამენტარი
"დამწუხრებული ვარ გალის რაიონის 4 მკვიდრის გარდაცვალების გამო, ეს ტრაგედია ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იტანს" - ევროპარლამენტარი

ეს­ტო­ნე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დი ენ­გუ­რის გავ­ლით სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გა­დაკ­ვე­თი­სას სა­ქარ­თვე­ლოს ოთხი მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

„ღრმად დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ გა­ლის რა­ი­ო­ნის ოთხი მკვიდ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­სა და აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონს შო­რის მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბი­სას და­იხ­რჩვნენ. გულ­წრფელ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ მათ ოჯა­ხებ­სა და მე­გობ­რებს,“- აღ­ნი­შუ­ლია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

„ეს უკა­ნას­კნე­ლი ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვია გა­და­ად­გი­ლე­ბის თვით­ნე­ბუ­რად დაბ­რკო­ლე­ბამ, ასა­ხავს იმ ტკი­ვილს, რო­მელ­საც იტანს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნად და ჰარ­მო­ნი­უ­ლად ცხოვ­რობ­და, აგ­რეთ­ვე, გა­მო­ხა­ტავს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა არა­ერ­თხელ გა­მო­ხა­ტა ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში და მო­უ­წო­და კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის­კენ - მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტის გზით.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ პა­ტი­ვი უნდა სცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და უარი თქვას აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის / სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბა­ზე. მან, რო­გორც ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­მა ძა­ლამ, უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის (EUMM) უპი­რო­ბოდ დაშ­ვე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი 6-პუნ­ქტი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

აფერისტი გრეჩიხა ცეკვის ხასიათზეა!!! მუქთი ფულების შანსი მიეცა!

საინტერესოა.
11

აღშფოთებულ-შეშფოთებულები, უკვე შეწუხებულები ხდებიან. საინტერესოა კონსტრუქციული როდის გახდებიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დამწუხრებული ვარ გალის რაიონის 4 მკვიდრის გარდაცვალების გამო, ეს ტრაგედია ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იტანს" - ევროპარლამენტარი

"დამწუხრებული ვარ გალის რაიონის 4 მკვიდრის გარდაცვალების გამო, ეს ტრაგედია ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იტანს" - ევროპარლამენტარი

ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას საქართველოს ოთხი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

„ღრმად დამწუხრებული ვარ გალის რაიონის ოთხი მკვიდრის გარდაცვალების გამო, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობისას დაიხრჩვნენ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს,“- აღნიშულია ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ეს უკანასკნელი ტრაგედია, რომელიც გამოიწვია გადაადგილების თვითნებურად დაბრკოლებამ, ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც იტანს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მანამდე მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდა, აგრეთვე, გამოხატავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას ოკუპირებულ რეგიონებში. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ - მოლაპარაკებებისა და დიპლომატის გზით.

რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. მან, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმების თანახმად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

"აქ ყველაფერი ლამაზია... ადამიანის ხელმა კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო" - მიტოვებული აფხაზეთი და მისტიური ადგილები რუსი ჟურნალისტის ობიექტივში

რას ამბობს ოკუპირებული აფხაზეთი ენგურში დაღუპულ მოქალაქეებზე

"რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ენგურის გადმოკვეთის დროს" - რას წერს ლიეტუვის ელჩი ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტში ვიზიტის შემდეგ