საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე" ​- რა განცხადებას ავრცელებენ "საქართველოს მარადისობის დღის" დაფუძნების ინიციატორები
"უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე" ​- რა განცხადებას ავრცელებენ "საქართველოს მარადისობის დღის" დაფუძნების ინიციატორები

"სა­ქარ­თვე­ლოს მა­რა­დი­სო­ბის დღის" და­ფუძ­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

მათი შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა საფრ­თხეს უქ­მნის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მო­მა­ვალს, რის გა­მოც მო­ი­თხო­ვენ, "ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ას­რუ­ლოს ხალ­ხის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტი და უზ­რუნ­ველ­ყოს წეს­რი­გი, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, მშვი­დო­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის დაც­ვა“.

"უკი­დუ­რე­სად დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბი და მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მოქ­მე­დე­ბენ ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი თუ ეთი­კუ­რი წე­სე­ბის გა­რე­შე და ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ყვე­ლაფ­რის ფა­სად ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ძა­ლი­ან სა­შიშ და მავ­ნებ­ლურ ამო­ცა­ნებს.

პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მიერ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი ძა­ლა­დო­ბა და ადა­მი­ა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა და მათ­თან უშუ­ა­ლო კავ­შირ­ში მყო­ფი კარ­გად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ სა­კუ­თარ ეკ­რან­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად მო­წყო­ბი­ლი ბაკ­ქა­ნა­ლია, მიზ­ნად ისა­ხავს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ას და მოშ­ლას.

იმას, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში: აღ­ვი­რახ­სნი­ლი პრო­პა­გან­და, ყალ­ბი ცნო­ბე­ბის (FAKE NEWS) გავ­რცე­ლე­ბა, ცი­ლის­წა­მე­ბა, ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და მო­რა­ლუ­რი წნე­ხი, მა­სობ­რი­ვი პა­ნი­კის და­თეს­ვის მცდე­ლო­ბა, არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ჯან­სა­ღი კრი­ტი­კი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და ავან­ტი­უ­რის­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ვან­შის და­უ­ო­კე­ბელ წყურ­ვილს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ამ­ძი­მებს პან­დე­მია, გამ­წვა­ვე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ - ეკო­ნო­მი­კუ­რი ფონი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უსუ­სუ­რო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბა: და­იც­ვას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და უზ­რუნ­ველ­ყოს სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ამ­გვარ­მა დესტრუქ­ცი­ულ­მა პრო­ცე­სებ­მა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ე­ფექ­ტურ­მა მარ­თვამ ქვე­ყა­ნა­ში ქა­ო­სი და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და მო­ვი­თხოვთ: ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ას­რუ­ლოს ხალ­ხის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტი და უზ­რუნ­ველ­ყოს წეს­რი­გი, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, მშვი­დო­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის დაც­ვა.

ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ნა­წი­ლი, ჩვე­ნი მხრივ, ვქმნით ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ძა­ლას, რო­მე­ლიც იტ­ვირ­თებს სა­მო­ქა­ლა­ქო კონ­ტრო­ლის ფუნ­ქცი­ას და არ და­უშ­ვებს ქვეყ­ნის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის არ­ჩე­ვა­ნი­დან გა­დახ­ვე­ვას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Geo
124

100%

ნოე
106

რა კუთხიდან არ უნდა გადაიღონ კადრები "თუთუნვიზიამ", "კეზერვიზიამ" და "ჩაჯვივიზიამ" ამ აქციაზე იმაზე მეტი ადამიანი იყო, ვიდრე მეცოცხეებისა და სხვა ფანჩატურელების საერთო ბოლო 3-4 მიტინგზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე" ​- რა განცხადებას ავრცელებენ "საქართველოს მარადისობის დღის" დაფუძნების ინიციატორები

"უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე" ​- რა განცხადებას ავრცელებენ "საქართველოს მარადისობის დღის" დაფუძნების ინიციატორები

"საქართველოს მარადისობის დღის" დაფუძნების ინიციატორები განცხადებას ავრცელებენ.

მათი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს მომავალს, რის გამოც მოითხოვენ, "ხელისუფლებამ შეასრულოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და უზრუნველყოს წესრიგი, კანონის უზენაესობა, მშვიდობა და თითოეული ადამიანის ღირსების დაცვა“.

"უკიდურესად დესტრუქციული ძალები და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები მოქმედებენ ყოველგვარი სამართლებრივი თუ ეთიკური წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ და მავნებლურ ამოცანებს.

პოლიტიკურად ანგაჟირებული მცირერიცხოვანი რადიკალური ჯგუფების მიერ თბილისის ქუჩებში განხორციელებული დემონსტრაციული ძალადობა და ადამიანის შეურაცხყოფა და მათთან უშუალო კავშირში მყოფი კარგად დაფინანსებული მედიასაშუალებების მიერ საკუთარ ეკრანზე ყოველდღიურად მოწყობილი ბაკქანალია, მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების დემორალიზაციას და მოშლას.

იმას, რასაც საზოგადოება ხედავს ქართულ მედიასივრცეში: აღვირახსნილი პროპაგანდა, ყალბი ცნობების (FAKE NEWS) გავრცელება, ცილისწამება, ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულირება, ფსიქოლოგიური და მორალური წნეხი, მასობრივი პანიკის დათესვის მცდელობა, არაფერი აქვს საერთო ჯანსაღი კრიტიკისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებთან და ავანტიურისტი პოლიტიკოსების სოციალური და პოლიტიკური რევანშის დაუოკებელ წყურვილს ემსახურება.

არსებულ მდგომარეობას ამძიმებს პანდემია, გამწვავებული სოციალურ - ეკონომიკური ფონი და ხელისუფლების უსუსურობა განახორციელოს სახელმწიფოს სუვერენული უფლება: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს სტაბილურობა.

ვაცნობიერებთ, რომ ამგვარმა დესტრუქციულმა პროცესებმა და ხელისუფლების არაეფექტურმა მართვამ ქვეყანაში ქაოსი და განუკითხაობა შეიძლება გამოიწვიოს და მოვითხოვთ: ხელისუფლებამ შეასრულოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და უზრუნველყოს წესრიგი, კანონის უზენაესობა, მშვიდობა და თითოეული ადამიანის ღირსების დაცვა.

ჩვენ, საზოგადოების აქტიური ნაწილი, ჩვენი მხრივ, ვქმნით ორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალას, რომელიც იტვირთებს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

"არ შეიძლება, ვამბობდეთ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ და იმავდროულად, საქმით ვემსგავსებოდეთ, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას" - დაუწესდება თუ არა საქართველოს სანქციები?

"საჭიროა ძლიერი გზავნილი ხელისუფლებისგან, რომ ვინც ძალადობა წაახალისა და ვინც დაესხა თავს მოქალაქეებს, ამას ექნება შედეგები მათთვის" - აშშ-ის ელჩი

"აშშ-ის განცხადებები ნაჩქარევად გაკეთებული არ არის და სერიოზულად უნდა იქნას განხილული" - რას ამბობს კელი დეგნანი სანქციების დაწესებაზე