ავტორი:

"საყდრისის კომიტეტი" ხულუტის ციხე-დარბაზის ახალი სიცოცლისთვის - 5 კოშკისგან შემდგარი 8-სართულიანი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

"საყდრისის კომიტეტი" ხულუტის ციხე-დარბაზის ახალი სიცოცლისთვის - 5 კოშკისგან შემდგარი 8-სართულიანი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

8 აპრილს "საყდრისის კომიტეტმა“ ხულუტის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პრეზენტაცია გამართა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, "საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი XVII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება და გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ციხე-დარბაზად მიიჩნევა. აქტივისტების თქმით, 5 კოშკისგან შემდგარი 8-სართულიანი ციხე-დარბაზი გამორჩეული ძეგლია და მისი ავთენტური სახით შენარჩუნება რესტავრატორებისთვის გამოწვევა იქნება.

“საწყისს ეტაპზე უკვე ჩატარებულია ძეგლის სკანირება, ასევე უმნიშვნელოვანესი გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევები, რაც სამომავლოდ შესაძლებლობას მოგვცემს, სწორად განისაზღვროს ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სრული ნუსხა. პარალელურად უკვე მოწყობილია ციხესთან მისასვლელი ბილიკი, დადგმულია ხარაჩო და დასრულდა ძეგლის გაწმენდა ხე-მცენარეებისგან. ვინაიდან ციხე დარბაზის ცალკეული ნაწილები უსაფრთხო არ არის, დადგმულია გამაფრთხილებელი ბანერები და ციხე სრულად დაიკეტა", - აცხადებენ "საყდრისის კომიტეტის“ წევრები.

ხულუტის ციხე-დარბაზს “საყდრისის კომიტეტი” 2017 წლიდან იცავს და ის მე-6 ძეგლია, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები "საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით და მონიტორინგით მიმდინარეობს. ძეგლზე მოსამზადებელ სამუშაოებს კარძო კომპანია აფინანსებს.

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ჩემპიონატი და გიორგი ასანიძე 9 აპრილის წარწერიანი სამკლაურით (ფოტო)

"მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება" - როგორია 9 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელიც სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს თხრილში ჩავარდა

რას აპირებს საკოორდინაციო საბჭო აღდგომასთან დაკავშირებით - ამირან გამყრელიძის განმარტება