პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარია, კახა საბანაძესა და გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობდა - რა განაცხადა ეპარქიის მმართველმა?
გიორგი გახარია, კახა საბანაძესა და გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობდა - რა განაცხადა ეპარქიის მმართველმა?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქი­ას ექ­სპრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია სტუმ­რობ­და. ამ თემ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქი­ის მმარ­თველ­მა, მიტ­რო­პო­ლიტ­მა ან­დრი­ამ.

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა დროს და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, ჩვენ­თან, ეპარ­ქი­ა­ში სტუ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ბა­ტო­ნე­ბი: ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია, და­ვით ბაქ­რა­ძე, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი: ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და არ­ცერთ მათ­განს უარი არ უთ­ქვამს ყა­ვა­ზე და ჩა­ი­ზე ჩვენს მო­პა­ტი­ჟე­ბა­ზე. ანა­ლო­გი­უ­რად იყო გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რაზე ვი­სა­უბ­რეთ - ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ ქარ­თლის ყუ­რძნის და ღვი­ნის ჯი­შებ­ზე.

კი­თხვა­ზე - ვი­სა­უბ­რეთ თუ არა პო­ლი­ტი­კა­ზე და მთხო­ვა თუ არა გა­ხა­რი­ამ დახ­მა­რე­ბა? - გი­პა­სუ­ხებთ, რომ არ უთხო­ვია და რომ ეთხო­ვა, ვერ გე­ტყვით რას ვუ­პა­სუ­ხებ­დი. პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უ­ბარს რაც შე­ე­ხე­ბა, პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კი, მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თემა და თუ ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ქვეყ­ნის ყო­ფილ პირ­ველ პირს და­ვუს­ვი შე­კი­თხვე­ბი, მგო­ნი, ეს სრუ­ლე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან მა­ინ­ტე­რე­სებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის პერ­სპექ­ტი­ვა“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა ან­დრი­ამ.

გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქი­ის მმარ­თველ­მა, კი­თხვა­ზე - ისა­უბ­რა თუ არა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებ­ზე და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე აპი­რებს თუ არა ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი გორ­ში კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბას, მიტ­რო­პო­ლიტ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს სა­კი­თხე­ბი მას არ შე­ე­ხე­ბა.

"ეგ არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც სრუ­ლე­ბით არ მე­ხე­ბა. არ ვიცი, რას გა­და­წყვეტს ბა­ტო­ნი გი­ორ­გი, ვერ გე­ტყვით, ამის შე­სა­ხებ ჩემ­თან არც უსა­უბ­რია და არც მე და­მის­ვამს შე­კი­თხვე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ეპარ­ქი­ის მმარ­თველ­მა.

კი­თხვა­ზე, ვის­თან ერ­თად სტუმ­რობ­და მას ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი და ახ­ლდნენ თუ არა შსს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე კახა სა­ბა­ნა­ძე და გო­რი­სა და კას­პის მა­ჟო­რი­ტა­რი გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი, მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი და სა­ბა­ნა­ძეც.

"გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილს, კახა სა­ბა­ნა­ძეს, ალე­კო ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილს ვიც­ნობ ჯერ კი­დევ მათი მშობ­ლე­ბი­დან, მათი ოჯა­ხე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე რომ, თუ ისი­ნი მას­პინ­ძლობ­დნენ ბა­ტონ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და ყვე­ლა­ნი ერ­თად მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან, ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებს, კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ჩემ­თან ამა­ზე არ უსა­უბ­რი­ათ და პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი თუ აქვთ, ალ­ბათ ამას თვი­ტონ იტყვი­ან", - გა­ნა­ცხა­და გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქი­ის მღვდელმთა­ვარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
₾N
24

მელა დაბერდა და მოძღვრად შედგაო------ განიწმინდებიან და ახალი ძალით შეუდგებიან ხალხის გაშტერება-გაძარცვას!

$$$
23

გამაძღარი ბიჭები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

გიორგი გახარია, კახა საბანაძესა და გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობდა - რა განაცხადა ეპარქიის მმართველმა?

გიორგი გახარია, კახა საბანაძესა და გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობდა - რა განაცხადა ეპარქიის მმართველმა?

გავრცელებული ინფორმაციით, გორისა და ატენის ეპარქიას ექსპრემიერი გიორგი გახარია სტუმრობდა. ამ თემზე კომენტარი გააკეთა გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ.

"წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას, ჩვენთან, ეპარქიაში სტურად იმყოფებოდნენ ბატონები: ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ ჟვანია, დავით ბაქრაძე, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ქალბატონები: ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და არცერთ მათგანს უარი არ უთქვამს ყავაზე და ჩაიზე ჩვენს მოპატიჟებაზე. ანალოგიურად იყო გიორგი გახარიასთან დამოკიდებულებაშიც. რაც შეეხება იმას, რაზე ვისაუბრეთ - ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ქართლის ყურძნის და ღვინის ჯიშებზე.

კითხვაზე - ვისაუბრეთ თუ არა პოლიტიკაზე და მთხოვა თუ არა გახარიამ დახმარება? - გიპასუხებთ, რომ არ უთხოვია და რომ ეთხოვა, ვერ გეტყვით რას ვუპასუხებდი. პოლიტიკაზე საუბარს რაც შეეხება, პოლიტიკაზე ლაპარაკი, მგონი, საქართველოში არის ყველაზე პოპულარული თემა და თუ ქვეყნის მდგომარეობაზე ქვეყნის ყოფილ პირველ პირს დავუსვი შეკითხვები, მგონი, ეს სრულებით ბუნებრივია, რადგან მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, კითხვაზე - ისაუბრა თუ არა ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკურ გეგმებზე და თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე აპირებს თუ არა ყოფილი პრემიერი გორში კანდიდატურის დასახელებას, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები მას არ შეეხება.

"ეგ არის საკითხი, რომელიც სრულებით არ მეხება. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ბატონი გიორგი, ვერ გეტყვით, ამის შესახებ ჩემთან არც უსაუბრია და არც მე დამისვამს შეკითხვები", - აღნიშნა ეპარქიის მმართველმა.

კითხვაზე, ვისთან ერთად სტუმრობდა მას ყოფილი პრემიერი და ახლდნენ თუ არა შსს მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საბანაძე და გორისა და კასპის მაჟორიტარი გიორგი ხოჯევანიშვილი, მიტროპოლიტმა დაადასტურა, რომ გახარიასთან ერთად იმყოფებოდნენ ხოჯევანიშვილი და საბანაძეც.

"გიორგი ხოჯევანიშვილს, კახა საბანაძეს, ალეკო ხოჯევანიშვილს ვიცნობ ჯერ კიდევ მათი მშობლებიდან, მათი ოჯახებიდან გამომდინარე. ასე რომ, თუ ისინი მასპინძლობდნენ ბატონ გიორგი გახარიას და ყველანი ერთად მოვიდნენ ჩვენთან, ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთან ამაზე არ უსაუბრიათ და პოლიტიკური გეგმები თუ აქვთ, ალბათ ამას თვიტონ იტყვიან", - განაცხადა გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავარმა.

"რაც დრო გავა, სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" აღარ გაუჩუმდება" - ლევან ბოძაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს