სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვიცით, რომ ნოემბერში გრიპის ვაქცინა გაუკეთებია და მაშინ გადასხმები დასჭირვებია - უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა” - მეგი ბაქრაძის ბიძა
“ვიცით, რომ ნოემბერში გრიპის ვაქცინა გაუკეთებია და მაშინ გადასხმები დასჭირვებია - უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა” - მეგი ბაქრაძის ბიძა

რო­გორც ვი­ცით, მეგი მარ­ტო აიც­რა - ამ­ბო­ბენ, რომ მე­ა­თე აიც­რა, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ პირ­ვე­ლი აიც­რა, - ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის მეგი ბაქ­რა­ძის ბი­ძამ ტა­რი­ელ ბაქ­რა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ბევ­რი შე­უ­სა­ბა­მო გა­რე­მო­ე­ბა იკ­ვე­თე­ბა.

„რაღა მე­ა­თეს გა­და­უ­ღეს ის ინ­ტერ­ვიუ, რატო პირ­ველს, მე­ო­რეს, მე­სა­მეს, მე­ო­თხეს არ გა­უ­კე­თეს? მე არ მი­ნა­ხავს ვინ­მე გა­მო­სუ­ლი­ყო და ეთ­ქვას რამე, ინ­ტერ­ვიუ არ ჩანს სა­ერ­თოდ. დროც არ ემ­თხვე­ვა, მე­გის რო­მელ­ზე გა­უ­კე­თეს ვაქ­ცი­ნა ისიც არ ემ­თხვე­ვა, მე­გის აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი 12:11 სა­ათ­ზე და ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე გა­უ­კე­თეს. შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. ჩვენ მა­ინც ვფიქ­რობთ, რომ ვი­ღაც ვი­ღა­ცე­ბი არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, რომ ეს საქ­მე სწო­რად არ წა­რი­მარ­თოს, ვი­ღა­ცას, რა­ღა­ცას ხელს აფა­რე­ბენ. ვფიქ­რობთ, რომ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც არის ჩა­რე­უ­ლი ამა­ში და უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი გა­რე­უ­ლი, რომ პრო­ცე­სი არ ჩა­ი­შა­ლოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის“, - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მეგი ბაქ­რა­ძეს სა­ვა­რა­უ­დოდ, ალერ­გი­უ­ლი ფონი ნო­ემ­ბერ­ში გრიპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დრო­საც და­უ­ფიქ­სირ­და, ხოლო რას უკავ­შირ­დე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლად კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნის პრო­ცეს­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ზე მის სხე­ულ­ზე ასა­ხუ­ლი სი­წით­ლე, მის­თვის უც­ნო­ბია.

„არ ვი­ცით სა­ი­დან ჰქონ­და და­წით­ლე­ბე­ბი, ერთი რამ ვი­ცით, რომ სა­დღაც ნო­ემ­ბერ­ში გა­უ­კე­თე­ბია გრი­პის ვაქ­ცი­ნა და მა­შინ გა­დას­ხმე­ბი დას­ჭირ­ვე­ბია, რო­გორც ვი­ცით, მის ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ესე­თი რა­ღა­ცე­ბი არ ჩანს. მი­მო­წე­რა­ში ჩანს, რომ მა­ში­ნაც ჰქონ­და ალერ­გი­უ­ლი ფონი, მე­ო­რე სა­კი­თხი კიდე, ავა­რი­ა­ზე ისე გა­იკ­ვირ­ვეს, მაგ­რამ მა­ში­ნაც იქ მუ­შა­ობ­და სა­ნიტ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე და ორი თვით იყო გაშ­ვე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტენ­ზე სამ­სა­ხუ­რი­დან. მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, თით­ქოს გა­იკ­ვირ­ვეს, თურ­მე ავა­რი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლაო. ვფიქ­რობთ, რომ უნდა შე­ეს­წავ­ლათ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ ანა­ფი­ლაქ­სი­ურ შოკ­ზეა ლა­პა­რა­კი და იცი­ან მარ­თვა, მა­შინ უნდა ემარ­თათ ის სი­ტუ­ა­ცია, სუს­ტი გო­გოა სუ­რათ­ში რომ უყუ­რებთ, მე­უღ­ლე რომ მი­ვი­და, გა­სი­ე­ბუ­ლი იყო სა­ერ­თოდ“, - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ ბაქ­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომენტ
17

ნუ შეაღონეთ

shako
0
თვითონაც ხომ იცოდა. აცხონოს ღმერთმა.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

“ვიცით, რომ ნოემბერში გრიპის ვაქცინა გაუკეთებია და მაშინ გადასხმები დასჭირვებია - უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა” - მეგი ბაქრაძის ბიძა

“ვიცით, რომ ნოემბერში გრიპის ვაქცინა გაუკეთებია და მაშინ გადასხმები დასჭირვებია - უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა” - მეგი ბაქრაძის ბიძა

როგორც ვიცით, მეგი მარტო აიცრა - ამბობენ, რომ მეათე აიცრა, მაგრამ სავარაუდოდ პირველი აიცრა, - ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ბიძამ ტარიელ ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიების პროცესში ბევრი შეუსაბამო გარემოება იკვეთება.

„რაღა მეათეს გადაუღეს ის ინტერვიუ, რატო პირველს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს არ გაუკეთეს? მე არ მინახავს ვინმე გამოსულიყო და ეთქვას რამე, ინტერვიუ არ ჩანს საერთოდ. დროც არ ემთხვევა, მეგის რომელზე გაუკეთეს ვაქცინა ისიც არ ემთხვევა, მეგის აქვს გაკეთებული 12:11 საათზე და ისინი ამბობენ, რომ პირველის ნახევარზე გაუკეთეს. შეუსაბამობები ძალიან ბევრია გამოძიების პროცესში. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ვიღაც ვიღაცები არიან დაინტერესებულნი, რომ ეს საქმე სწორად არ წარიმართოს, ვიღაცას, რაღაცას ხელს აფარებენ. ვფიქრობთ, რომ კლინიკის ხელმძღვანელობაც არის ჩარეული ამაში და უფრო მაღალი თანამდებობის პირები გარეული, რომ პროცესი არ ჩაიშალოს ვაქცინაციის“, - განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მეგი ბაქრაძეს სავარაუდოდ, ალერგიული ფონი ნოემბერში გრიპზე ვაქცინაციის დროსაც დაუფიქსირდა, ხოლო რას უკავშირდებოდა კონკრეტულად კოვიდის ვაქცინის პროცესში გადაღებულ კადრებზე მის სხეულზე ასახული სიწითლე, მისთვის უცნობია.

„არ ვიცით საიდან ჰქონდა დაწითლებები, ერთი რამ ვიცით, რომ სადღაც ნოემბერში გაუკეთებია გრიპის ვაქცინა და მაშინ გადასხმები დასჭირვებია, როგორც ვიცით, მის ავადმყოფობის ისტორიაში ესეთი რაღაცები არ ჩანს. მიმოწერაში ჩანს, რომ მაშინაც ჰქონდა ალერგიული ფონი, მეორე საკითხი კიდე, ავარიაზე ისე გაიკვირვეს, მაგრამ მაშინაც იქ მუშაობდა სანიტრის პოზიციაზე და ორი თვით იყო გაშვებული ბიულეტენზე სამსახურიდან. მაგრამ ეს ამბავი რომ მოხდა, თითქოს გაიკვირვეს, თურმე ავარიაში მოხვედრილაო. ვფიქრობთ, რომ უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ანაფილაქსიურ შოკზეა ლაპარაკი და იციან მართვა, მაშინ უნდა ემართათ ის სიტუაცია, სუსტი გოგოა სურათში რომ უყურებთ, მეუღლე რომ მივიდა, გასიებული იყო საერთოდ“, - განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ.

უხვი ნალექი თბილისში, დატბორილი გზები და მანქანები - რა ხდება დიდ დიღომში? (ვიდეო)

ზოგან წვიმა ელჭექით, ზოგან სეტყვაც - სად როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ივნისამდე?

"თუ ეს ჩემთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოსულა, სხვებისთვის რატომ არ მოსულა?" - რატომ არ დაჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს შვილები სკოლაში?