ავტორი:

"ვისაც გაინტერესებთ, რატომ ვერ შევნიშნე მატარებელი და რატომ არ გავაჩერე მანქანა..." - რას წერს უმძიმეს ავარიაში მოყოლილი დეპუტატი კლინიკიდან გაწერის შემდეგ

"ვისაც გაინტერესებთ, რატომ ვერ შევნიშნე მატარებელი და რატომ არ გავაჩერე მანქანა..." - რას წერს უმძიმეს ავარიაში მოყოლილი დეპუტატი კლინიკიდან გაწერის შემდეგ

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში ავტოკატასტროფის დროს თვითმხილველების მიერ გადაღებულმა კადრებმა მთელი საქართველო შეძრა. ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია მართავდა.

დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით სალომე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და ლევან რატიანთან გადიოდა მკურნალობას.

ცოტა ხნის წინ ფაცაციამ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ კლინიკიდან უკვე გაწერეს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, მადლობა წმინდა გაბრიელს მფარველობისთვის არც კი ვიცი საიდან დავიწყო, ყველას სათითაოდ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მგონია, მთელი არმია კეთილი ადამინების ჩემს გვერდით იყავით და ხართ ამ განსაცდელის ჟამს, დიდი მადლობა Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას, მეუფე გერასიმეს, Fridon Asatiani დედა დინარის, მამა ექვთიმეს, ოჭანეს წმ.ნინოს დედათა მონასტერი, კორცხელის დედათა მონასტერი, დედა ნანას, მცხეთის სამთავრო მონასტერს...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო • Sakrebulo Of Zugdidi Municipality ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality ზუგდიდის მერს ბატონ გიორგი გეგა შენგელია • Giorgi Gega Shengelia,ჩემს მეგობარს Konstantine Kakava Tazo Patsatsia ედიტა კოდუას, ბატონ მერაბ ქვარაია, ბატონ ირაკლი ჩიქოვანი / Irakli Chikovani, გიორგი ჩიქოვანს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, ბოდიში, თუ ვინმე გამომრჩა. ყველა ჩემს მეგობარს (არცერთს არ გნიშნავთ, რადგან უამრავი ხართ) მადლობა საპატრულო პოლიციას, Irakli Chitanava, მადლობა იმ უცნობ ადამიანს, ვისაც სასწრაფოს მოსვლამდე ჩემ დასისხლიანებულ თავს გულში იხუტებდა....

ახლა რაც შეეხება კლინიკას, სადაც ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიან, დავიწყებ Levani Ratiani-თ ტკივილისგან გამწარებულს ტელეფონში ხმა მესმის “მოლართ კუჩხის ქიგგორინუანქ” - მითხრა და ორ წუთში ხელი მოვაწერე თბილისში გადაყვანაზე, სიტყვები არ მყოფნის ამ ადამიანის საქები, ეს ადამიანი არის ანგელოზი დედამიწაზე,,ყველაზე ძლიერმა ტკივილგამაყუჩებელმა ვერ გამიყუჩა ტკივილი....

ტკივილისგან, ცრემლით დასველებული სახე მისმა “ბუთქუჩა” თითებმა ჩამიხუტა და ტკივილმაც გამიარა, პროფესიონალი,თავის საქმის მცოდნე, ჩვენ ის უფალმა გამოგვიგზვნა და უნდა გავუფრთხილდეთ რეანიმაციაში ვითვლიდი თუ რამდენ ადამიანს ჩუქნიან სიცოცხლეს, რამდენ ოჯახს აბედნიერებენ. გიორგი ბარაბაძე თავის საქმის პროფესიონალი, უთბილესი და ყურადღებიანი ადამიანი, რეანიმაციის მთელს გუნდს ძალიან დიდი მადლობა გიორგი ჩიქოვანს, თიკო ექიმს, რომელიც ორსულადაა და 24 საათი სხვების სიცოცხლის გადასარჩენად რეანიმაციაშია, მადლობა ჩემს ექიმებს გიორგი ობგაიძეს, ლევან ჩიკვატიას, ირაკლი გარდავას, ბესოს, ყველანი ხართ პროფესიონალები, არ ვიცი, მაპატიეთ, ბოლომდე ვერ ვწერ ჩემს სათქმელს დღეს გამომწერეს, მარცხენა ფეხზე გამიკეთდა მენჯ-ბარძაყის და წვივის ოპერაცია.

სახლში, თბილისში გავივლი რეაბილიტაციის პერიოდს, მჯერა ღვთის მადლით მალე დაგიბრუნდებით და ძალიან მალე წამოვდგები ფეხზე.P.S. იმათ ვისაც გაინტერესეთ, მატარებელი რატომ ვერ შევნიშნე, რატომ არ გავაჩერე და ა.შ... ყველაფერი უფლის ნებაა, გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი!!! გვახსოვდეს!!! წამია წუთისოფელი, ბოდიში მატარებლის მემანქანეს, რომელიც ავაფორიაქე.." - წერს ფაცაცია.

"წავიდა ჩვენგან კახი კავსაძე, თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი" - ილია მეორე

იმუშავებს თუ არა უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები?

"მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე" - ანდრია ჯაღმაიძე