პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგი რომ ვნახე, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... 3 000 ლარი გირაო სასაცილოა" - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
"მეგი რომ ვნახე, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... 3 000 ლარი გირაო სასაცილოა" - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გარ­დაც­ვლი­ლი მედ­დის მეგი ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე მა­ნუ­ჩარ კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა­ზე, სა­სა­ცი­ლოა.

"სა­სა­ცი­ლოა 3 ათა­სი ლარი, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ­მა ვი­ო­ლე­ტამ ამ­ხე­ლა ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა. ეს გა­მო­ძი­ე­ბის­თვი­საც სა­მარ­ცხვი­ნოა. თა­ვი­დან ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ გვი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუ­კე­თეთ მე­გის, რაც სა­ჭი­რო იყო­ვო, დღეს შეც­ვა­ლეს ჩვე­ნე­ბა.

დღეს გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვის დრო­ზე რომ სწო­რად ემოქ­მე­დათ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და" - აღ­ნიშ­ნა მა­ნუ­ჩარ კო­ბა­ხი­ძემ.

მან კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა ის დღე, რო­დე­საც ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კი­დან და­უ­რე­კეს და შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მისი მე­უღ­ლე შე­უძ­ლოდ იყო.

"რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რომ ავე­დი ბა­ტო­ნი გი­ორ­გი (რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი) იყო, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი იყო უკვე. ზე­წა­რი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. სახე ჰქონ­და გა­სი­ე­ბუ­ლი, იმ­ხე­ლა იყო გამ­ხდა­რი, თვა­ლი თა­ვის ად­გილ­ზე არ ჰქონ­და... მტერს არ ვუ­სურ­ვებ მა­სეთ რა­მეს" - აღ­ნიშ­ნა "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას მედ­დის მე­უღ­ლემ.

მეგი ბაქ­რა­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ექი­მებ­სა და ექთანს - ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძეს, ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ან­სა და თეა გზი­რიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3 000-3000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­დათ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნატო ხუ­ჯა­ძემ გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით თი­თო­ე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში 5000-5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რეც, ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძი­სა და თეა გზი­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ 3 000-3000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა, ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა კი, მისი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა.

ცნო­ბის­თვის, მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე "ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმე­დის“ 2 ექიმ­სა და ერთ ექთანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს, რაც გა­მო­ი­ხა­ტა გა­მო­ძი­ე­ბის დროს გა­მო­სა­კი­თხი პი­რის მიერ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი სხვა პი­რა­დი მო­ტი­ვით.

წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2-დან 6-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
5

დაიკითხოს ლევან რატიანიც, რომელმაც კლინიკაში მიიღო გარდაცვლილი და ამ დროს ფაქტის დაფარვის მიზნით ტელევიზიით გამოდიოდა და ბოდავდა "ერმა და ბერმა ლოცვები გავაძლიეროთო", ნუ როგორც სჩვევია პათეტიკა და არა ცოდნა და არაპროფესიონალიზმი

მე
0

ჩემი აზრიტ გირაო რატომ სემოიღენ საერთოდ ჯიბეში მიდის ტუ ბიუჯეტში?? მკვდარს არც ერთი და არც მეორე არაფერში წაადგება.

ავტორი:

"მეგი რომ ვნახე, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... 3 000 ლარი გირაო სასაცილოა" - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"მეგი რომ ვნახე, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... 3 000 ლარი გირაო სასაცილოა" - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის მეუღლე მანუჩარ კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებაზე, სასაცილოა.

"სასაცილოა 3 ათასი ლარი, როდესაც ქალბატონმა ვიოლეტამ ამხელა ჩვენება შეცვალა. ეს გამოძიებისთვისაც სამარცხვინოა. თავიდან ბატონმა გიორგიმ გვითხრა, რომ ყველაფერი გავუკეთეთ მეგის, რაც საჭირო იყოვო, დღეს შეცვალეს ჩვენება.

დღეს გირაოთი გამოუშვეს ეს ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე რომ სწორად ემოქმედათ, ყველაფერი კარგად იქნებოდა" - აღნიშნა მანუჩარ კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის დღე, როდესაც ახალციხის კლინიკიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ იყო.

"რეანიმაციაში რომ ავედი ბატონი გიორგი (რეანიმატოლოგი) იყო, მიცვალებული იყო უკვე. ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. სახე ჰქონდა გასიებული, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... მტერს არ ვუსურვებ მასეთ რამეს" - აღნიშნა "მთავარ არხთან" საუბრისას მედდის მეუღლემ.

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს - ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულის შემთხვევაში 5000-5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. გირაოს გამოყენებას დაეთანხმა დაცვის მხარეც, ვიოლეტა ინასარიძისა და თეა გზირიშვილის ადვოკატმა ბრალდებულების მიმართ 3 000-3000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა, ბექა ლიპარტელიანის უფლებადამცველმა კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება.

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე "ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგარეჯოში მამაკაცი დაჭრეს

"თუ პოლიციაზე იძალადებენ, სპეცრაზმს კანონიერი უფლება აქვს, გაზი, წყლის ჭავლი გამოიყენოს" - ვახტანგ გომელაური რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე

"ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ... ისვენებს" - ვახტანგ გომელაური