პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიოლეტა გამოძიებასთან თვითონ მივიდა და უთხრა: "არასწორად მოვიქეციო" - რას ამბობს ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი?
"ვიოლეტა გამოძიებასთან თვითონ მივიდა და უთხრა: "არასწორად მოვიქეციო" - რას ამბობს ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი?

გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის მეგი ბაქ­რა­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი შალ­ვა გო­გო­ლა­ძე აცხა­დებს, რომ ბაქ­რა­ძეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ად­რე­ნა­ლი­ნი გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა ად­რე­ნა­ლი­ნი გა­უ­კე­თა ექიმ­მა ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა და არა, მის­მა დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა, ექიმ­მა ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძემ.

რო­გორც სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის ესა­უბ­რა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძეს და თეა გზი­რიშ­ვილს, რო­დე­საც გა­არ­კვია, თუ რა­ტომ მი­ე­წო­და გა­მო­ძი­ე­ბას არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მეგი ბაქ­რა­ძეს ად­რე­ნა­ლი­ნი თით­ქოს ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძემ გა­უ­კე­თა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, „და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, დამ­ტვრტე­უ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი, იყო შე­ში­ნე­ბუ­ლი“.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ექიმ­მა ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძემ თა­ვად­ვე გა­და­წყვი­ტა, რომ მი­ე­მარ­თა გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის და ეთ­ქვა სი­მარ­თლე, რომ მეგი ბაქ­რა­ძეს ად­რე­ნა­ლი­ნი გა­უ­კე­თა ექიმ­მა ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა

"სი­მარ­თლე თქვა. გა­მო­ძი­ე­ბას­თან თვი­თონ მი­ვი­და და უთხრა: "არას­წო­რად მო­ვი­ქე­ცი, სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ იყო". კლი­ნი­კის მხრი­დან რა­ი­მე იძუ­ლე­ბას, რა თქმა უნდა, ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. სხდო­მის და­წყე­ბამ­დე დიახ, შევ­ხვდი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს. ამიხ­სნეს, საქ­მე რაში იყო და რა­ტომ მოხ­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, შემ­დეგ რო­გორ მი­ა­წო­დეს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია. ქალ­ბა­ტო­ნი ვი­ო­ლე­ტაც, რო­გორც პრო­ტო­კო­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი იმ ოთახ­ში იყო და არ გა­მო­სუ­ლა. როცა წა­ვი­და, ამის შემ­დეგ იქ უკვე ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი იყო. ვი­ო­ლე­ტამ თქვა, რომ მე გა­ვუ­კე­თე ად­რე­ნა­ლი­ნი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა გა­ა­კე­თა“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა შალ­ვა გო­გო­ლა­ძემ.

გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის მეგი ბაქ­რა­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ექი­მებ­სა და ექთანს - ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძეს, ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ან­სა და თეა გზი­რიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3 000-3000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­დათ.

ცნო­ბის­თვის, მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე "ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმე­დის“ 2 ექიმ­სა და ერთ ექთანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რა. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს, რაც გა­მო­ი­ხა­ტა გა­მო­ძი­ე­ბის დროს გა­მო­სა­კი­თხი პი­რის მიერ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი სხვა პი­რა­დი მო­ტი­ვით.

წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2-დან 6-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ვიოლეტა გამოძიებასთან თვითონ მივიდა და უთხრა: "არასწორად მოვიქეციო" - რას ამბობს ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი?

"ვიოლეტა გამოძიებასთან თვითონ მივიდა და უთხრა: "არასწორად მოვიქეციო" - რას ამბობს ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი?

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ ბაქრაძეს ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ ადრენალინი გაუკეთდა, თუმცა ადრენალინი გაუკეთა ექიმმა ბექა ლიპარტელიანმა და არა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ.

როგორც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ესაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ვიოლეტა ინასარიძეს და თეა გზირიშვილს, როდესაც გაარკვია, თუ რატომ მიეწოდა გამოძიებას არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი თითქოს ვიოლეტა ინასარიძემ გაუკეთა.

ადვოკატის თქმით, „დაძაბული ვითარება იყო, დამტვრტეული იყო ყველაფერი, იყო შეშინებული“.

ადვოკატის განმარტებით, მოგვიანებით, ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ თავადვე გადაწყვიტა, რომ მიემართა გამოძიებისათვის და ეთქვა სიმართლე, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი გაუკეთა ექიმმა ბექა ლიპარტელიანმა

"სიმართლე თქვა. გამოძიებასთან თვითონ მივიდა და უთხრა: "არასწორად მოვიქეცი, სინამდვილეში ასე არ იყო". კლინიკის მხრიდან რაიმე იძულებას, რა თქმა უნდა, ადგილი არ ჰქონია. სხდომის დაწყებამდე დიახ, შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. ამიხსნეს, საქმე რაში იყო და რატომ მოხდა არასწორი ინფორმაციის მიწოდება, შემდეგ როგორ მიაწოდეს სწორი ინფორმაცია. ქალბატონი ვიოლეტაც, როგორც პროტოკოლი ითვალისწინებდა ნახევარი საათი იმ ოთახში იყო და არ გამოსულა. როცა წავიდა, ამის შემდეგ იქ უკვე ბექა ლიპარტელიანი იყო. ვიოლეტამ თქვა, რომ მე გავუკეთე ადრენალინი, მაგრამ სინამდვილეში ბექა ლიპარტელიანმა გააკეთა“, - განაცხადა ადვოკატმა შალვა გოგოლაძემ.

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს - ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე "ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რა. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომლის საქმეს ნაფიც მსაჯულები განიხილავენ

პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ