პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს
პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს

გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის მეგი ბაქ­რა­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მე­ბი­სა და ექთ­ნის - ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძის, ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი­სა და თეა გზი­რიშ­ვი­ლის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის მი­მართ 5000 -5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს. აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა საქ­მის პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო­ში და­ა­ყე­ნა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძემ გან­მარ­ტა, ექთან­მა თეა გზი­რიშ­ვილ­მა გა­მო­ძი­ე­ბას ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ გა­მო­სა­კი­თხმა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იმუ­ნი­ზა­ცი­ის ექიმ­მა ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძემ თით­ქოს, მეგი ბაქ­რა­ძეს ად­რე­ნა­ლი­ნი გა­უ­კე­თა.

პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, სწო­რედ, ინა­სა­რი­ძემ სთხო­ვა გზი­რიშ­ვილს აღ­ნიშ­ნუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის. ჟორ­ჟო­ლა­ძის თქმით, ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა ხელი შე­უ­შა­ლა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და კო­ლე­გი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის არი­დე­ბის მიზ­ნით, გა­ნა­ცხა­და, რომ მას თით­ქოს, ინა­სა­რი­ძემ უთხრა, რომ მეგი ბაქ­რა­ძეს ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი გა­უ­კე­თა, გა­მო­ძი­ე­ბით კი დად­გინ­და, რომ ვი­ო­ლე­ტა ბაქ­რა­ძეს აღ­ნიშ­ნუ­ლი არც უთ­ქვამს ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის­თვის და არც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი გა­უ­კე­თე­ბი­ათ მეგი ბაქ­რა­ძის­თვის.

ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან ფაქ­ტობ­რი­ვი და ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს, რომ მათ შე­საძ­ლოა, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნონ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ა­ნად­გუ­რონ და მი­ი­მა­ლონ.

ცნო­ბის­თვის, მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე "ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმე­დის“ 2 ექიმ­სა და ერთ ექთანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რად­გი­ნა, რაც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს, რაც გა­მო­ი­ხა­ტა გა­მო­ძი­ე­ბის დროს გა­მო­სა­კი­თხი პი­რის მიერ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი სხვა პი­რა­დი მო­ტი­ვით.

წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2-დან 6-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს

პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმებისა და ექთნის - ვიოლეტა ინასარიძის, ბექა ლიპარტელიანისა და თეა გზირიშვილის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს.

სახელმწიფო ბრალდება თითოეული მათგანის მიმართ 5000 -5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა საქმის პროკურორმა სასამართლოში დააყენა.

როგორც პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განმარტა, ექთანმა თეა გზირიშვილმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ გამოსაკითხმა პირმა განაცხადა, რომ იმუნიზაციის ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ თითქოს, მეგი ბაქრაძეს ადრენალინი გაუკეთა.

პროკურორის თქმითვე, სწორედ, ინასარიძემ სთხოვა გზირიშვილს აღნიშნული ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის. ჟორჟოლაძის თქმით, ბექა ლიპარტელიანმა ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას და კოლეგიალური დამოკიდებულებით და ვიოლეტა ინასარიძისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, განაცხადა, რომ მას თითქოს, ინასარიძემ უთხრა, რომ მეგი ბაქრაძეს ანტიალერგიული პრეპარატები გაუკეთა, გამოძიებით კი დადგინდა, რომ ვიოლეტა ბაქრაძეს აღნიშნული არც უთქვამს ლიპარტელიანისთვის და არც აღნიშნული პრეპარატები გაუკეთებიათ მეგი ბაქრაძისთვის.

ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები არსებობს, რომ მათ შესაძლოა, ახალი დანაშაული ჩაიდინონ, მტკიცებულებები გაანადგურონ და მიიმალონ.

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე "ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარადგინა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 – 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

"შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს ჩვენების შეცვლა... ამით გადაარჩენენ კლინიკას" - მეგი ბაქრაძის დედა პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება

"ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, იცოდა ივანიშვილმაც" - რას ჰყვება აფგან მუხთარლი გატაცების შესახებ