სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისი ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს
ქუთაისი ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს

ქუ­თა­ი­სი წელს ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რა­ზი­ის ლი­დერ­თა ალი­ან­სის აკა­დე­მი­ას უმას­პინ­ძლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ქუ­თა­ი­სის მერი იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძეს და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რა­ზი­ის ლი­დერ­თა ალი­ან­სის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს, ყირ­გი­ზე­თის ყო­ფილ ელჩს აშშ-ში, პრო­ფე­სორ კა­დირ ტო­კტო­გუ­ლოვს შეხ­ვდა.

ალი­ან­სი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია აშშ-ში, ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს ლი­დერ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის (SIBF)“ მიერ და აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა დარ­გის წარ­მა­ტე­ბულ ლი­დე­რებს მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან.

CELA ყო­ველ­წლი­უ­რად მარ­თავს ათ­დღი­ან ლი­დერ­თა აკა­დე­მი­ას წევ­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძლებს CELA ლი­დერ­თა აკა­დე­მი­ას.

„წელს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­გეგ­მი­ლია CELA 15 აკა­დე­მი­ის ჩა­ტა­რე­ბა. სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ გვქონ­და შეხ­ვედ­რა ქუ­თა­ი­სის მერ­თან. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ამე­რი­კის, ევ­რა­ზი­ის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და სამ­ხრეთ აზი­ის ქვეყ­ნე­ბის წამ­ყვა­ნი ბიზ­ნე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ლი­დერ­თა აკა­დე­მია იდე­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მაა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია კერ­ძო ბიზ­ნე­სის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და ახალ პრო­ექ­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი.“ - გა­ნა­ცხა­და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ.

„ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რა­ზი­ის ლი­დერ­თა ალი­ან­სის ის­ტო­რი­ა­ში, წელს პირ­ვე­ლად, ლი­დერ­თა აკა­დე­მია ჩა­ტარ­დე­ბა ქუ­თა­ის­ში, კერ­ძოდ, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ჩვენ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ რომ, ეს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა აქ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნე­ბის, ისე სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და თა­ვის­თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გარ­და ამი­სა, 10 დღის შემ­დეგ 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტუმ­რად იქ­ნე­ბი­ან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და სამ­ხრეთ აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან დე­ლე­გა­ტე­ბი. ჯამ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 200 ადა­მი­ა­ნი ეს­ტუმ­რე­ბა ქა­ლაქს. CELA 15 აკა­დე­მი­ის ქუ­თა­ის­ში ჩა­ტა­რე­ბა ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ო­ნის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას და ბიზ­ნეს პარტნი­ო­რებს შო­რის მო­მა­ვალ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.“ - გა­ნა­ცხა­და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რა­ზი­ის ლი­დერ­თა ალი­ან­სის თავ­მჯდო­მა­რემ კა­დირ ტო­კტო­გუ­ლოვ­მა.

„წელს ქუ­თა­ი­სი რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმს უმას­პინ­ძლებს, მათ შო­რის ევ­რა­ზი­ის ლი­დერ­თა ალი­ანსს. დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ ქუ­თა­ი­სი­სა და ალი­ან­სის მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გეგ­მე­ბი და ქუ­თა­ი­სის მიერ CELA აკა­დე­მი­ის 2021 წლის ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.“- გა­ნა­ცხა­და იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვილ­მა.

CELA აკა­დე­მია გუ­ლის­ხმობს ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რა­ზი­ის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და აშშ-დან 80-მდე დე­ლე­გა­ტის სტუმ­რო­ბას რე­გი­ონ­ში. ქუ­თა­ისს ეს­ტუმ­რე­ბი­ან წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ემი­რა­ტე­ბი­დან, ყა­ტა­რი­დან, ინ­დო­ნე­ზი­ი­დან, პა­კის­ტა­ნი­დან, შრი-ლან­კი­დან, ტა­ი­ლან­დი­დან, მა­ლა­ი­ზი­ი­დან და მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უ­წყობს ხელს და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რა­ზი­ის ლი­დერ­თა ალი­ან­სის (CELA) აკა­დე­მი­ას ქუ­თა­ი­სი აგ­ვის­ტოს თვე­ში უმას­პინ­ძლებს.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
0
მალე,ალბათ,დსთ ან ევრაზიულ კავშირსაც ვუმასპინძლებთ.
:)
0

მალე ევრაზიაში შევალთ თუ რა ხდება?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქუთაისი ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს

ქუთაისი ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს

ქუთაისი წელს ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე თევზაძეს და ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აღმასრულებელ დირექტორს, ყირგიზეთის ყოფილ ელჩს აშშ-ში, პროფესორ კადირ ტოკტოგულოვს შეხვდა.

ალიანსი დაფუძნებულია აშშ-ში, ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნეს ლიდერთა საზოგადოების (SIBF)“ მიერ და აერთიანებს სხვადასხვა დარგის წარმატებულ ლიდერებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან.

CELA ყოველწლიურად მართავს ათდღიან ლიდერთა აკადემიას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. საქართველო პირველად უმასპინძლებს CELA ლიდერთა აკადემიას.

„წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილია CELA 15 აკადემიის ჩატარება. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შეხვედრა ქუთაისის მერთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის, ევრაზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების წამყვანი ბიზნესების წარმომადგენლები. ლიდერთა აკადემია იდეალური პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია კერძო ბიზნესის, განათლებისა და საჯარო სექტორის ერთმანეთთან კომუნიკაცია და ახალ პროექტებზე საუბარი.“ - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის ისტორიაში, წელს პირველად, ლიდერთა აკადემია ჩატარდება ქუთაისში, კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჩვენ მოხარულები ვართ რომ, ეს განხორციელდება აქ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნების, ისე სომხეთის, აზერბაიჯანის და თავისთავად საქართველოს წარმომადგენლები. გარდა ამისა, 10 დღის შემდეგ 3 დღის განმავლობაში, სტუმრად იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატების, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან დელეგატები. ჯამში, დაახლოებით 200 ადამიანი ესტუმრება ქალაქს. CELA 15 აკადემიის ქუთაისში ჩატარება ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და ბიზნეს პარტნიორებს შორის მომავალ თანამშრომლობას.“ - განაცხადა ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის თავმჯდომარემ კადირ ტოკტოგულოვმა.

„წელს ქუთაისი რამდენიმე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს, მათ შორის ევრაზიის ლიდერთა ალიანსს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ქუთაისისა და ალიანსის მომავალი თანამშრომლობის გეგმები და ქუთაისის მიერ CELA აკადემიის 2021 წლის ღონისძიების მასპინძლობის მნიშვნელობა რეგიონის განვითარებისთვის.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

CELA აკადემია გულისხმობს ცენტრალური ევრაზიის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან 80-მდე დელეგატის სტუმრობას რეგიონში. ქუთაისს ესტუმრებიან წარმომადგენლები არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, ყატარიდან, ინდონეზიიდან, პაკისტანიდან, შრი-ლანკიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს და იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა.

ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) აკადემიას ქუთაისი აგვისტოს თვეში უმასპინძლებს.

NS

"მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - როდიდან აცივდება?

აძლევენ თუ არა 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას? - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი