ავტორი:

"ტიბეტელი ბერების წესია: თუ რაღაცას გიჩიჩინებენ და თავში არ შეგდის, დიდ ფიცარს გირტყამენ - ქართულად უფრო მარტივია: ცივი წყალი უნდა გადაასხა, რომ გამოცოცხლდეს" - რომან გოცირიძე

"ტიბეტელი ბერების წესია: თუ რაღაცას გიჩიჩინებენ და თავში არ შეგდის, დიდ ფიცარს გირტყამენ - ქართულად უფრო მარტივია: ცივი წყალი უნდა გადაასხა, რომ გამოცოცხლდეს" - რომან გოცირიძე

"უნდა გამოფხიზლდნენ, ძალიან სერიოზულად მოხვდათ თავში - ტიბეტელი ბერების წესია, თუ რაღაცას გიჩიჩინებენ და თავში არ შეგდის, იღებენ დიდ ფიცარს და გირტყამენ თავში და აი, ამ თავში დარტყმის შემდეგ გონება გინათდება - ევროკავშირის გუშინდელი განცხადების შემდეგ, იქნებ გონება გაუნათდეს ბიძინა ივანიშვილს და არ მიიყვანოს საქმე უფრო დიდ სანქციებამდე", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დახვეწა, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა.

როგორც გოცირიძემ განმარტა, ევროკავშირის განცხადება იყო პირდაპირი სიგნალი იმის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს იმ პროცესების გამო, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის ნიკა მელიას დაპატიმრების გამოც.

ამასთან, რომან გოცირიძის შეფასებით, მთავრობამ შეუძლებელია საგარეო ზეწოლას გაუძლოს.

"ძალიან ძნელია პროგნოზირება, თუ როგორ წაიკითხა ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი ევროკავშირის განცხადება. ძალიან მძიმე ტექსტი იყო. ბაქიბუქობდა “ქართული ოცნება”, რომ მოწოდება იმის თაობაზე, თუ არ იქნება ქვეყანაში უზრუნველყოფილი დემოკრატიული პროცესები, შეუწყვეტდნენ დახმარებას, თურმე ეს ყოფილა ცალკეული პოლიტიკოსების ანუ ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადება და თურმე ამას არ ამბობდა მთავრობა, მაგრამ წუხელ მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს უჩერებს გრანტს 280 მილიონი ლარის ოდენობით.

ეს არის ბოლო ნაწილი. მილიარდ ნახევარი ლარის დახმარება გაგვიწია პანდემიის პერიოდში ევროკავშირმა და აქედან, ერთი მილიარდი იყო გრანტი და სწორედ ამ გრანტის ბოლო ნაწილია ეს, რომელიც არის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება და რომელსაც ჰქვია მაკროეკონომიკური მხარდაჭერის ტრანში. ეს არის თავისუფალი ფული, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო ნებისმიერი მიმართულებით და პირდაპირ დაკავშირებულია ეს უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესთან და იმ კანონთან, რომელიც არ იყო შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან.

სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არის უბრალოდ საბაბი - რაღა მაინც და მაინც შუაღამისას მოუნდა ევროკავშირს განცხადება? - ეს პირდაპირი სიგნალი იყო იმის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა იმ პროცესების გამო, რაც ხდება და მათ შორის ნიკა მელიას დაპატიმრების გამოც. 280 მილიონი ლარის დაკარგვის ფასში აისახა დღეისათვის ეს, თუ ამას ფინანსურად მივუდგებით. ბუნებრივია, რომ ეს ფული, რომელიც გამოყოფილი იყო ევროკავშირის მხრიდან, 5-მილიარდიანი პაკეტიდან თითქმის სრულად ათვისებულია, მაგრამ სამომავლოდ არ იარსებებს საქართველოს ბიუჯეტი, თუკი არ იქნება მსგავსი დახმარება ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და ეს ხელს შეუშლის სამომავლო პროცესებს.

უნდა გამოფხიზლდნენ, ძალიან სერიოზულად მოხვდათ თავში. ტიბეტელი ბერების წესია, თუ რაღაცას გიჩიჩინებენ და თავში არ შეგდის, იღებენ დიდ ფიცარს და გირტყამენ თავში და აი, ამ თავში დარტყმის შემდეგ გონება უნათდებათ და გუშინდელი განცხადების შემდეგ იქნებ გონება გაუნათდეს ბიძინა ივანიშვილს და არ მიიყვანს საქმეს უფრო დიდ სანქციებამდე, რომლის გამოც დაზიანდება ქვეყანა და ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს ყველაფერზე. სანამ პერსონალურად არ შეეხებიან მთავრობის წევრებს და “ქართული ოცნების” ლიდერებს და ბიძინა ივანიშვილს მანამდე სჯობს მიიღონ ზომები. თუ გამოფხიზლებისთვის ამ თავში ჩარტყმის ტიბეტურ მეთოდს გამოვიყენებთ, თუმცა ქართულად უფრო მარტივია - ცივი წყალი უნდა გადაასხა, რომ გამოცოცხლდეს, მაშინ იმედია, რომ რაღაცას შეიგნებენ. როდის მოხდება ეს დღეს, თუ ხვალ, თუ ზეგ ეს დროის საკითხია, შეუძლებელია საგარეო ზეწოლას მთავრობამ გაუძლოს”, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა საქართველოსთვის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა.