მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაფერი არ გამიკეთებია, საჭიროდ არ ჩავთვალე" - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ჩვენების დეტალები
"არაფერი არ გამიკეთებია, საჭიროდ არ ჩავთვალე" - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ჩვენების დეტალები

"რუს­თა­ვი 2" მეგი ბაქ­რა­ძის საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მის, ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძის ჩვე­ნე­ბას აქ­ვეყ­ნებს.

ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა "იმე­დის" ექი­მი ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძე, რო­მე­ლიც პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მან მეგი ბაქ­რა­ძეს აც­რის შემ­დეგ, ად­რე­ნა­ლი­ნი გა­უ­კე­თა, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ შეც­ვლილ ჩვე­ნე­ბა­ში აღი­ა­რებს, რომ მას მეგი ბაქ­რა­ძის­თვის მსგავ­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში არ გა­უ­წე­ვია.

"მე მე­გო­ნა, რომ უბ­რა­ლო რე­აქ­ცია მის­ცა, ანუ რა­ღაც ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, იმი­ტომ, რომ ასე­თი რა­ღა­ცა მი­ნა­ხია ძა­ლი­ან ბევ­რი, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, შე­იძ­ლე­ბა ემო­ცი­უ­რიც იყო, ემო­ცი­უ­რი ბავ­შვიც იყო და ჩავ­თვა­ლე, რომ არ იყო სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძემ.

გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე, უშუ­ა­ლოდ თქვენ რა მო­ი­მოქ­მე­დეთ ამ დროს, ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძე პა­სუ­ხობს:

ასევე დაგაინტერესებთ
23:23 / 07-04-2021

"ექიმი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი" გაუკეთა, აღიარებს, რომ იცრუა და ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა" - ადვოკატი

16:21 / 08-04-2021

"შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს ჩვენების შეცვლა... ამით გადაარჩენენ კლინიკას" - მეგი ბაქრაძის დედა პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება

17:26 / 08-04-2021

პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს

19:26 / 08-04-2021

"ვიოლეტა გამოძიებასთან თვითონ მივიდა და უთხრა: "არასწორად მოვიქეციო" - რას ამბობს ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი?

20:49 / 08-04-2021

"მეგი რომ ვნახე, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... 3 000 ლარი გირაო სასაცილოა" - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"პრინ­ციპ­ში არა­ფე­რი არ მიქ­ნია, უბ­რა­ლოდ, ვკი­თხე, რო­გორ იყო და სა­ი­მე­დო ადა­მი­ანს ჩა­ვა­ბა­რე", - აღ­ნიშ­ნავს მე­დი­კო­სი შეც­ვლილ ჩვე­ნე­ბა­ში და იქვე ადას­ტუ­რებს, რომ მას მეგი ბაქ­რა­ძის­თვის ად­რე­ნა­ლი­ნი არ გა­უ­კე­თე­ბია - არა არა­ფე­რი არ გა­მი­კე­თე­ბია, იმი­ტომ რომ არ ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რომ თით­ქოს ეს იყო ანა­ფი­ლაქ­სი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი...

პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ექი­მის ფუნ­ქცი­ას არ წარ­მო­ად­გენს პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვა აც­რის წინ. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში გა­სინ­ჯვა გუ­ლის­ხმობს, ფილ­ტვე­ბის მოს­მე­ნას, ყელ­ში ჩა­ხედ­ვას, გუ­ლის ტო­ნე­ბის მოს­მე­ნას და მუც­ლის გა­სინ­ჯვას, რაც მე­გის შემ­თხვე­ვა­ში და არც სხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ მომ­ხდა­რა, რად­გან რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლით, მაგ­რამ ვახ­დენთ შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვა­რით ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, მათ შო­რის ვე­კი­თხე­ბით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და თუკი მის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დად­გინ­და, რომ აქვს ჩი­ვი­ლე­ბი, მერე გავ­სინ­ჯავ და თუ არ­სე­ბობს რის­კი, რომ უკუჩ­ვე­ნე­ბა და­ფიქ­სირ­დეს, არ ჩა­ვა­ტა­რებ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს".

კი­თხვა­ზე - რა ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და მეგი ბაქ­რა­ძეს აც­რამ­დე, ექი­მი ჩვე­ნე­ბა­ში წერს: "მე­გის მე თა­ვად გა­ვუ­ზო­მე ტემ­პე­რა­ტუ­რა, და მას აც­რის წინ აღე­ნიშ­ნე­ბო­და - 36,7".

ექი­მი ჩვე­ნე­ბა­ში ასე­ვე ამ­ბობს, რომ რა­ი­მე გა­რე­მო­ე­ბა, რა­საც შე­იძ­ლე­ბო­და პოსტვაქ­ცი­ნუ­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა გა­მო­ეწ­ვია, არ არ­სე­ბობ­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nana
0

მე რომ დამეწყო მწვავე ალერგიული რეაქცია სახლში ერთდროულად 3 ტაბლეტი გადავყლაპე ,4 ვერ გავბედე ,ამათ ეგეც არ გააკეთეს თუ ვინმე ახდენს ზეწოლას და ვერ ამბობენ?

**
1

აი ზუსტად ასეთი უყურადღებობა და ფეხებზე დაკიდებაა, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით პაციენტები.

მერე რამე რომ გართულდება შემოიკრავენ ხოლმე თავში ხელს. ექიმი იმიტომ ხარ, რომ ყველაზე მცირე რისკი და გართულებაც კი ძალიან სერიოზულად უნდა აღიქვა და მართო. ყოველთვის ყველაზე უარესისთვის უნდა იყო მზად. პაციენტი არ არის ვალდებული, ყველაფერი ექიმის დონეზე იცოდეს და იხვეწოს სამედიცინო მომსახურებაზე ან პასუხებზე. 

სამწუხაროდ, ამ დამოკიდებულების გამო მარტო ეს ექთანი კი არა, ბევრი სხვა იღუპება ყოველდღე, მაშინ როცა ტრაგედიის თავიდან აცილება უმარტივესია. 

ძაან დიდი ბოდიში პატიოსან მედიკოსებთან, მაგრამ იმდენ ვითომ ცნობილ და ნაქებ ექიმთან ვარ ნამყოფი და მაინც, უმეტესობა უყურადღებო და ზარმაცია! მე რომ არ მეკითხა და მცოდნოდა ბევრი რამე, საიქიოში ვიქნებოდი. საშინელებაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"არაფერი არ გამიკეთებია, საჭიროდ არ ჩავთვალე" - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ჩვენების დეტალები

"არაფერი არ გამიკეთებია, საჭიროდ არ ჩავთვალე" - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ჩვენების დეტალები

"რუსთავი 2" მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის ჩვენებას აქვეყნებს.

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც პირველ ჩვენებაში ირწმუნებოდა, რომ მან მეგი ბაქრაძეს აცრის შემდეგ, ადრენალინი გაუკეთა, გამოძიებისთვის მიცემულ შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია.

"მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია", - განაცხადა ვიოლეტა ინასარიძემ.

გამომძიებლის კითხვაზე, უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს, ვიოლეტა ინასარიძე პასუხობს:

"პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ, ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე", - აღნიშნავს მედიკოსი შეცვლილ ჩვენებაში და იქვე ადასტურებს, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია - არა არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი...

პროტოკოლის შესაბამისად, ექიმის ფუნქციას არ წარმოადგენს პაციენტის გასინჯვა აცრის წინ. მოცემულ შემთხვევაში გასინჯვა გულისხმობს, ფილტვების მოსმენას, ყელში ჩახედვას, გულის ტონების მოსმენას და მუცლის გასინჯვას, რაც მეგის შემთხვევაში და არც სხვების შემთხვევაში არ მომხდარა, რადგან როგორც აღვნიშნე, აღნიშნული არ იყო გათვალისწინებული პროტოკოლით, მაგრამ ვახდენთ შესაბამისი კითხვარით ინფორმაციის მიღებას, მათ შორის ვეკითხებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თუკი მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დადგინდა, რომ აქვს ჩივილები, მერე გავსინჯავ და თუ არსებობს რისკი, რომ უკუჩვენება დაფიქსირდეს, არ ჩავატარებ ვაქცინაციის პროცესს".

კითხვაზე - რა ტემპერატურა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს აცრამდე, ექიმი ჩვენებაში წერს: "მეგის მე თავად გავუზომე ტემპერატურა, და მას აცრის წინ აღენიშნებოდა - 36,7".

ექიმი ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ რაიმე გარემოება, რასაც შეიძლებოდა პოსტვაქცინური უკუჩვენება გამოეწვია, არ არსებობდა.

"ჩემს დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა თანხმობა მიცემული... ახლა რომ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო" - ნიკა მელია

"მგონია, რომ დღეს ნიკას გაათავისუფლებენ" - ანზორ მელიას კომენტარი სასამართლოდან

ნიკა მელიას განცხადებით, ციხეში 19 კილო დაიკლო