ავტორი:

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელია პროცესებზე დასწრებას შეძლებს

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელია პროცესებზე დასწრებას შეძლებს

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს. შესაბამისად, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე გადაინიშნა, რათა ბრალდებულმა დასწრება შეძლოს.

მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს. როგორც ისინი შუამდგომლობაში განმარტავდნენ, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო მართლმსაჯულების პროცესში ჩართული.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას საკუთარი საქმის განხილვისგან არ უნდა იქნეს ჩამოშორებული. ადვოკატების თქმით, ნიკა მელიას საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ადვოკატების თქმით, მელიას საქმეზე შეფასებები საერთაშორისო დონეზე გაკეთდა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა, თუმცა, განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური ელფერის გამძაფრების ნაწილია. პროკურორის თქმით, საქმე სამართლებრივ სივრცეს უნდა დაუბრუნდეს.

პროცესზე ადვოკატებმა სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს გადაღებას და შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელება არ იზღუდება.

"მეგი რომ ვნახე, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... 3 000 ლარი გირაო სასაცილოა" - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"ვიოლეტა გამოძიებასთან თვითონ მივიდა და უთხრა: "არასწორად მოვიქეციო" - რას ამბობს ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი?

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომლის საქმეს ნაფიც მსაჯულები განიხილავენ