ავტორი:

"მატყუარები და ნაძირლები ხართ ვინც იძახის, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს და გამოვა" - გიგი უგულავა

"მატყუარები და ნაძირლები ხართ ვინც იძახის, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს და გამოვა" - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პროკურორმა "ბულბულაშვილმა“ მორიგ ჯერზე მოატყუა საზოგადოება, როცა განაცხადა, რომ ნიკა მელიას მიმართ "საპატიმრო გირაო“ იქნება კანონით გამოყენებული.

როგორც უგულავა აცხადებს, მსგავსი რამ კანონით "საპატიმრო გირაო“ არ არსებობს.

"როცა "ქართულ ოცნებაზეა“ საუბარი, პროგნოზი ძალიან უმადური რამეა. ამ პროცესს ორი რამ უძღვოდა წინ, ერთი ევროკავშირის განცხადება, სადაც ძალიან მკაცრად, ევროკავშირისთვის არადამახასიათებელი ლექსიკით მითითებულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მაკროეკონომიკური ტრანში, საბიუჯეტო დახმარება დამოკიდებულია და კავშირშია უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან, იმ უმსგავსობასთან „ცახესები“ რომ დაამტკიცეს და კიდევ იგნორირებას უკეთებენ ვენეციის კომისიის განცხადებას. მეორე - ეს არის პროკურორ „ბულბულაშვილის“ განცხადება, რომელმაც მორიგ ჯერზე მოატყუა საზოგადოება, მორიგ ჯერზე მოიტყუა, ეს კაცი არის ჩვეულებრივი მონა და აფერისტი, იმიტომ რომ საპატიმრო გირაო მელიას მიმართ ვერ იქნება კანონით გამოყენებული.

ყელმოღერებული რომ გამოდის და გვეუბნება, გადაიხადოს გირაო და გამოვა, გამოვიდეს ნებისმიერი პროკურორი და კანონით დამიმტკიცოს, მე ბოდიშს მოვუხდი, თუ არადა, ყოველ ჯერზე ვეტყვი მათ, რომ მატყუარა აფერისტები არიან, რადგან არ არსებობს საპატიმრო გირაო. წესი არის შემდეგნაირად - უნდა მოვიდეს პროკურორი, დააყენოს შუამდგომლობა გირაოზე და თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს, მელია უნდა გამოვიდეს და ვადა აქვს გირაოს გადახდისთვის. დღეს გირაო არ არსებობს. როდესაც ამას „ბულბულაშვილი“ იძახის, ის არის გულისამრევი მატყუარა. ასეთ ადამიანებს უნდა მოკიდო ხელი და წვეტიანი ფეხსაცმლით „პანჩურით“ უნდა გამოაგდო პროკურატურიდან. ერთი მუხლი მაინც მიმითითოს, გინდა „ბულბულაშვილმა“ და გინდა მისმა უფროსმა "შარიკოვმა“, თუ ეს საზოგადოების მოტყუება არ არის. მატყუარები და ნაძირლები ხართ, ვინც იმას იძახის, რომ გადაიხადოს გირაო და გამოვა. კანონს თავზე ახევთ საზოგადოებას, ეუბნებით, რომ რასაც გვინდა იმას ვიტყვით და რასაც გვინდა იმას „გაჭმევთ“, - განაცხადა უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

შეგახსენებთ, რომ გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

"ქართული ოცნების" რეჟიმს მარტო “ნაციონალური მოძრაობა ვერ დაამარცხებს - ეს გამორიცხულია" - სალომე სამადაშვილი

"რუსული წყაროებიდან ირკვევა, რომ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ორმოცამდე თანამშრომელი რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა" - გოცირიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"