პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან" - ნანა გეგეჭკორი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებულ EMA-ს განცხადებაზე
"ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან" - ნანა გეგეჭკორი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებულ EMA-ს განცხადებაზე

აშშ-ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, ნანა გე­გეჭ­კო­რი, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა­სა და თრომ­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს. ის ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მკვლე­ვა­რებ­მა ვაქ­ცი­ნა­სა და "თრომ­ბის" "იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებს" შო­რის შე­საძ­ლო კავ­ში­რი და­ად­გი­ნეს.

გთა­ვა­ზობთ პოსტს უც­ვლე­ლად:

"ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტომ ას­ტრა­ზე­ნე­კას გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნი­ით მიმ­დი­ნა­რე უჩ­ვე­უ­ლო თრომ­ბო­ტუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ეს არის უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თი გარ­თუ­ლე­ბა და რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ახ­ლო­საც ვერ მოვა კო­ვი­დით გა­მოწ­ვე­ულ თრომ­ბო­ტულ რის­კებ­თან.

ასე­ვე, შემ­თხვე­ვე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა აღ­წე­რი­ლია ქა­ლებ­ში 55 წელს ქვე­მოთ. მე­დი­ცი­ნა­ში უამ­რავ ისეთ წა­მალს ვი­ყე­ნებთ, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის რისკსაც კი შე­ი­ცავს. მა­გა­ლი­თად, კარ­დი­ო­ლო­გი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ან­ტი­ა­რით­მი­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა პარ­კუ­ჭე­ბის ფიბ­რი­ლა­ცი­აა, რაც შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლი­თაც კი დამ­თავ­რდეს, თუ დრო­უ­ლი დახ­მა­რე­ბა არ გა­ე­წია პა­ცი­ენტს.

ალ­ბათ იკი­თხავთ, რა­ტომ ვი­ყე­ნებთ არით­მი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ პრე­პა­რატს რო­მელ­საც სა­სი­ცო­ცხლო საფრ­თხის შემ­ცვე­ლი სხვა არით­მი­ის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია? რის­კის და სარ­გებ­ლის შე­ფა­სე­ბა­შია პა­სუ­ხი. ნე­ბის­მი­ერ ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად უდევს რის­კის და სარ­გებ­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა. კო­ვი­დი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პროთ­რომ­ბუ­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და ეს რის­კი შე­უ­და­რებ­ლად მა­ღა­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ით გა­მოწ­ვე­ულ გვერ­დით ეფექ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

გა­მო­სა­ვა­ლი გო­ნი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­შია. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამა­ვე დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რისკ ჯგუ­ფებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და ვაქ­ცი­ნის შერ­ჩე­ვა მოხ­დეს თუნ­დაც თე­ო­რი­უ­ლი საფრ­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

  • ყო­ვე­ლი სი­ცო­ცხლე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...
  • კო­ვი­დი სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხეს შე­ი­ცავს..
  • ვაქ­ცი­ნა­ცია კო­ვი­დით სიკ­ვდი­ლის­გან იცავს..
  • ადა­მი­ა­ნებს უპი­რო­ბოდ უნდა ჰქონ­დეთ არ­ჩე­ვა­ნი აც­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში...
  • უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნა­ცია სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტის პი­რო­ბებ­ში ნამ­დვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია...
  • კვლე­ვე­ბის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სია.

კვლე­ვე­ბის სწო­რად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა არ შე­უძ­ლია ყვე­ლა ექიმ­საც კი. ამას სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ბა­ზი­სო სტა­ტის­ტი­კის ცოდ­ნაც კი არაა საკ­მა­რი­სი ამის­თვის. არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­უძ­ლია ადა­მი­ანს უბიძ­გოს სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხის შემ­ცვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­კენ.

გთხოვთ, ნუ ეთა­მა­შე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს" - წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორი:

"ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან" - ნანა გეგეჭკორი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებულ EMA-ს განცხადებაზე

"ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან" - ნანა გეგეჭკორი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებულ EMA-ს განცხადებაზე

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი, კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინასა და თრომბული გართულების შესახებ წერს. ის ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მკვლევარებმა ვაქცინასა და "თრომბის" "იშვიათ შემთხვევებს" შორის შესაძლო კავშირი დაადგინეს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

"ევროპის წამლის სააგენტომ ასტრაზენეკას გვერდითი ეფექტების სიაში შეიტანა თრომბოციტოპენიით მიმდინარე უჩვეულო თრომბოტული გართულება. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის უკიდურესად იშვიათი გართულება და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან.

ასევე, შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა აღწერილია ქალებში 55 წელს ქვემოთ. მედიცინაში უამრავ ისეთ წამალს ვიყენებთ, რომელიც სიკვდილის რისკსაც კი შეიცავს. მაგალითად, კარდიოლოგიაში გამოყენებული ყველაზე ეფექტური ანტიარითმიული პრეპარატების ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება პარკუჭების ფიბრილაციაა, რაც შეიძლება სიკვდილითაც კი დამთავრდეს, თუ დროული დახმარება არ გაეწია პაციენტს.

ალბათ იკითხავთ, რატომ ვიყენებთ არითმიის სამკურნალოდ პრეპარატს რომელსაც სასიცოცხლო საფრთხის შემცველი სხვა არითმიის გამოწვევა შეუძლია? რისკის და სარგებლის შეფასებაშია პასუხი. ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს რისკის და სარგებლის გაცნობიერება. კოვიდი ძალიან მაღალი პროთრომბულობით ხასიათდება და ეს რისკი შეუდარებლად მაღალია ვაქცინაციით გამოწვეულ გვერდით ეფექტებთან მიმართებაში.

გამოსავალი გონიერ გადაწყვეტილებაშია. ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დასრულება წარმოუდგენელია. ამავე დროს, აუცილებელია რისკ ჯგუფებში გადაწყვეტილების მიღება და ვაქცინის შერჩევა მოხდეს თუნდაც თეორიული საფრთხის გათვალისწინებით.

  • ყოველი სიცოცხლე მნიშვნელოვანია...
  • კოვიდი სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს..
  • ვაქცინაცია კოვიდით სიკვდილისგან იცავს..
  • ადამიანებს უპირობოდ უნდა ჰქონდეთ არჩევანი აცრებთან მიმართებაში...
  • უსაფრთხო ვაქცინაცია სწორი მენეჯმენტის პირობებში ნამდვილად შესაძლებელია...
  • კვლევების ინტერპრეტირება არაპროფესიონალების მიერ და არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება პანდემიის პირობებში დანაშაულის ტოლფასია.

კვლევების სწორად ინტერპრეტირება არ შეუძლია ყველა ექიმსაც კი. ამას სპეციალური განათლება სჭირდება. საბაზისო სტატისტიკის ცოდნაც კი არაა საკმარისი ამისთვის. არასწორ ინფორმაციას შეუძლია ადამიანს უბიძგოს სასიკვდილო საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებისკენ.

გთხოვთ, ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს" - წერს ნანა გეგეჭკორი.