კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობას კარგავს" - როგორია პატიმრობაში მყოფი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაზე საუბრობს მისი ადვოკატი
"ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობას კარგავს" - როგორია პატიმრობაში მყოფი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაზე საუბრობს მისი ადვოკატი

"პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა და მას ფე­ხებ­სა და ხე­ლებ­ში მგრძნო­ბე­ლო­ბა ეკარ­გე­ბა",- BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ნა­ვალ­ნის ად­ვო­კატ­მა ვა­დიმ კობ­ზევ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ნა­ვალ­ნის ხერ­ხე­მალ­ზე ორი თი­ა­ქა­რი აღ­მო­აჩ­ნდა.

"ალექ­სეი თვი­თონ და­დის. ტკი­ვილს გრძნობს სი­ა­რუ­ლის დროს. ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ და­ა­ვა­დე­ბა აშ­კა­რად პროგ­რე­სირ­დე­ბა ფე­ხებ­ში, ხე­ლის­გუ­ლებ­სა და მა­ჯებ­ში მგრძნო­ბე­ლო­ბის და­კარ­გვით,“ - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა, რო­მელ­მაც ოთხშა­ბათს ნა­ვალ­ნი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ნა­ვალ­ნიმ, რო­მელ­საც ფე­ხე­ბი­სა და ხერ­ხემ­ლის ტკი­ვი­ლი აწუ­ხებ­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო.

მიმ­დი­ნა­რე კვი­რის და­სა­წყის­ში პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლაქ პოკ­რო­ვის ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოს სამ­კურ­ნა­ლო პა­ლა­ტა­ში რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს. მას ხვე­ლა და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ნა­ვალ­ნი შიმ­ში­ლო­ბას აგ­რძე­ლებს. "ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში პო­ლი­ტი­კო­სი წერს, რომ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მას­თან ახ­ლოს ქათ­მის ხორ­ცის შეწ­ვი­თა და მისი ტან­საც­მლის ჯი­ბე­ებ­ში ტკბი­ლე­უ­ლის ჩა­წყო­ბით ცდი­ლო­ბენ, შიმ­ში­ლო­ბა შე­ა­წყვე­ტი­ნონ.

თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კერ­მა ჯენ ფსა­კიმ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია ნა­ვალ­ნის პა­ტიმ­რო­ბას "პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად და დიდ უსა­მარ­თლო­ბად" მი­იჩ­ნევს დ მისი და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.

მა­ნამ­დე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Amnesty International- მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­ვალ­ნი პა­ტიმ­რო­ბა­ში ისეთ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა, რაც წა­მე­ბის ტოლ­ფა­სია და შე­საძ­ლოა, მას ნელ-ნელა კლა­ვენ.

გა­სულ კვი­რა­ში, რუ­სე­თის პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა უარ­ყო ნა­ვალ­ნის ბრალ­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ მას სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა არ უტარ­დე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტი­მარს სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ. მათ ასე­ვე უარ­ყვეს ნა­ვალ­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან სამი ადა­მი­ა­ნი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დი­აგ­ნო­ზით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nb
7

kopiliko germaniashi?! gamomivida esec spartaki!

ss
9

ნავალნი - ნაგავია

ავტორი:

"ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობას კარგავს" - როგორია პატიმრობაში მყოფი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაზე საუბრობს მისი ადვოკატი

"ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობას კარგავს" - როგორია პატიმრობაში მყოფი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაზე საუბრობს მისი ადვოკატი

"პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობა ეკარგება",- BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნავალნის ადვოკატმა ვადიმ კობზევმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნავალნის ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოაჩნდა.

"ალექსეი თვითონ დადის. ტკივილს გრძნობს სიარულის დროს. ძალიან შემაშფოთებელია, რომ დაავადება აშკარად პროგრესირდება ფეხებში, ხელისგულებსა და მაჯებში მგრძნობელობის დაკარგვით,“ - განაცხადა ადვოკატმა, რომელმაც ოთხშაბათს ნავალნი მოინახულა.

ნავალნიმ, რომელსაც ფეხებისა და ხერხემლის ტკივილი აწუხებდა, რამდენიმე დღის წინ სათანადო მკურნალობის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

მიმდინარე კვირის დასაწყისში პოლიტიკოსი ქალაქ პოკროვის ციხის საავადმყოფოს სამკურნალო პალატაში რესპირატორული დაავადების სიმპტომებით გადაიყვანეს. მას ხველა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად, ნავალნი შიმშილობას აგრძელებს. "ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში პოლიტიკოსი წერს, რომ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასთან ახლოს ქათმის ხორცის შეწვითა და მისი ტანსაცმლის ჯიბეებში ტკბილეულის ჩაწყობით ცდილობენ, შიმშილობა შეაწყვეტინონ.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გუშინ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ნავალნის პატიმრობას "პოლიტიკურად მოტივირებულად და დიდ უსამართლობად" მიიჩნევს დ მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.

მანამდე, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International- მა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობაში ისეთ პირობებში იმყოფება, რაც წამების ტოლფასია და შესაძლოა, მას ნელ-ნელა კლავენ.

გასულ კვირაში, რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ნავალნის ბრალდებები იმის შესახებ, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება და განაცხადა, რომ პატიმარს საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. მათ ასევე უარყვეს ნავალნის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი განყოფილებიდან სამი ადამიანი ტუბერკულოზის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"რომ მნახოთ,  გაგეცინებათ,  საკანში ჩონჩხი  დაბარბაცებს - ჩემი ანალიზებით ან რეანიმაციაში,  ან კუბოში უნდა ვიყო" - ალექსეი ნავალნის წერილი

ვლადიმერ ზელენსკი: "ბატონო პუტინო, მზად ვარ დონბასში შეგხვდეთ, სადაც ომია უკრაინის"

საბერძნეთში ქართველები PCR ტესტის გაყალბებისთვის დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია დანაშაულებრივ ქსელზე?