პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია დღეს პატიმრობიდან?
გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია დღეს პატიმრობიდან?

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ბრალ­დე­ბულ ნიკა მე­ლი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დღეს, 8 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა.

სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 11:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სა­სა­მარ­თლო მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბულ აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას - პა­ტიმ­რო­ბას გა­და­სინ­ჯავს. ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, თუ რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას და რა შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს ის სა­სა­მარ­თლო­ში. ამ დრომ­დე, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რეს, რო­გორც მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, ის და­კა­ვე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, პა­ტიმ­რო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ არ­სე­ბობს, ვი­ნა­ი­დან მე­ლი­ას მხრი­დან მი­მალ­ვის, ან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის არა­ვი­თა­რი რის­კი არ არ­სე­ბობს.

კონ­და­ხიშ­ვი­ლის თქმით­ვე, სა­მარ­თლებ­რი­ვად, მო­სა­მარ­თლეს ერ­თა­დერ­თი შან­სი აქვს, რომ მან ნიკა მე­ლია პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს, თუმ­ცა, ამის მო­ლო­დი­ნი დაც­ვის მხა­რეს არ აქვს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ნიკა მე­ლი­ას საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რია და ის სა­მათ­ლებ­რი­ვი სივ­რცი­და­ნაა გა­სუ­ლი. კონ­და­ხიშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა დი­რექ­ტი­ვას მი­ი­ღებს მო­სა­მარ­თლე.

და­ეს­წრე­ბა თუ არა ნიკა მე­ლია სა­კუ­თარ პრო­ცესს, ეს დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ვი­ნა­ი­დან ის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ძე­ვე­ბუ­ლია. ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლოს ნიკა მე­ლი­ას სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უკვე მი­მარ­თა, რათა მან სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა და სა­კუ­თარ საქ­მე­ში ჩარ­თვა შეძ­ლოს.

ცნო­ბის­თვის, “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ნიკა მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 17 თე­ბერ­ვალს შე­ე­ფარ­და.

ნიკა მე­ლი­ას ბრა­ლი 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ელი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით აქვს წარ­დგე­ნი­ლი. 2019 წლის 27 ივ­ნისს, მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას და­მა­ტე­ბით შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბად ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი და­უ­წეს­და და სა­მა­ჯუ­რი გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა, ნიკა მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი 2020 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს, სა­ჯა­როდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მო­იხ­სნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის და 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. 2020 წლის 3 ნო­ემ­ბერს, სა­ა­მარ­თლომ უწყე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით­ვე, ნიკა მე­ლი­ას და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც და­ე­კის­რა - მას ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე, შე­ე­ზღუ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თაც. ნიკა მე­ლი­ამ სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო არ გა­და­ი­ხა­და, რის გა­მოც, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ნიკა მე­ლია გა­აფრ­თხი­ლა და გი­რა­ოს გა­და­სახ­დე­ლად ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცა, თუმ­ცა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს მე­ლი­ას­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თე­ბერ­ვალ­ში მი­მარ­თა. უწყე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის­თვის პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე ნე­ბარ­თვა პარ­ლა­მენ­ტმა მის­ცა, რო­მელ­მაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს იმუ­ნი­ტე­ტი 88 ხმით მო­უხ­სნა.

ნიკა მე­ლია 23 თე­ბერ­ვალს, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა პარ­ტი­ის ოფის­ში, სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
8

okh!! didi ambavia, didi!!!

დ გ
16

კი გამოუშვებენ იმიტომ რომ ჩუმათ გადაიხდიდა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია დღეს პატიმრობიდან?

გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია დღეს პატიმრობიდან?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 8 აპრილს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. ამ დრომდე უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას და რა შუამდგომლობას დააყენებს ის სასამართლოში. ამ დრომდე, პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. როგორც ადვოკატი აცხადებს, პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან მელიას მხრიდან მიმალვის, ან ახალი დანაშაულის ჩადენის არავითარი რისკი არ არსებობს.

კონდახიშვილის თქმითვე, სამართლებრივად, მოსამართლეს ერთადერთი შანსი აქვს, რომ მან ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლოს, თუმცა, ამის მოლოდინი დაცვის მხარეს არ აქვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია და ის სამათლებრივი სივრციდანაა გასული. კონდახიშვილის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დირექტივას მიიღებს მოსამართლე.

დაესწრება თუ არა ნიკა მელია საკუთარ პროცესს, ეს დღეს გახდება ცნობილი, ვინაიდან ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია. ადვოკატმა სასამართლოს ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობით უკვე მიმართა, რათა მან სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და საკუთარ საქმეში ჩართვა შეძლოს.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თებერვალში მიმართა. უწყებას "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

"დანაშაული არ ჩაუდენია, ჩვეულებრივი სიტყვიერი შეკამათება იყო" - დავით კოდუას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

"გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება" - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პაატა იმნაძის და ლევან რატიანის გამოკითხვას მოითხოვენ

დღეს გაირკვევა, გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან