პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი" გაუკეთა, აღიარებს, რომ იცრუა და ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა" - ადვოკატი
"ექიმი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი" გაუკეთა, აღიარებს, რომ იცრუა და ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა" - ადვოკატი

მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სამი პი­რი­დან ერთ-ერთი ექი­მი ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძეა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ მე­გის "ად­რე­ნა­ლი­ნის" შემ­ცვე­ლი ნემ­სი მა­შინ­ვე გა­უ­კე­თა, რო­გორც კი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა ინა­სა­რი­ძეს ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ში სდებს ბრალს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექიმს მეგი ბაქ­რა­ძის­თვის არა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წე­ვია. მე­ტიც, იგი სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

გარ­დაც­ვლი­ლი მედ­დის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ვახ­ტანგ ბა­რა­მაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მოწ­მე­ებ­მა ჩვე­ნე­ბე­ბი სამ­ჯერ შეც­ვა­ლეს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­ლოს მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში თა­ვად ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძე აღი­ა­რებს, რომ იც­რუა და სი­ნამ­დვი­ლე­ში კლი­ნი­კა­ში იმ დროს სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ჩვე­ნე­ბე­ბის პირ­ველ ნა­კად­ში საქ­მის ყვე­ლა მოწ­მემ ერ­თნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და გა­მო­ძი­ე­ბას. მა­შინ ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ ექიმ­მა ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძემ მეგი ბაქ­რა­ძეს მყი­სი­ე­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა და გა­უ­კე­თა ად­რე­ნა­ლი­ნი. მე­ო­რე ნა­კად­ში მოწ­მე­ებ­მა ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლეს და თქვეს, რომ ვი­ო­ლე­ტა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და... ხოლო მე­სა­მე ნა­კა­დის ჩვე­ნე­ბებ­ში და­ე­მა­ტა ისიც, რომ მე­გის­თვის ად­რე­ნა­ლი­ნი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

ასევე დაგაინტერესებთ
20:48 / 07-04-2021

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკა "იმედის" 3 ექიმს ბრალი წარუდგინა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

21:47 / 07-04-2021

"ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს" - იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენება ბაქრაძის საქმიდან

12:15 / 08-04-2021

"არაფერი არ გამიკეთებია, საჭიროდ არ ჩავთვალე" - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ჩვენების დეტალები

16:21 / 08-04-2021

"შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს ჩვენების შეცვლა... ამით გადაარჩენენ კლინიკას" - მეგი ბაქრაძის დედა პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება

20:49 / 08-04-2021

"მეგი რომ ვნახე, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... 3 000 ლარი გირაო სასაცილოა" - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქ­მე­ში დევს ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძის აღი­ა­რე­ბა. მას არა­ვინ აი­ძუ­ლებ­და ეს ეღი­ა­რე­ბი­ნა და ეთ­ქვა, რომ არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ მა­შინ­ვე, რად­გან მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც გა­უ­კე­თებ­დნენ ად­რე­ნა­ლინს და სის­ხლის ანა­ლიზ­ში მა­ინც აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ამ მე­დი­კა­მენ­ტის შემ­ცვე­ლო­ბა. ვერ გე­ტყვით რა­ტომ მის­ცა ასე­თი აღი­ა­რე­ბა ექიმ­მა გა­მო­ძი­ე­ბას. ახლა შე­მიძ­ლია ის ვთქვა, ეს ბრა­ლის წარ­დგე­ნა არის გა­მო­ძი­ე­ბის მიერ წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი" - ეუბ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტი Ambebi.ge -ს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის­თვის ბრა­ლი კლი­ნი­კა „იმე­დის“ ორ ექიმს და ერთ ექთანს წა­უ­ყე­ნა. ახალ­ცი­ხე­ლი ექთა­ნი, მეგი ბაქ­რა­ძე 19 მარტს, თბი­ლი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მას კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხე­ში, კლი­ნი­კა „იმედ­ში“ 18 მარტს ჩა­უ­ტარ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და. მედ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც ახალ­ცი­ხის, ისე თბი­ლი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში.

უკვე ორი კვი­რაა გა­მო­ძე­ბა ელო­დე­ბა საქ­მის მთა­ვარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დაკ­ვნას, რო­მელ­მაც უნდა და­ად­გი­ნოს, რა გახ­და 27 წლის ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
34

გულწრფელად მეცოდებიან 

მაკა
0

სავარაუდოდ იმიტომ შეცვალა რომ საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა ,FB-მიმოწერა თანამშრომლებს შორის,რომელშიდაც ალბათ დეტალებში იყო განხილული და აღწერილი ეს შემთხვევა.ექიმს რომელმაც იცრუა,ანუ ცრუ ჩვენება მისცა,აღარ სურს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი რომ დაუმძიმდეს და მაგიტომაც აღიარა.ეს ჩემი აზრია...

ავტორი:

"ექიმი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი" გაუკეთა, აღიარებს, რომ იცრუა და ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა" - ადვოკატი

"ექიმი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი" გაუკეთა, აღიარებს, რომ იცრუა და ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა" - ადვოკატი

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სამი პირიდან ერთ-ერთი ექიმი ვიოლეტა ინასარიძეა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგის "ადრენალინის" შემცველი ნემსი მაშინვე გაუკეთა, როგორც კი ბენეფიციარის მდგომარეობა გართულდა.

გამოძიება ინასარიძეს ცრუ ჩვენების მიცემაში სდებს ბრალს. პროკურატურის ინფორმაციით, ექიმს მეგი ბაქრაძისთვის არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწევია. მეტიც, იგი საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.

გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ მოწმეებმა ჩვენებები სამჯერ შეცვალეს. მისი ინფორმაციით, ბოლოს მიცემულ ჩვენებაში თავად ვიოლეტა ინასარიძე აღიარებს, რომ იცრუა და სინამდვილეში კლინიკაში იმ დროს საერთოდ არ იმყოფებოდა.

"ჩვენებების პირველ ნაკადში საქმის ყველა მოწმემ ერთნაირი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. მაშინ ისინი ამბობდნენ, რომ ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძეს მყისიერი დახმარება აღმოუჩინა და გაუკეთა ადრენალინი. მეორე ნაკადში მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს და თქვეს, რომ ვიოლეტა შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა... ხოლო მესამე ნაკადის ჩვენებებში დაემატა ისიც, რომ მეგისთვის ადრენალინი არ გაუკეთებიათ.

საქმეში დევს ვიოლეტა ინასარიძის აღიარება. მას არავინ აიძულებდა ეს ეღიარებინა და ეთქვა, რომ არანაირი დახმარება არ აღმოუჩენიათ მაშინვე, რადგან მოგვიანებით მაინც გაუკეთებდნენ ადრენალინს და სისხლის ანალიზში მაინც აღმოჩნდებოდა ამ მედიკამენტის შემცველობა. ვერ გეტყვით რატომ მისცა ასეთი აღიარება ექიმმა გამოძიებას. ახლა შემიძლია ის ვთქვა, ეს ბრალის წარდგენა არის გამოძიების მიერ წინგადადგმული ნაბიჯი" - ეუბნება ადვოკატი Ambebi.ge -ს.

პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი კლინიკა „იმედის“ ორ ექიმს და ერთ ექთანს წაუყენა. ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

უკვე ორი კვირაა გამოძება ელოდება საქმის მთავარ მტკიცებულებას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა 27 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი.

"მეგი რომ ვნახე, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... 3 000 ლარი გირაო სასაცილოა" - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"ვიოლეტა გამოძიებასთან თვითონ მივიდა და უთხრა: "არასწორად მოვიქეციო" - რას ამბობს ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი?

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომლის საქმეს ნაფიც მსაჯულები განიხილავენ