სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყერის ზონაში გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობამ ნაპრალები ღორღით ამოავსო.
"მე მეგონა “ღადაობდნენ” ქვიშით და ღორღით ამოვავსოთ ნაპრალიო მერიის საბჭოზე როდესაც განიხილავდნენ საინჟინრო გადაწყვეტილებას (ხმები გამოდიოდა, პატარაა თბილისი და გარეთ ერთმანეთს დასცინოდნენ) მეჩვენება თუ ?! მიწით შეავსეს? სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება" - წერს გოდოლაძე.