კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს" - იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენება ბაქრაძის საქმიდან
"ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს" - იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენება ბაქრაძის საქმიდან

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ექთ­ნის მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე „ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმე­დის“ ექი­მებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ხელი შე­უ­შა­ლეს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და პი­რა­დი მო­ტი­ვით, რათა არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ ვ.ი. არ იმ­ყო­ფე­ბო­და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის დროს პა­ცი­ენ­ტთან, გა­მო­ძი­ე­ბას ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს.

"კერ­ძოდ, ვ.ი.-ს ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, 18 მარტს, ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა­ში, იმუ­ნი­ზა­ცი­ის შემ­დგო­მი და­ყოვ­ნე­ბის ოთახ­ში მყო­ფი მ.ბ.-ს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ, გარ­თუ­ლე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, თით­ქოს მის მიერ და ასე­ვე მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ჩვე­ნე­ბე­ბით და­ა­დას­ტუ­რეს ასე­ვე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ იმუ­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მი­მართ რა­ი­მე მე­დი­კა­მენ­ტი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გა­უ­წი­ეს გარ­თუ­ლე­ბის შემ­დგო­მი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ვ.ი. და­ყოვ­ნე­ბის ოთახ­ში სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ჩვე­ნე­ბე­ბა­ში, რო­მე­ლიც მეგი ბაქ­რა­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტებ­მა დღეს გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს, რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. მათ შო­რის იმა­ზე, ნამ­დვი­ლად ბაქ­რა­ძის სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბი მი­ი­ტა­ნეს თუ არა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა. სწო­რედ ამ ანა­ლი­ზე­ბით ლაბ­რა­ტო­რი­ას უნდა და­ე­გი­ნა, იყო თუ არა ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი მედ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

"ტვ პირ­ვე­ლის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი იძ­ლე­ვა ირ­კვე­ვა, რომ მათ­თან ახალ­ცი­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მი­ვი­და და მი­ი­ტა­ნა ბაქ­რა­ძის სის­ხლის შრა­ტის სინ­ჯე­ბი. თუმ­ცა რო­გორც ჩვე­ნე­ბა­ში ის ჰყვე­ბა, ეკუთ­ვნო­და თუ არა სის­ხლის შრა­ტი ნამ­დვი­ლად მეგი ბაქ­რა­ძეს, ეს და­დას­ტუ­რე­ბულ ფაქტს არ წარ­მო­ად­გენ­და.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლის ჩვე­ნე­ბი­დან, რო­მელ­საც "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს:

"პირ­ვე­ლი, რი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი იყოს ის, რომ ხომ არ იყო გა­სუ­ლი 3 სა­ა­თი, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, რომ 3 სა­ა­თი არ იყო გა­სუ­ლი. ამას­თან ავუხ­სე­ნი, რომ სა­ჭი­რო იყო სის­ხლის შრა­ტი მო­წო­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ცივი ყუ­თით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გა და­ახ­ლო­ე­ბით 14:30 სა­ათ­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ ჩვენს ცენ­ტრში გა­მო­ცხად­და ახალ­ცი­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ ზარ­ქოშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც წარ­მო­ად­გი­ნა მეგი ბაქ­რა­ძის სის­ხლის შრა­ტის სინ­ჯე­ბი ცივი ყუ­თით, ისე რომ სის­ხლის შრა­ტი ეკუთ­ვნო­და თუ არა მეგი ბაქ­რა­ძეს, არ წარ­მო­ად­გენ­და და­დას­ტუ­რე­ბულ ფაქტს".

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი მედ­დის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ნინო ამაღ­ლო­ბელ­მა აღ­ნიშ­ნა, იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი თა­ვის ოქ­მში გან­მარ­ტავს ასე­ვე, რომ პა­სუ­ხის­მგბე­ლო­ბას იხ­სნის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იყო თუ არა იქ მი­წო­დე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად ბაქ­რა­ძის სის­ხლი.

ამაღ­ლო­ბე­ლი აცხა­დებს, რომ ოჯახს და ად­ვო­კა­ტებს არ აქვთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, თუ რა გახ­და მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

"ეს ჩვენ­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 2 - დღი­ან შუ­ა­ლედ­ში არა­ერ­თი ჩვე­ნე­ბა იყო შეც­ვლი­ლი. ამით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ პრაქ­ტი­კუ­ლად ჩრდილ­ში მი­მა­ლა რე­ა­ლო­ბა, სხვა პი­რებ­ზე გა­და­ი­ტა­ნა ის­რე­ბი. ჩვენ არ­ცერთ კი­თხვა­ზე, თუ რა მოხ­და 2021 წლის 18 მარტს, რა გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, ოჯახს და ად­ვო­კა­ტებს პა­სუ­ხი არ გვაქვს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას მო­უ­წევს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რო­მე­ლიც გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად. ის, რომ შეც­ვლი­ლი ჩვე­ნე­ბის გამო, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ და­ი­წყეს გა­მო­ძი­ე­ბა, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ იმ პი­რებ­მა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს, მაგ­რამ იმ­სა­ხუ­რე­ბენ. და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში, უშუ­ა­ლოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან მი­მარ­თე­ბით, ვინც უშუ­ა­ლოდ არის ბრა­ლე­უ­ლი პირი, მისი არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვი­თხოვთ მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დღის წეს­რიგ­ში და­ყე­ნე­ბას. ეს არის ჩვე­ნი პო­ზი­ცია“, - აცხა­დებს ნინო ამაღ­ლო­ბე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ახალ­გაზ­რდა მედ­დას, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხე­ში, კლი­ნი­კა „იმედ­ში“, 18 მარტს ჩა­უ­ტარ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და. მედ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც ახალ­ცი­ხის, ისე თბი­ლი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
2

აზრზე მოდით რა ხდება სამედიცინო სფეროში, ესენი უბრალო ადამიანებს რას უზამენ, ტიკარაძე თავისი გაბუნიათი საერთოდ მოსაშორებელია და უკან უნდა მიაყოლო იმნაძე და გამყრელიძეც- ეს იქნება სამართალი, თუ არ მოხდება ეს, უფალი მაინც მიუზღავს ყველას , რაც ეკუთვნით

კოსტა
0

90-იან წლებში პადვლებში და პროფილაქტიკებში გახსნილ ,,უმაღლეს სასწავლებლებში" ნასწავლი სპეციალისტების გამოდ ვართ ასეთ მდგომარეობაში, მთავარია დიპლომი ხო აქვთ,და ცოდნა ვის ჭირდება. 

ავტორი:

"ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს" - იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენება ბაქრაძის საქმიდან

"ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს" - იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენება ბაქრაძის საქმიდან

საქართველოს პროკურატურამ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულებმა ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

"კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჩვენებებაში, რომელიც მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა დღეს გაასაჯაროვეს, რამდენიმე გარემოებაზეა საუბარი. მათ შორის იმაზე, ნამდვილად ბაქრაძის სისხლის ანალიზები მიიტანეს თუ არა ლაბორატორიაში ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა. სწორედ ამ ანალიზებით ლაბრატორიას უნდა დაეგინა, იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი მედდის გარდაცვალების მიზეზი.

"ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩვენებაში, რომელსაც იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომელი იძლევა ირკვევა, რომ მათთან ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე მივიდა და მიიტანა ბაქრაძის სისხლის შრატის სინჯები. თუმცა როგორც ჩვენებაში ის ჰყვება, ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი ნამდვილად მეგი ბაქრაძეს, ეს დადასტურებულ ფაქტს არ წარმოადგენდა.

გთავაზობთ ნაწყვეტს იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენებიდან, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს:

"პირველი, რითაც დავინტერესდი იყოს ის, რომ ხომ არ იყო გასული 3 საათი, რაზეც მიპასუხა, რომ 3 საათი არ იყო გასული. ამასთან ავუხსენი, რომ საჭირო იყო სისხლის შრატი მოწოდებული ყოფილიყო ცივი ყუთით. აღნიშნული საუბარი შედგა დაახლოებით 14:30 საათზე.

აღნიშნული საუბრის შემდეგ ჩვენს ცენტრში გამოცხადდა ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე თემურ ზარქოშვილი, რომელმაც წარმოადგინა მეგი ბაქრაძის სისხლის შრატის სინჯები ცივი ყუთით, ისე რომ სისხლის შრატი ეკუთვნოდა თუ არა მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს".

როგორც გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა აღნიშნა, იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომელი თავის ოქმში განმარტავს ასევე, რომ პასუხისმგბელობას იხსნის იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იქ მიწოდებული ნამდვილად ბაქრაძის სისხლი.

ამაღლობელი აცხადებს, რომ ოჯახს და ადვოკატებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი.

"ეს ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 2 - დღიან შუალედში არაერთი ჩვენება იყო შეცვლილი. ამით საგამოძიებო უწყებამ პრაქტიკულად ჩრდილში მიმალა რეალობა, სხვა პირებზე გადაიტანა ისრები. ჩვენ არცერთ კითხვაზე, თუ რა მოხდა 2021 წლის 18 მარტს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ოჯახს და ადვოკატებს პასუხი არ გვაქვს.

აქედან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც გადამწყვეტი იქნება სიმართლის დასადგენად. ის, რომ შეცვლილი ჩვენების გამო, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, კონკრეტული პირების მიმართ დაიწყეს გამოძიება, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ პირებმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, მაგრამ იმსახურებენ. დანარჩენ ნაწილში, უშუალოდ გარდაცვალების ფაქტთან მიმართებით, ვინც უშუალოდ არის ბრალეული პირი, მისი არსებობის შემთხვევაში, ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის დღის წესრიგში დაყენებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - აცხადებს ნინო ამაღლობელი.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მედდას, წინასწარი მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

"ჩემს დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა თანხმობა მიცემული... ახლა რომ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო" - ნიკა მელია

"მგონია, რომ დღეს ნიკას გაათავისუფლებენ" - ანზორ მელიას კომენტარი სასამართლოდან

ნიკა მელიას განცხადებით, ციხეში 19 კილო დაიკლო