მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის რძალი სამხრეთ კორეაში დასთან და შვილთან ერთად მოგზაურობს (ფოტოები)
ბიძინა ივანიშვილის რძალი სამხრეთ კორეაში დასთან და შვილთან ერთად მოგზაურობს (ფოტოები)

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რძლის ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძის და ანი გუ­და­ვა­ძე "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ჩანს, რომ დები გუ­და­ვა­ძე­ე­ბი შვი­ლებ­თან და დე­დას­თან ერ­თად სამ­ხრეთ კო­რე­ის დე­და­ქა­ლაქ­ში სე­ულ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ.

ანი გუ­და­ვა­ძე

ფო­ტო­ებ­ზე პა­ტა­რა ბე­რუ­კა ივა­ნიშ­ვი­ლი, დე­ი­დაშ­ვილ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ანი გუ­და­ვა­ძე მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ქმარ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. ფო­ტო­ებ­ზე და ვი­დე­ო­ში კი მხო­ლოდ ნა­ნუ­კა და ბე­რუ­კა ჩა­ნან, ბე­რას გა­რე­შე. თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯახ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა ექ­სპრე­მი­ე­რის ვა­ჟიც. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ბე­რამ სა­კუ­თარ გეგ­მებ­ზე სა­უბ­რი­სას თქვა, რომ მალე სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მავ­და.

"მალე მი­ვემ­გზავ­რე­ბი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, სა­დაც მაქვს და­გეგ­მი­ლი რამ­დე­ნი­მე დუ­ე­ტი. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იქა­ურ კარგ მუ­სი­კო­სებ­თან. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ, გა­აქ­ტი­უ­რე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქ­ნე­ბა ახა­ლი კლი­პე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ურპრი­ზი, რაც ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს, ჩემს ნამ­დვი­ლებს გა­უ­ხარ­დე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­ლი დები შვი­ლებ­თან ერ­თად სე­ულ­ში ცნო­ბილ კო­ექ­სის აკ­ვა­რი­უმს სტუმ­რო­ბენ, სა­დაც ზღვის 40 000-მდე ბი­ნა­და­რი ცხოვ­რობს. აკ­ვა­რი­უმ­ში მრა­ვა­ლი თე­მა­ტუ­რი დარ­ბა­ზია, რო­გო­რე­ბი­ცაა: ამა­ზო­ნის ტრო­პი­კუ­ლი ტყე, მდი­ნა­რე, ჭა­ო­ბე­ბი...

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე

ბე­რუ­კა ივა­ნიშ­ვი­ლი დე­ი­დაშ­ვილ­თან ერ­თად

თვე­ზე მეტი გა­ვი­და, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი მო­ის­მი­ნა. მა­შინ ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა არ­ცერ­თმა მხა­რემ არ უარ­ყო...

სკან­და­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კი­დან წა­სუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ორი დღის წინ კა­მე­რებ­მა პირ­ვე­ლად და­ა­ფიქ­სი­რეს მი­ლი­არ­დე­რი ცოლ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც სა­მე­ბა­ში ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის პა­ნაშ­ვიდს და­ეს­წრო. ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­ვო­ბა შე­წყვი­ტეს.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მათე
0

რაც არ გქონია,რას წაგგლეჯდენ

ტუა
97

კარგი დროის ტარება რა საყვარლები არიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის რძალი სამხრეთ კორეაში დასთან და შვილთან ერთად მოგზაურობს (ფოტოები)

ბიძინა ივანიშვილის რძალი სამხრეთ კორეაში დასთან და შვილთან ერთად მოგზაურობს (ფოტოები)

ბიძინა ივანიშვილის რძლის ნანუკა გუდავაძის და ანი გუდავაძე "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ფოტოებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ დები გუდავაძეები შვილებთან და დედასთან ერთად სამხრეთ კორეის დედაქალაქში სეულში მოგზაურობენ.

ანი გუდავაძე

ფოტოებზე პატარა ბერუკა ივანიშვილი, დეიდაშვილთან ერთად არის გადაღებული. ანი გუდავაძე მოგზაურობაში ქმართან ერთად იმყოფება. ფოტოებზე და ვიდეოში კი მხოლოდ ნანუკა და ბერუკა ჩანან, ბერას გარეშე. თუმცა სავარაუდოდ, ოჯახთან ერთად იმყოფება ექსპრემიერის ვაჟიც. რამდენიმე კვირის წინ ბერამ საკუთარ გეგმებზე საუბრისას თქვა, რომ მალე სამხრეთ კორეაში გამგზავრებას გეგმავდა.

"მალე მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც მაქვს დაგეგმილი რამდენიმე დუეტი. თანამშრომლობა იქაურ კარგ მუსიკოსებთან. უახლოეს მომავალში ვაპირებ, გააქტიურებას მუსიკალური მიმართულებით, იქნება ახალი კლიპები, სიმღერები და ძალიან ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს, ჩემს ნამდვილებს გაუხარდებათ", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ცნობილი დები შვილებთან ერთად სეულში ცნობილ კოექსის აკვარიუმს სტუმრობენ, სადაც ზღვის 40 000-მდე ბინადარი ცხოვრობს. აკვარიუმში მრავალი თემატური დარბაზია, როგორებიცაა: ამაზონის ტროპიკული ტყე, მდინარე, ჭაობები...

ნანუკა გუდავაძე

ბერუკა ივანიშვილი დეიდაშვილთან ერთად

თვეზე მეტი გავიდა, რაც საზოგადოებამ ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერი მოისმინა. მაშინ ჩანაწერის ავთენტურობა არცერთმა მხარემ არ უარყო...

სკანდალური ჩანაწერების შემდეგ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის ოჯახი საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. ორი დღის წინ კამერებმა პირველად დააფიქსირეს მილიარდერი ცოლთან ერთად, რომელიც სამებაში ანზორ ერქომაიშვილის პანაშვიდს დაესწრო. ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში აქტივობა შეწყვიტეს.